logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru" (რუსეთი): საქართველოს, სომხეთისა და აზერებაიჯანის პრობლემები
"ng.ru" (რუსეთი): საქართველოს, სომხეთისა და აზერებაიჯანის პრობლემები
13:52 29.05.2017
რუსული გამოცემა «Независимая газета» სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ანალიტიკოს იური სიმონიანის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

გასული კვირის ბოლოს საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირველი რესპუბლიკების გამოცხადების (1918 წლის 26-28 მაისი) სახელმწიფო დღესასწაულები აღნიშნეს. ამ თარიღს საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მაღალი სტატუსი აქვს. თუმცა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს სიამაყის მიზეზი მაინცდამაინც ბევრი არ აქვთ: საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებული პოლიტიკური სუვერენიტეტი, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ეკონომიკური დამოუკიდებლობით ძალიან სუსტად თუ განმტკიცდა, თუმცა შეიძლებოდა უფრო ძლიერად ყოფილიყო გამოხატული.
აზერბაიჯანი, რომელიც ენერგორესურსების წყალობით ერთი შეხედვით ეკონომიკურად თვითკმარი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, როგორც კრიზისებმა აჩვენა, არცთუ ისე მძლავრი აღმოჩნდა. საქართველომ მხოლოდ ბოლო დროს განსაზღვრა თავისი ეკონომიკური ორიენტირი - თბილისმა თავისი განვითარების ქვაკუთხედად ტურიზმი აირჩია. ცნობილია, რომ ეს დარგი ძალიან კონიუნქტურულად ითვლება და გრძელვადიანი სტაბილურობით არ გამოირჩევა, მაგრამ საქართველოს სხვა კოზირები არ აქვს. სომხეთი, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, გულხელდაკრეფილი არ ზის, მაგრამ უფრო მეტი სიკეთის მიღებას მაინც ამ ალიანსიდან ელოდება, ვიდრე მას თვითონ მისცემს.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნეგატიური როლი იმაში, რასაც ამ სამმა სახელმწიფომ ვერ მიაღწია, იმ შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურმა სიტუაციამ და არამდგრადობამ შეასრულა, რომელიც რეგიონში 1990-იანი წლებიდან არის გაბატონებული. პლუს ომები, რომლებმაც სამხრეთ კავკასია პირდაპირ წალეკა; არახელსაყრელი საგარეო ფაქტორები და ერთმანეთთან რთული სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა; პლუს არაღიარებული სუბიექტები და მათთან დაკავშირებული პრობლემები...
დღეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებას კეთილს და მშვიდობიანს ვერ ვუწოდებთ. მართალია, საქართველომ ააწყო რუსეთთან ურთიერთობა ვაჭრობასა და ტურიზმში, მაგრამ საქმე ამით დასრულდა და წინ არ წასულა. სამაგიეროდ, თბილისმა სულ ახლახან გამოსცადა საკუთარ თავზე ძალიან არასასიამოვნო ზეწოლა სხვა მეზობლებისაგან:
თეირანმა თბილისისგან მოითხოვა, რომ ირანელი ქალები საქართველოში შესვლისას გათავისუფლდნენ სასაზღვრო შემოწმებისაგან, რომელიც, ირანის აზრით, ღირსების შემლახველია. გარდა ამისა, თურქეთმა კატეგორიულად ურჩია საქართველოს, რომ თბილისმა დიდგორის ბრძოლის წლისთავი არ აღნიშნოს. უფრო მეტიც - ანკარის მითითებით თბილისი იძულებული გახდა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი თურქული კოლეჯის ლექტორი დაეპატიმრებინა, რომელიც თითქოსდა წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთანაა დაკავშირებული.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა „სახე შეენარჩუნებინა“, მაგრამ საზოგადოება, სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტს თუ დავუჯერებთ, ძალიან იმედგაცრუებულია ირან-თურქეთის ნაბიჯებით და უფრო მეტად - საკუთარი მთავრობით, რომელსაც ამგვარ სიტუაციებში საკუთარი მტკიცე სიტყვის თქმა არ შეუძლია. მაგრამ საქართველოში ყველაზე უფრო მეტად დამაფიქრებელია დაწყებული საკონსტიტუციო კრიზისი: ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ მზადაა გადადგას უკიდეურესი ნაბიჯები, თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უარს არ იტყვის.
სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე მერამდენედ ახალი ომის საფრთხის წინაშე დგანან - მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე კვლავ სიტუაციის გაურესება შეინიშნება: ისვრიან არა მხოლოდ ავტომატებიდან და სნაიპერული შაშხანებიდან, არამედ პერიოდულად საქმეში არტილერიაც ერთვება. შუამავლები მხარეებს პოლიტიკური შეხვედრებისაკენ მოუწოდებენ, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მაგრამ მოლაპარაკება რომც გაიმართოს, ის მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იქნება. პრეზიდენტებს სალაპარაკო ჯერ კიდევ არაფერი აქვთ: კონფლიქტის მხარეთა პოზიციები ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულია, ტყუილად ლაპარაკი კი, როგორც ამას თვითონაც აღიარებენ, უკვე ყელში ამოუვიდათ.

http://www.ng.ru/week/2017-05-28/8_6997_sng.html




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა