logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«2000» (უკრაინა): სააკაშვილის რეფორმების შედეგად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება თითქმის 30-80%-ით შემცირდა
«2000» (უკრაინა): სააკაშვილის რეფორმების შედეგად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება თითქმის 30-80%-ით შემცირდა
12:04 22.05.2017
უკრაინულ გამოცემა «2000»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში, გადმოცემულია ცენტრალური და აღმ.ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს გამოცდილება, რომელიც შედარებულია უკრაინასთან და საქართველოსთან (ავტორი - ალექსანდრე ფიდელი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
---------
ევრომაიდნის ერთ-ერთი ინიციატორი, ვერხოვნა რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი ემოციურად გამოეხმაურა „აგრესორ“ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზოგიერთ სანქციას, მათ შორის რუსული კომპანია 1С-ის მიერ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების აკრძალვას უკრაინის ტერიტორიაზე. „მე არ მესმის, რატომ აიკრძალა ასე უცებ 1С? ამით ხომ ჩვენი ბიზნესის 80% სარგებლობს? ვინმე დაფიქრდა ამ ნაბიჯის შედეგებზე? ეს ხომ საკუთარი ხალხის ფეხებზე დაკიდებაა? საქმე ეხება ეკონომიკას, მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ), ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს - მცირე და საშუალო ბიზნესს...“, - აცხადებს დეპუტატი. მუსტაფა ნაიემის გაცხარება გასაგებია: მას მიაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია, ხოლო ქვეყნის წარმატების საიდუმლო ამ სეგმენტის განვითარების ხელშეწყობაში სახელმწიფოს მხრიდან... და თუ ასე გავაკეთებთ, ათიოდე წლის შემდეგ სინგაპურელები, ძლიერი უკრაინის შემყურე, შურით გასკდებიან.
კი, განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის წილზე მშპ-ის 70-80% მოდის, მაგალითისათვის ასახლებენ აზიაში ჩინეთს, ევროკავშირში - პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, მაგრამ გააჩნია, ვინ როგორ განავითარებს ამ სფეროს. იგივე ევროკავშირის წევრები ბულგარეთი და რუმინეთი დიდად არ განსხვავდებიან მაიდნამდელი უკრაინის მშპ- მოცულობისაგან. მაგრამ რატომ ვივიწყებთ მსხვილ ბიზნესს? განა თვითმფრინავებს, ავტომობილებს, გემებს მცირე და საშუალო ბიზნესი აწარმოებს? სწორედ მსხვილი ბიზნესია ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი.
ის, რომ საკუთრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისათვის „აყვავების მომტანი“ არაა, ეს საქართველოს ფართოდ რეკლამირებულმა გამოცდილებამაც მკაფიოდ დაადასტურა. კი, იქ მართლაც შექმნეს ბიზნესის დაწყება-განვითარებისასთვის საჩვენებელი, იდეალური პირობები, მაგრამ როგორია შედეგი? განა საქართველოში უმუშევრობა შემცირდა? ოფიციალურად, საქართველოს ქალაქებში უმუშევრობის დონე 30%-ს აღწევს. სოფლებში შექმნილ ვითარებასა და შესაბამისად, იქ მცხოვრებთა შემოსავლების მდგომარეობას (არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 56% სწორედ სოფლის მოსახლეობაა) კი ის მოწმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი რეფორმების შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ნატურალური ანგარიშით, სხვადასხვა პოზიციებში თითქმის 30-80%-ით შემცირდა.
რატომ არ ცდილობს ხალხი გაიოლებული გზით ბიზნესის დაწყებას? რატომ არ შეიმჩნევა საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიების შექმნის ბუმი? იქ ხომ მეწარმეობის განვითარებისათვის იდეალური პირობებია შექმნილი! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს მთავარი - გადახდისუნარიანობა. და ის ვერც იქნება ისეთ ქვეყანაში, სადაც იმპორტის მოცულობა ექსპორტს სამჯერ აღემატება. მაშველი რგოლის როლს მხოლოდ ტრანზიტით მიღებული შემოსავლები და გასტარბაიტერთა ფულადი გადმორიცხვები ასრულებს (ძირითადად რუსეთიდან).
2016 წლის აგვისტოში მსოფლიო ბანკმა სხვადასხვა სახელმწიფოების (პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ჩათვლით) 25-წლიანი მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკის კვლევა წარმოადგინა. „წარმატებული“ საქართველო სიაში ბოლოდან მესამე ადგილზე აღმოჩნდა, მან გადაუსწრო მხოლოდ მოლდოვას და ჩვენს უკრაინას, რომელიც მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში მშპ-ის ზრდაში ზოგადად მხოლოდ უარყოფითი შედეგი აჩვენა“.

http://www.2000.ua/blogi/avtorskie-kolonki_blogi/bez-lokomotiva-sostav-ne-poedet.htm

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა