logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«La Prensa» (ნიკარაგუა): „ჩექმების დიპლომატიის“ (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება) გამო ფასის გადახდა მოგვიწევს
«La Prensa» (ნიკარაგუა): „ჩექმების დიპლომატიის“ (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება) გამო ფასის გადახდა მოგვიწევს
12:18 15.05.2017
ნიკარაგუის გამოცემა «La Prensa», მათი ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას ამჯერად უკვე სარედაქციო სტატიით ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:

ნიკარაგუის ეროვნული კრების (პარლამენტის) სახელისუფლებო უმრავლესობის დეპუტატმა, საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ ხასინტო სუარესმა «La Prensa»-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ „ნიკარაგუის მთავრობის სუვერენული უფლებაა, რომელსაც ჩათვლის დამოუკიდებლად, ის სახელმწიფო აღიაროსო“. „მე არ მესმის, რატომ უნდა შევეკითხოთ სხვებს, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ“, - თქვა დანიელ ორტეგას მხარდამჭერმა ჩინოვნიკმა, რომელიც 1980-იან წლებში სანდინისტების ელჩი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ხასინტო სუარესს მხედველობაში აქვს დანიელ ორტეგას რეჟიმის მიერ საქართველოსაგან რუსეთის წაქეზებით და მხარდაჭერით გამოყოფილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ორივე რეგიონი მსოფლიო იზოლაციაშია მოქცეული, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ (მიკრონეზიის კუნძული წყნარ ოკეანეში, 21 კვ.კმ. ფართობით და 2130 მოსახლეობით).

დანიელ ორტეგას რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება 2008 წელს მოხდა. ამ ფაქტმა იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის გაკვირვება გამოიწვია, თუმცა რეალური ნეგატიური შედეგი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებუილმა შტატებმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ამღიარებელი ქვეყნების დასჯა გადაწყვიტა.

ხუთ მაისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სენატისა და წარმომადგენლობათა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს - აშშ-ის 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონს, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოფიციალურად თვლის „საქართველოს ტერიტორიებად, რუსეთის მიერ ოკუპირებულს“. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს მის შემადგენელ ნაწილებად არ თვლიან.

საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო. მას შემდეგ საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ინტეგრირებისაკენ მიისწრაფვის. საქართველოს [პროდასავლურმა კურსმა] რუსეთის ხელისუფლების განრისხება გამოიწვია, რომელიც თვლის, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს მიეკუთვნებიან. რუსეთმა საქართველო დასავლეთთან დაახლოების გამო დასაჯა: მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. იგივე გააკეთა რუსეთმა უკრაინის მიმართაც - მას ყირიმი წაართვა და ამით სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები დააშინა.

დეპუტატი ხასინტო სუარესი მართალია, როცა ამბობს, რომ ნიკარაგუის მთავრობის სუვერენული უფლებაა სურვილისამებრ აღიაროს ამა თუ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მაგრამ მას ავიწყდება, რომ არ შეიძლება ამ უფლების გამოყენება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით.

თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველი სახელმწიფო და მთავრობამ ისეთი პრაქტიკული პოლიტიკა გაატაროს და ისეთი დიპლომატია განახორციელოს, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს უნივერსალურ ფასეულობებს - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტსა და სახალხო სუვერენიტეტს. ასეთი პოლიტიკა მმართველთა კაპრიზებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის, ვინც მხარს უჭერს „ჩექმების დიპლომატიას“, ისიც უნდა იცოდეს, რომ თავისი მოქმედების გამო ფასის გადახდაც მოუწევს.


http://www.laprensa.com.ni/2017/05/12/editorial/2227993-diplomacia-con-botas


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა