აზერბაიჯანულ გამოცემა "Каспiй"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში იური ლუჟკოვის ყოფნის ფაქტი
და მასთან დაკავშირებული მოვლენები - ქართველი ოფიციალური პირების განცხადებები, საზოგადოების რეაქცია და პოლიტოლოგთა კომენტარები (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოში ტურისტული მიზნებით მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ყოფნამ ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ - მოსკოვის ექს-მერი ბევრჯერაა ნამყოფი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თანაც საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რაც, კანონის თანახმად, სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. იური ლუჟკოვის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში გასულ კვირას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ დასვა, რომელმაც ხელისუფლება და მმართველი პარტია „მოსკოვის წინაშე მონურ მორჩილების გამოვლენაში“ დაადანაშაულა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული სკანდალის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი „შავ სიაში“, ანუ იმ პირების ჩამონათვალში შეეტანა, რომლებსაც საქართველოში შესვლა და ყოფნა აკრძალული აქვთ, - აღნიშნულია სტატიაში. იქვე ავტორი მკითხველს იური ლუჟკოვის რეაქციასაც აცნობს: „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არაგონივრული და გაუგებარია“.
პუბლიკაციაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია მოსკოვის ექს-მერის განცხადება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ეხება: „ვფიქრობ, საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ის ამ რეგიონებისაგან გათავისუფლდება“. გასაკვირი არაა, რომ იური ლუჟკოვის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ქართულმა საზოგადოებამ შეურაცხყოფად აღიქვა. ხელისუფლებამ სიტუაცია ისე წარმოადგინა, თითქოსდა არავინ არაფერი იცოდა ექს-მერის საქართველოში შესვლაზე. არადა, როგორ შეიძლებოდა დღემდე „შავ სიაში“ არ ყოფილიყო შეტანილი მოსკოვის ექს-მერი, ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც არაერთხელ იყო შემჩნეული ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევაში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ყოფნით? საქართველოს პოლიციამ განმარტა, რომ ბოლო დროს იური ლუჟკოვი აფხაზეთში 2010 წელს იყო, სამხრეთ ოსეთში კი 2009 წელს და რადგანაც ამ დარღვევაზე „ხანდაზმულობის ვადა“, კანონის მიხედვით, 6 წელია, მას პასუხი აღარ მოეთხოვებაო. რა „ხანდაზმულობაზე“ საუბრობს საქართველოს ოფიციალური უწყება მაშინ, როცა იური ლუჟკოვი ადმინისტრაციულად კი არა, სისხლის სამართლებრიად უნდა დაისაჯოს? საკვირველია, განა ქართველი მესაზღვრე ოფიცრები საქმის კურსში არ იყვნენ, რომ ეს კაცი არაერთხელ იყო ოკუპირებულ რეგიონებში?
http://www.kaspiy.az/news.php?id=60454#.WRlIa4q1vs0

















