logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«24tv» (უკრაინა): რატომ უნდა აიღოს უკრაინამ მაგალითი საქართველოსაგან ეკონომიკის სფეროში
«24tv» (უკრაინა): რატომ უნდა აიღოს უკრაინამ მაგალითი საქართველოსაგან ეკონომიკის სფეროში
11:57 15.05.2017
უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ კრემლის აგრესიის შედეგი არ არის. საქართველოში მსგავს სიტუაციაში, რუსეთთან ომის დროს, ეკონომიკა აყვავების პერიოდში იყო, - ასე განაცხადა ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა, რუსეთის პრეზიდენტის ექს-მრჩეველმა, ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრეი ილარიონოვმა კიევის „მომავლის ინსტიტუტში“ წაკითხული მოხსენების დროს (თემა „უკრაინის ეკონომიკური კატასტროდა 2013-2016 წლებში“).

ანდრეი ილარიონოვმა უკრაინის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ეროვნული ბანკი დაადანაშაულა, მისი ხელმძღვანელის - ვალერია გონტარევას სახით. მისი თქმით, უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ სავალუტო ოპერაციების ხისტი რეგულირების პოლიტიკაას ახორციელებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა, მოხდა მისი იზოლირება გარესამყაროსაგან. ანდრეი ილარიონოვმა აღნიშნა, რომ ვალერია გონტარევას უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად, უკრაინის საგარე ვალებმა „კრიტიკულს იქით“ დონეს გადააჭარბა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 90%-ზე მეტს და თუ ეკონომიკა ოდესმე ზრდას დაიწყებს, რესურსები საგარეო ვალების მომსახურებას დაჭირდება და არა სახელმწიფო და სოციალური პროექტების რეალიზებას. ანდრეი ილარიონოვმა ისეთი ქვეყნების თვალსაჩინო მაგალითად, სადაც ეკონომიკა სამხედრო მოქმედებების დროსაც კი მატულობს და ვითარდება, საქართველო დაასახელა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინა თავის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ითვლება, რომ ყოველივე ამის მიზეზს რუსეთის მიერ უშუალოდ განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენს. მართლაც, კრემლის „ღია“ აგრესიის პიკი 2014 წელზე მოდის, მაგრამ ყველაფერს საგარეო ფაქტორს ნუ დავაბრალებთ... მსგავსი სიტუაციებში სხვაგვარი მიდგომაც არსებობს. შევადაროთ ორი ქვეყანა ერთმანეთს, რომლებიც ერთი და იმავე აგრესორის მსხვერპლი გახდნენ - საქართველო და უკრაინა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ საქართველო მოსახლეობა 10-ჯერ მცირეა, უკრაინასთან შედარებით, ხოლო ეკონომიკის მოცულობით 15-ჯერ ნაკლები. საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 35%-ით მცირეა, ვიდრე უკრაინაში. საქართველო, უკრაინასთან შედარებით, უფრო ნაკლებადაა გაზიფიცირებული. საქართველოს ისეთი მაღალ დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობა არ აქვს, როგორც უკრაინას. საქართველო ბევრად ჩამოუვარდება უკრაინას სატრანსპორტო სისტემისა და მრეწველობის განვითარების დონითაც. საერთოდ, საქართველო როგორც გეოპოლიტიკური, ასევე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ერთი ვიწრო ხეობაა, რომელიც შავი ზღვიდან თბილისამდე გრძელდება. თუ ამ ხეობას გადაჭრი, მთელი ქვეყნის პარალიზება მოხდება, რაც რუსეთის ჯარებმა კიდეც გააკეთეს [მათ მთავარი კომუნიკაციები გადაჭრეს], მაგრამ ქვეყანამ, რომელიც უკრაინასთან მიმართებით შეუდარებლად [მძიმე] სიტუაციაში იმყოფებოდა, დარტყმა მაინც გადაიტანა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წელს იყო 6,5%, ხოლო ომის დროს 7,3%. ანუ უკრაინასთან შედარებით სხვა სიტუაციაა. საქართველოს ეროვნულ ბანკს არც მოუხდენია ლარის დევალვაცია და არც სავალუტო რეზერვები არ გაუნიავებია. გარდა ამისა, რუსმა დაქირავებულებმა და სეპარატისტებმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 7% აქვთ დაკავებული, მაშინ როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა. ამას ემატება ისიც, რომ რუსების ავიაცია მთელი ქვეყანას ბომბავდა და რაკეტებს უშენდა. უკრაინის დამოკიდებულება რუსეთღზე მხოლოდ 30%-ით შემცირდა, საქართველოსი კი - 70%-ით. საქართველოს ხელისუფლების შეგნებულმა პოლიტიკამ ქვეყანა სულ სხვა შედეგამდე მიიყვანა“, - განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.

http://24tv.ua/ru/jekspert_objasnil_pochemu_ukraine_sleduet_brat_primer_gruzii_v_plane_jekonomiki_n816893

------------
აღსანიშნავია, რომ რუსმა ოპოზიციონერმა იგივე გაიმეორა რადიო „თავისუფალი ევროპა - თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის სტუდიაში, ჟურნალისტ ალექსანდრ ლაშენკოსთან საუბრისას (იხილეთ https://www.radiosvoboda.org/a/28482959.html).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა