logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Nowa Europa Wschodnia» (პოლონეთი): ბრძოლა არაღიარებული სახელმწიფოებისათვის
«Nowa Europa Wschodnia» (პოლონეთი): ბრძოლა არაღიარებული სახელმწიფოებისათვის
11:07 17.05.2017
„აფხაზეთში ამას წინათ ჩატარებული "საპარლამენტო არჩევნების", ხოლო სამხრეთ ოსეთში - "საპრეზიდენტო არჩევნებისა" და სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ დასავლურმა საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ადრე გაკეთებულ განცხადებებს, რომ სოხუმი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიანო და მოსკოვისადმი მოწოდებას - 2008 წლის შეთანხმების პირობებს ნუ არღვევო, დღეისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი დაემატა, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული შედეგი იქნეს მიღწეული ქართული მიწების გაერთიანების საქმეში“, - ნათქვამია პოლონურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ვოიცეხ ვოიტასოვიჩი).
პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები, სოხუმისა და ცხინვალის ურთიერთობა მოსკოვთან, ეთნიკურ ქართველთა სტატუსი აფხაზეთში (გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის პრობლემა) და ა.შ. ავტორის აზრით, კრემლი სოხუმს და ცხინვალს კვლავ „მფარველობს“ და სხვადასხვა ხელშეკრულებების გაფორმებით მათთან კავშირებს აძლიერებს, თუმცაღა ენთუზიაზმის გარეშე ეკიდება სამხრეთ ოსეთის რუსეთისადმი მიერთების იდეას („მოსკოვი ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ღებულობს“).
ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსადმი დასავლეთის მიერ გამოჩენილ მხარდაჭერაზე, კერძოდ, აპრილის მეორე ნახევარში ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისატრების მოადგილეების სხდომაზე ორგანიზაციის გენმდივანმა ტუბიორნ იანგლადმა წარადგინა ვრცელი მოხსენება საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ. მის დასკვნაში მტკიცედაა დაფიქსირებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მხარს უჭერს ვაშინგტონიც“, - ხაზს უსვამს ავტორი და მკითხველს აცნობს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ [და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ] ცნობილ გადაწყვეტილებას (კანონს), რომელიც ადმინისტრაციას უკრძალავს იმ ქვეყნებისადმი ფინანსურ დახმარებას, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად აღიარებს. გარდა ამისა, პუბლიკაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველო-აშშ-ის მოლაპარაკების მნიშვნელობას, რომელიც რვა მაისს ვაშინგტონში გაიმართა (პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა რექს ტილერსონთან და დონალდ ტრამპთან) და რომლის დროსაც შეერთებულმა შტატებმა კვლავ მტკიცედ გამოხატა თბილისისადმი მხარდაჭერა.
„მართალია, ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობისა და აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას კარდინალურად არ ცვლიან, მაგრამ იმავდროულად, ეს არის მკვეთრი სიგნალი მოსკოვისათვის. ეს ნაბიჯები მოწმობს იმა, რომ დასავლური საზოგადოება არ შერიგებია საქართველოს ნაწილების ოკუპაციას რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ შემცირდა, ამ ფონზე ქართულმა დიპლომატიამ მაინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. იმას, რასაც დასავლეთი და განსაკუთრებით ვაშინგტონი აკეთებს საქართველოსთვის, სამომავლოდ საგრძნობი პოზიტივის მოტანა შეუძლია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების საქმეში“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.



http://www.new.org.pl/5510-walka-o-parapanstwa

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა