logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Frankfurter Allgemeine Zeitung»(გერმანია): ქართველი მედიკოსების კვლევებს შეუძლიათ მსოფლიო მედიცინას უდიდესი სარგებლობა მოუტანონ; პენიცილინის შექმნამდე ოცი წლით ადრე, მათ უკვე ჰქონდათ ბევრი სასიკვდილო დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები
«Frankfurter Allgemeine Zeitung»(გერმანია): ქართველი მედიკოსების კვლევებს შეუძლიათ მსოფლიო მედიცინას უდიდესი სარგებლობა მოუტანონ; პენიცილინის შექმნამდე ოცი წლით ადრე, მათ უკვე ჰქონდათ ბევრი სასიკვდილო დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატები
12:12 22.05.2017
გერმანულ გამოცემა «Frankfurter Allgemeine Zeitung»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია თბილისის ვირუსოლოგია-ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის შექმნის ისტორია, მისი საქმიანობა საბჭოთა პერიოდში და თანამედროვე ეპოქაში: ინსტიტუტის მიღწევები და ამოცანები, ქართველ მეცნიერთა კვლევების მნიშვნელობა და როლი მსოფლიო მედიცინისათვის (ავტორი - სებასტიან ფრანცი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ვრცელი სტატიის მოკლე შინაარსს:
--------
გიორგი ელიავას სახელობის თბილისის ბაქტერიოფაგების ინსტიტუტის შენობა, თავისი საბჭოური კლასიკური არქიტექტურის ფასადით აშკარად გამოირჩევა სხვა ირგვლივ არსებული ნაგებობებისაგან. შენობაში შესვლისას ერთგვარი სიცივე იგრძნობა, აქ 1990-იან წლებამდე დიდი პანო იყო მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის პორტრეტებით, რომლებიც მკაცრად იმზირებოდნენ. სლავური კირილიცით დაწერილი ტექსტები საბჭოურ ეპოქას მოგვაგონებს, როცა ინსტიტუტი მოსკოვისაგან დიდ ფულს იღებდა სამეცნიერო კვლევებისათვის... თუმცა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ინსტიტუტში დრო გაჩერდაო, ძალიან სცდება: აქ, ამ შენობაში ვირუსთა უნიკალური ბანკი ინახება, თითქმის 100 წლის ისტორიის მქონე მიკროორგანიზმები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა კავშირის დაშლა გადაიტანეს და რომლებიც მომსწრენი არიან საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებისა, როცა ინსტიტუტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და ხშირად არც ავარიული გენერატორიც არ მუშაობდა. მათ გაუძლეს პოლიტიკური სისტემის შეცვლას... დღეს კი ქართველი მედიკოსების ოთხი თაობის კვლევის შედეგებს შეუძლიათ უდიდესი სარგებლობა მოუტანონ როგორც სამშობლოს, ასევე მსოფლიო მედიცინას მომავალში.
1921 წელს, როცა ახალგაზრდა ქართველი მიკრობიოლოგი გიორგი ელიავა პარიზიდან სამშობლოში დაბრუნდა, მან თბილისში მიკროსკოპული, მაგრამ მნიშვნელობით უდიდესი რამ ჩამოიტანა - ბაქტერიოფაგები. მცირე ხნის შემდეგ კი, პენიცილინის შექმნამდე ოცი წლით ადრე, საქართველოში უკვე ჰქონდათ ბევრი სასიკვდილო დაავადების - ფილტვების ანთების, სისხლის მოწამვლის და ციმბირის წყლულის წინააღმდეგ მოქმედი საშუალებები. ყველაფერი კი ფაგების დამსახურება იყო. საბჭოთა პერიოდში ბაქტერიოლოგიამ და ვირუსოლოგიამ თავის აყვავებას მიაღწია, რაც მოსახლეობისათვის სასიკეთოდ მოქმედებდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ლაზარეთებში პენიცილინსაც იყენებდნენ, მაგრამ რადგანაც ეს პრეპარატი ძირითადად უცხოეთიდან შემოდიოდა, ბაქტერიოლოგიური ინფექციების მკურნალობის დროს უმეტესად მაინც ფაგებს იყენებდნენ. მათი უპირატესობა ისიცაა, რომ როცა სტანდარტულ წამალს შედეგი არ მოაქვს, მაშინ საქმეში ფაგები ერევიან.
რასაკვირველია, ბაქტერიოფაგებზე მუშაობას და საერთოდ, ვირუსების კვლევას დიდი დრო და სახსრები ჭირდება. პრობლემები გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაგრამ ინსტიტუტი გადარჩა. მას დღეს მსოფლიოს პროფილურ დაწესებულებებთან მჭიდრო კავშირები აქვს და დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს.
„მე ამ დარგის პიონერის შვილი ვარ“, - ამბობს პროფესორი ინგა გიორგაძე, 77 წლის ქალბატონი, ცნობილი ქართველი ვირუსოლოგი. იგი მამის, ირაკლი გიორგაძის კვალს გაჰყვა, რომელიც დიდი გიორგი ელიავას მოსწავლე იყო და 1959 წლამდე ინსტიტუტის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. ინგა გიორგაძე დღეს ინსტიტუტის დირექტორია და თავისი საქმიანობიდან მრავალ შემთხვევას იხსენებს: „დასავლეთში ჩვენი კვლევის შედეგებს დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებენ, მათი ეფექტურობის დადასტურების მიზნით, ეს გასაგებია, მაგრამ როცა პაციენტს სასწრაფო მკურნალობა ჭირდება, მაშინ ძვირადღირებულ ექსპერიმენტებზე დრო აღარ რჩება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენი მკურნალობის ეფექტურობაში. ამას წინათ გერმანიიდან სამკურნალოდ ერთი კაცი ჩამოვიყვანეთ, მუცელში მიყენებული ჭრილობით. ჰაიდელბერგში მისთვის მთელი კუნთოვანი ქსოვილის ამოჭრა უნდოდათ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ამ კაცს ჩვენ ვუმკურნალებთ-მეთქი. გერმანელებმა არ დაიჯერეს, მაგრამ როცა ორი კვირის შემდეგ იგი საღ-სალამათი დავაბრუნეთ, ჩვენი გერმანელი კოლეგები გაკვირვებისაგან კინაღამ წაიქცნენ“.

http://www.faz.net/aktuell/feuilleton/debatten/georgische-phagen-als-antibiotika-ersatz-15014341.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა