logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): სომხეთის დანაკარგები საქართველოს წარმატების ფონზე
«Lragir» (სომხეთი): სომხეთის დანაკარგები საქართველოს წარმატების ფონზე
13:39 28.05.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ვიზიტის შესახებ საქართველოში, მასში ასევე განხილულია სომხეთის საგარეოპოლიტიკური საკითხებიც (ავტორი - აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თბილისში ვიზიტის დროს, 23 მაისს, საქართველოს ლიდერებთან შეხვედრისას, თბილის-ანკარას შორის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრა, - აღნიშნავს ავტორი, - „თურქეთი რომ საქართველოსთან ურთიერთობას ავითარებს, ეს დიდი ხანია ცნობილია. საქართველოში თურქეთის ეკონომიკური დომინირება შთამბეჭდავია: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქ ინვესტორებისათვის ერთობ ხელშემწყობი პირობები შექმნა, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ასეთი გზით გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური ამოცანა - საქართველოს გამოყვანა რუსული გავლენის ზონიდან. თურქულ-აზერბაიჯანული ინვესტიციები მოსკოვისაგან თბილისის ეკონომიკური დამოუკიდებლობის საწინდარი გახდა.

მაგრამ წლების შემდეგ საქართველოსთვის პრობლემად უკვე თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენა გახდა. ამ თვალსაზრისით შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეჭვი გამოხატა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის მიზანშეწონილების მიმართ. მართალია, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, მხარეებმა ამ საკითხზე მოლაპარაკება მოახერხეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის განცხადება მაინც სიმპტომატიურ ტენდენციას მიუთითებდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ურთიერთობის მოგვარებას რუსეთთანაც შეეცადა, რათა თურქეთ-აზერბაიჯანის გავლენა ასეთი სახით დაებალანსებინა. პარალელურად თბილისი აგრძელებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსსაც, რომელიც მთავარი ბალანსირი გახდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

ამასთან, საქართველო აქტიურად მუშაობდა ჩინეთთანაც, რომელიც ჩვენს მეზობელთან თავის ინტერესებს არ მალავს. ჩინურ კაპიტალს საქართველოს ბაზარზე უკვე მნიშვნელოვანი ნიშა აქვს დაკავებული. სულ ახლახანს კი, „აბრეშუმის დიდი გზის“ განვითარების სამიტზე საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. პეკინს განზრახული აქვს აგრეთვე თბილისში ბანკის დაარსება, რომლის საწესდებო კაპიტალი ერთი მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

ამ ფაქტების ფონზე თურქეთის პრემიერ-მინისტრის თბილისური ვიზიტი ნიშანდობლივ შეფერილობებს იძენს: ჩინეთის ინტერესი საქართველოსადმი, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, თურქული ფაქტორითაც არის განპირობებული - კავკასია ჩინეთისათვის არა მხოლოდ ევროპაში გასასვლელ გზად ითვლება, არამედ ანკარის ცენტრალურაზიური ამბიციების შეჩერების ერთგვარ ბუფერადაც. ამ საკითხში ჩინეთის ბუნებრივ მოკავშირეებად საქართველო და სომხეთი არიან. იმ დროს, როცა თურქეთ-აზერბაიჯანს, თავიანთი ინვესტიციების წყალობით, მართლაც შეუძლიათ საქართველოზე გავლენის გაძლიერება, ამის შემხედვარე ჩინეთი აღარ უცდის დასავლეთის რეაგირებას და პირდაპირ მოქმედებს - თბილისთან ურთიერთობას აღრმავებს.

სომხეთი, როგორც ცნობილია, რუსეთის გავლენის ზონას წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სომხეთ-ჩინეთის კავშირების გაფართოების შესაძლებლობებს. სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, რუსეთი ასუსტებს თურქეთის გავლენას სომხეთზე, მეორე მხრივ, მოსკოვი თავისი სამხედრო ყოფნით სომხეთში ხელს უშლის ერევან-პეკინის ურთიერთობების განვითარებას. კრემლს სომხეთის ჩინური ინტერესების გაფართოება არც აწყობს, რადგან რუსეთი სომხეთს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ ფორპოსტად მიიჩნევს.

მოკლედ, აშკარაა სომხეთის დანაკარგები საქართველოს წარმატების ფონზე.


http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/55859


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა