logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru"(რუსეთი): ქართული ქალაქები თვითმმართველობას კარგავენ; რეფორმა, რომელიც თანხების დაზოგვის მიზნით ხორციელდება, ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება
"ng.ru"(რუსეთი): ქართული ქალაქები თვითმმართველობას კარგავენ; რეფორმა, რომელიც თანხების დაზოგვის მიზნით ხორციელდება, ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება
15:01 26.05.2017
„საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს კონსტიტუციის რედაქციის პროექტი და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები, - ასეთი კომენტარი გააკეთა ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ. ვენეციის კომისიის ვერდიქტი ივნისში გამოქვეყნდება. ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილს კი მიმდინარე მოვლენების მიმართ სხვა თვალსაზრისი აქვს. განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს პროექტის ის დებულება, რომლის მიხედვით, საქართველოს შვიდ ქალაქს თვითმმართველობის სტატუსი ერთმევა“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ის ქალაქები, რომლებსაც, თუ კონსტიტუციის ამგვარი პროექტი მიღებული იქნება, ხელისუფლება თვითმმართველობით სტატუსს ჩამოართმევს: გორი, ახალციხე, ამბროლაური, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი. მთავრობა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი დაიზოგება, თანხები უფრო ეკონომიურად დაიხარჯება, ადმინისტრაციული ხარჯები 4 მილიონი ლარით შემცირდება, გამოთავისუფლებული ფული კი სხვა მიზნებს მოხმარდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ჩამოთვლილი ქალაქების საკრებულოებმა ცენტრის პოზიციას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ [2013-14 წლებში] თვითმმართველობის სისტემაზე გადასვლა საზიანო აღმოჩნდაო (ცენტრიდან ბიუჯეტი შეგვიმცირდა, ადმინისტრაციული ხარჯი კი გაგვეზარდაო).
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ოპოზიციამ და 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმები მკაცრად გააკრიტიკეს: „ეს საბჭოთა კავშირში უკან დაბრუნებას ნიშნავს. რეფორმა, რომელიც თანხების დაზოგვის მიზნით უნდა განხორციელდეს, პირიქით, ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება. ცენტრიდან რაიონების მართვა შეცდომების რისკს გაზრდის. საქარტველო დემოკრატიის ვექტორიდან გვერდზე უხვევს“, - უაპელაციოდ აცხადებენ ისინი და მიიჩნევენ, რომ ამ იდეის სულისჩამდგმელი საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.
საინტერესოა, რომ თავის დროზე „ქართული ოცნება“, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების გადაჭარბებულ ცენტრალიზაციაში ადანაშაულებდა, წინასაარცევნო დაპირება შეასრულა და ქალაქებსდ თვითმმართველობა მიანიჭა. ახლა კი „ქართულ ოცნებას“ თავისივე გადაწყვეტილება უკან მიაქვს. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, დემოკრატიული ვექტორიდან გადახვევის პროცესის შეჩერება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია, ადგილობრივი ორგანოების ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზით: ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ მოასწრებს საკანონმდებლო დონეზე თავისი ინიციატივის გაფორმებას, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი იმოწმებს ქართველი ექსპერტების - დიმიტრი ავალიანისა და გია ფაცურიას მოსაზრებას, რომელთა თანახმად, ქალაქებისთვის თვითმმართველობის სტატუსის გაუქმება ქვეყნისათვის წამგებიანი იქნება.
საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად იქცა. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ რეფორმამ შეიძლება მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ აშკარად იკვეთება პრეზიდენტისა და მთავრობის კონფრონტაცია: გიორგი მარგველაშვილს, პირველ რიგში, სრულიადაც არ მოსწონს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება, უშიშროების საბჭოს დაქვემდებარება მთავრობისადმი და სხვა მომენტები.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიცია მასზე ჯავრს იმით იყრის, რომ მის პირად პროექტს აკრიტიკებს: რამდენიმე ხნის წინ მილიარდერმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციაში საუკუნის ხნის ხეებით დენდროპარკის მოწყობა განიზრახა. ოლიგარქი „დღეგრძელ“ ხეებს მთელ საქართველოში აგროვებს და დენდროპარკში „ასახლებს“. ამ პროექტის რეალიზებით რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული. მოგებაში არიან ხეების პატრონებიც - მათ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვან თანხას უხდის. ალბათ, „ახალსახლობა“ „დღეგრძელებისთვისაც“ კარგია - ისინი დენდროპარკში ბოტანიკოსების ყურადღების ქვეშ იქნებიან. პროექტს მინუსიც აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ უზარმაზარი ხეების ტრანსპორტირება ბევრ პრობლემას იწვევს - ხან ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნაა საჭირო, ხან გზებზე მოძრაობის შეჩერება... ოპოზიცია ამ პროექტზე ბოროტად ხუმრობს, დასცინის, აქციებს აწყობს, საუბრობს გარემოსადმი მიყენებულ ზიანზე, ბიძინა ივანიშვილის ამორალურ კაპრიზებზე, „საწყალი საქართველოს“ ბედზე და ა.შ. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები საეჭვოა, მაგრამ, მეორე მხრივ, კანონზომიერი: პოლიტიკური შეხლა-შემოხლა მწვავდება და ასეთ დროს თითქმის არსად და არავინ არანაირი წესებს არ იცავს.


http://www.ng.ru/cis/2017-05-26/5_6996_georgia.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა