logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Daily Sabah» (თურქეთი): თბილისი-საოცრად ჯადოსნური ადგილი ჩვენთან ახლოს
«Daily Sabah» (თურქეთი): თბილისი-საოცრად ჯადოსნური ადგილი ჩვენთან ახლოს
12:54 16.05.2017
თურქულ გამოცემა «Daily Sabah»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში ჟურნალისტის ყოფნის შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით კი თბილისის დათვალიერების შედეგად (ავტორი - ერნსტ ფაიფერი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
თბილისის ევროპის ტურისტულ ტოპ-ათეულში მიმდინარე წელს გამოჩნდა, მანამდე კი საქართველო და მისი დედაქალაქი „ევროპულ საიდუმლოებებს“ მიეკუთვნებოდა. ამჟამად ეს მარშრუტი ერთ-ერთ პოპულარულია. თბილისი საოცარი და ჯადოსნური ქალაქია, სადაც შეგიძლიათ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის გვერდით სუპერთანამედროვე შენობებს ნახავთ. თბილისი იმპერიათა გზაჯვარედინზე მდებარეობდა - ქალაქს ბევრი რამ უნახავს, დაწყებული რომალებიდან, ოსმალებიდან და სპარსელებიდან, დამთავრებული რუსებით და საბჭოელებით. ქართველებს ძალიან უყვართ და მოსწონთ თავიანთი ხელოვნება და არქიტექტურა, ქართულ ეროვნულ ვალუტაზე ბევრი მწერალია გამოსახული, ქართველები ასევე ამაყობენ უძველესი ანბანითაც.
სტამბოლიდან თბილისში იაფად გამგზავრება ვისაც სურს, მან „პეგასის“ ბიუჯეტური ავიაკომპანიის თვითმფრინავებით უნდა ისარგებლოს, ან „თურქეთის ავიახაზებით“. ასევე შეიძლება საერთაშორისო ავტობუსით მგზავრობაც (ღირებულება - 40 დოლარი), რომლებიც სტამბოლიდან ყოველდღიურად გადიან საქართველოს მიმართულებით. მგზავრობას 17 საათი ჭირდება.
საქართველოში რომ ჩახვალთ, მიესალმეთ - „გამარჯობა!“. მესაზღვრე პოლიციელები ღიმილით შეგხვდებიან. აეროპორტიდან ქალაქამდე ტაქსის სტანდარტული ფასი 50 ლარია, თუმცა შეგიძლიათ ღირებულება თანამგზავრებთან ერთად გაინაწილოთ, არ დაზარალდებით. თბილისში გირჩევთ სასტუმრო//გალერეა „ფაბრიკაში“ იცხოვროთ. ამ შენობაში ადრე, საბჭოთა პერიოდში სამკერვალო საწარმო მუშაობდა, „ფაბრიკაც“ ამიტომ უწოდეს. აქ ნახავთ სურათების გამოფენას, ტანსაცმლის ნიმუშებს, ღამ-ღამობით კონცერტებიც იმართება, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოს, კვების ობიექტებს. აღწერილია რესტორანი „რაჭა“: „რაც კი აქ მივირთვით, ძალიან გემრიელი იყო, განსაკუთრებით მწვადი. ირგვლივ ყველა ქეიფობდა. მეზობელ მაგიდაზე ჩვენი სადღეგრძელო შესვეს... ამბობენ, რომ საუკეთესო ხინკალს რესტორან „ფასანაურში“ ამზადებენო“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ხინკლის ჭამის წესს უხსნის: „ქართული ხინკალი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტ“.
„თბილისში ჩასული ტურისტი, ისტორიული ნაწილის დათვალიერებისას პირველ რიგში მწვანე მთაზე აღმართულ გიგანტურ ციხე-სიმაგრეს დაინახავს. ეს ნარიყალაა. შეგიძლიათ ახვიდეთ ავტომანქანით ან საბაგირო გზით, რომელიც რამდენიმე წლის წინ ააგეს. ნარიყალასთან ახლოს დგას „ქართვლის დედის“ გიგანტური ქანდაკება, რომელსაც მოყვრისთვის ხელში ღვინის თასი უჭირავს, მტრისთვის კი მახვილი. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა მთაწმინდა, სადაც გართობა-დასვენების პარკია მოწყობილი. მთაწმინდიდან თბილისის საოცარი ხედი იშლება“.
თბილისი ძველ უბნების დათვალიერებისას აუცილებლად ნახეთ აბანოთუბანი. მართალია, ლიგვისტურად „აბანოთუბანს“ და „თბილისს“ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ამ ორ სახელწოდებას ერთი რამ მაინც აერთიანებთ: აბანოთუბანში აბანოებია, რომლებშიც ბუნებრივი გოგირდის შემცველი თბილი წყალი მოედინება. ამბობენ, თბილისს სახელი სწორედ ამ წყალის გამო დაერქვაო. ძველ უბნებში აშკარად შეამჩნევთ ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველ ფაქტებს. აქ ბევრი ძველი ლამაზი შენობაა. თბილისი, ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოსთან ერთად, მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქალაქებს მიეკუთვნება, სადაც შეგიძლიათ ერთ ქუჩაზეც კი ნახოთ სხვადასხვა რელიგიის თაყვანისმცემელთა ისტორიული საკულტო შენობები: აქ არის ქრისტიანული სიონის ტაძარი და წმინდა ნინოს ეკლესია, ებრაული სინაგოგა და მაჰმადიანური მეჩეთი-ჯუმა.

ავტორი მკითხველებს ურჩევს, რომ თბილისში ყოფნისას ეწვიონ 9 აპრილის ბაღის ახლოს, „მშრალ ხიდთან“ მდებარე ბაზარს, სადაც შეუძლიათ ბევრი საბჭოური არტეფაქტები და ატრიბუტიკა შეიძინონ. „ქეიფის მეორე თუ მესამე დღეს შეგიძლიათ ქალაქგარეთაც გახვიდეთ. ამ შემთხვერვაში ორი ვარიანტი გაქვთ: მცხეთა და „ქართლის ცხოვრება“.
მცხეთა საქართველოს ისტორიული დედაქალაქია. აქ 1700 წლის წინათ პირველი ქრისტიანული ტაძარი სვეტიცხოველი ააგეს, რომელთანაც უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული. ლეგენდებითაა მოსილი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაც, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანობის აღიარება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო: ქართველები იმიტომ გაქრისტიანდნენ, რომ გვიანდელ რომის იმპერიაში დამცველს ხედავდნენ, სპარსელებთან დაპირისპირებაში. მოკლედ, მცხეთაში დიდუბიდან უნდა გაემგზავროთ. სვეტიცხოველი შესანიშნავი ტაძარია, მისი მონუმენტური ხედი გზიდანაც მოჩანს. აქ შაბათობით დამატკბობელ და სიმშვიდის მომგვრელ ქართულ საეკლესიო გალობას მოისმენთ. ჯვრის მონასტრიდან კი თუ მცხეთას გადმოხედავთ, ფრთხილად იყავით, რომ განცვიფრებისაგან ყბა არ ჩამოგივარდეთ“.
რაც შეეხება „ქართლის ცხოვრებას“, ეს მონუმენტი 2000-იანი წლების დასაწყისში აიგო ქვეყნის ეროვნული თვითშეგნების, იდენტურობის აღსანიშნავად. როგორც ამბობენ, უზარმაზარ ლოდებზე საქართველოს ისტორიის ეტაპებია ასახული. მას სხვაგვარად ქართულ „სტოუნჰეჯსაც“ უწოდებენ. მდებარეობს თბილისის ზღვაზე, - წერს ავტორი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა