თურქული გამოცემა «Daily Sabah»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხს,
ამ პროექტის მნიშვნელობას და მის პერსპექტივას. პუბლიკაციაში გამოყენებულია თურქეთის ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ახმეტ არსლანის პრეს-კონფერენციის დროს გაჟღერებული განცხადებები.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის მოკლე შინაარსს:
ახმეტ არსლანმა ვრცლად ისაუბრა რკინიგზის მშენებლობის მნიშვნელობაზე თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანისათვის, განსაკუთრებით ვაჭრობა-ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. ამ რკინიგზას შეუძლია შეამციროს ტვირთების მოძრაობის დრო აზიიდან ევროპისაკენ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა „დასავლეთ-აღმოსავლეთის“ ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს (ტვირთები ევროპიდან თურქეთში, მარმარაში, შემდეგ ყარსში, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, ბაქოდან კასპიის ზღვაზე ბორანით ყაზახეთის ნავსადგურ აქტაუში და იქიდან ჩინეთში). როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინათ ამ პროექტში შესაძლოა ირანიც ჩაერთოს. გარდა ამისა, მომგებიანი იქნება მგზავრებისთვისაც. როგორც ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინათ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „აბრეშუმის გზის“ პროექტის ახალი მარშრუტები განიხილეს. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ყახაზეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით.
https://www.dailysabah.com/business/2017/05/23/baku-tbilisi-kars-railway-to-be-operational-by-end-of-june

















