logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru" (რუსეთი): ცხინვალში რუსი გენერლის ელჩად დანიშვნის გამო საქართველო განრისხებულია
"ng.ru" (რუსეთი): ცხინვალში რუსი გენერლის ელჩად დანიშვნის გამო საქართველო განრისხებულია
13:27 28.05.2017
„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი [ნაწილობრივ აღიარებულ] "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში" რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მყოფი ელბრუს კარგიევი პენსიაზე გავიდა. ცხინვალში მარატ კულახმეტოვის ელჩად დანიშვნას დიდი სიხარულით შეხვდნენ, რაც არ შეიძლება ითქვას თბილისზე“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

„ერთი შეხედვით, ამ ბანალურ საკადრო როტაციაში არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არა ერთი გარემოება: მარატ კულახმეტოვი 2008 წელს სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუს მშვიდობისმყოფელთა სამხედრო კონტინგენტს მეთაურობდა და რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასაც ამ სტატუსით შეხვდა. შემდეგ კი სამშვიდობო კონტინგენტი რუსეთის არმიამ შეცვალა“, - წერს ავტორი და იქვე მკითხველს „ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დაცვის შერეული ძალებისა“ და მისი სარდლობის ისტორიას აცნობს (თავდაპირველად სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი სვიატოსლავ ნაბზდოროვი იყო, რომელსაც ქართულ მხარესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომაც მის შეცვლას მარატ კულახმეტოვით თბილისი პოზიტიურად შეხვდა, თუმცა შემდგომ სიტუაცია მაინც რთულდებოდა. გენერალი მარატ კულახმეტოვი ობიექტური იყო: იგი სიტუაციის გამწვავებაში მხოლოდ ქართველებს კი არა, ოსებსაც ადანაშაულებდა, მაგრამ თბილისმა მისი მოქმედება მაინც ნეგატიურად შეაფასა - სამშვიდობო ძალები ოსების მხარეზე დადგნენო... მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ომის შემდეგ გენერალმა მარატ კულახმეტოვმა მუშაობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო - მრჩევლის სტატუსით.

„მარატ კულახმეტოვს სამხრეთ ოსეთში კარგად იცნობენ. მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული აგრესიის დროს იგი ცდილობდა, რომ სისხლისღვრა მინიმუმამდე დაეყვანა. მარატ კულახმეტოვმა კარგად იცის რესპუბლიკის რეალური სიტუაცია და მჯერა, ყველაფერს გააკეთებს რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისათვის“, - ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში სამხ.ოსეთის ყოფილი ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი.

რაც შეეხება საქართველოს რეაგირებას:

„ჩვენთვის ყოველგვარი დანიშვნა მიუღებელია, მით უმეტეს, რომ ელჩად ინიშნება ისეთი ადამიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი დადადსტურება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქაალქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა.

უფრო ემოციური რეაგირება მოახდინა გიორგი ხაინდრავამ, რომელიც 200402006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მარატ კულახმეტოვს ხშირად ეკონტაქტებოდა. „ეს აბსოლუტური აბსურდია! რა ელჩი, რის ელჩი... რომელ რუსეთის ელჩზეა საუბარი? რუსეთს სურს საქართველოზე გავლენის ბერკეტი ჰქონდეს და ეს გასაგებიცაა... რაც შეეხება გენერალ კულახმეტოვს... აბა, რა გითხრათ... რუსი გენერალი, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ელჩად დაინიშნა. იგი ის კაცია, რომელიც საომარი მოქმედებების დროს რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტს მეთაურობდა, რაზეა საუბარი? მის ადამიანურ თვისებებზე ვერაფერს გეტყვით. თვითონ ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ საით მიდის რუსეთი. ეს მუქარის პოლიტიკაა. ყველა ხვდება სიტუაციის აბსურდულობას, რადგან ეს პოლიტიკური კონიუნქტურაა“, - განუცხადა გიორგი ხაინდრავამ „ნეზავისიმაია გაზეტას“.


http://www.ng.ru/cis/2017-05-24/100_generalposol.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა