logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: უკრაინას რომ კახა ბენდუქიძისთვის მოესმინა, დღეს მას 10-12%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა
ინტერვიუ ანდრეი ილარიონოვთან: უკრაინას რომ კახა ბენდუქიძისთვის მოესმინა, დღეს მას 10-12%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა
11:57 23.05.2017
უკრაინის ტელეკომპანიის «112 Украiна»-ს პროგრამა „გორდონ“-ში ისაუბრა ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ანდრეი ილარიონოვმა. პროგრამის წამყვანი იყო ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენში აღტაცებას იწვევენ?

- არიან რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერები, რომლებიც ჩემში აღტაცებას იწვევენ, მაგრამ ისისნი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ლიდერებს არ წარმოადგენენ. მაგალითად, ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ადრეც არაერთხელ ყოფილა ისრაელის მთავრობის პრემიერ-მინისტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოჩენილი პიროვნებაა, რომელმაც მიიღო დაჭაობებული საქართველო და ის განვითარებულ ქვეყნად გადააქცია, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა, ცხადია, ეს ყველაფერი გააკეთა კახა ბენდუქიძისა და ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით, თანაც ჩრდილოელ სახელმწიფოსთან დაპირისპირებისა და ომის პირობებში. საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 12%-ით იზრდებოდა. კახა ბენდუქიძის რჩევა-წინადადებები უკრაინას 2014 წლის მარტში რომ მიეღო, როცა იგი კიევს ეწვია და ეკონომიკურ სამიტზე გამოვიდა, მაშინ თქვენ სამწლიანი ეკონომიკური კატასტროფის ნაცვლად იგივე 10-12%-იანი ზრდა გექნებოდათ.

- რას ვიზამთ... ჩვენ ხომ გენიოსებს არ ვუსმენთ... ჩვენ ხომ უფრო მეტ პატივს ვცემთ სულელებს, რომლებიც ეკონომიკას ძარცვავენ...

- ჰოდა, შედეგებიც ისეთი გაქვთ... არის ბევრი გამოჩენილი ადამიანი პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების სფეროებში. ისინი უნდა შეამჩნიო და მათი რჩევებით ისარგებლო.

- ვლადიმირ პუტინზე რას იტყვით?

- ვლადიმირ პუტინი ჭკვიანი ადამიანია. რუსეთის პრეზიდენტს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობას, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ. მას მოსმენის უნარი აქვს. იგი მზადაა ესაუბროს და მოუსმინოს სხვადასხვანაირ ადამიანებს. აქ, უკრაინაში, პოლიტიკოსები უბრალოდ ვერ იტანენ ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობას - იმ ადამიანებთან, რომლებიც ძლიერები არიან რაღაც დარგებში. თქვენი პოლიტიკოსები „ავად ხდებიან“, როცა ასეთ მცოდნე პიროვნებებს ხედავენ და მათთან შეხვედრას გაურბიან, მათ სამსახურში არ იღებენ და ა.შ. აი, ვლადიმირ პუტინს კი ჭკვიან, ტალანტიურ, მცოდნე და უნარიან ადამიანებთან შეხვედრისა არ ეშინია.

- ვლადიმირ პუტინს სჯერა, რომ მას რაღაც განსაკუთრებული მისია აქვს დაკისრებული?

- არც უმაგისობაა. ყოველ შემთხვევაში, იგი დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ცალკე აღებული არც ბელორუსი, არც უკრაინელი ხალხი და რომ ისინი ყველა „რუსული სამყაროს“ ან მართლმადიდებლობის ლოზუნგებით უნდა იყონ გაერთიანებულნი რუსული სახელმწიფოს სახურავქვეშ. ვლადიმირ პუტინი იმ ადამიანებმა დაარწმუნეს, რომლებიც ამ საკითხზე ბევრს უყვებოდნენ და მანაც რაღაც მომენტში დაიჯერა. ეს კატასტროფული შეცდომაა უპირველესად ჩვენი ხალხებისათვის.

https://112.ua/interview/rossiya-na-radare-amerikanskoy-politiki-zanimaet-ochen-skromnoe-mesto-391238.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა