logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკელი მკვლევარები: საქართველო უკრაინის გემზე გამობმული ნავია; ევროპას სააკაშვილი აღიზიანებდა
ამერიკელი მკვლევარები: საქართველო უკრაინის გემზე გამობმული ნავია; ევროპას სააკაშვილი აღიზიანებდა
11:45 15.05.2017
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, საფრანგეთის არჩევნების შედეგების და ევროპაში ლიბერალიზმის მომავალის განხილვისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც ისაუბრეს. აშშ-ის ყოფილმა ტოპ-დიპლომატებმა და მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაერთიანების შიგნით არსებული უთანხმოებებისა და სკეპტიციზმისა, ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, იმედი არ უნდა დაკარგონ.

ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის კონსტანცა სტელცენმიულერის თქმით, საქართველო უნდა ეცადოს საკუთარი საკითხის უკრაინის საკითხთან ერთად დაყენებას.

„საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია. ევროპელებისთვის საქართველოზე ყურადღების არგამახვილება უფრო ადვილი იყო. მათ აღიზიანებდათ, არ მოწონდათ სააკაშვილი და არც მას უცდია თავის მოწონება, მათ რიგებში იყო ჩვენი [გერმანიის] კანცლერი, რამაც უფრო ადვილი გახადა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების არგამახვილება. ამან საქართველოში მიმდინარე ამბები ევროპისთვის არა-რელევანტური გახადა. დღეს, ის რაც უკრაინაში ხდება, არამარტო რელევანტურია, ეს ევროპული პროექტისთვის საციცოცხლოა, ჩემი აზრით. რუსეთის მიერ გავლენის სფეროს ავტორიტარული და საშინელი გზებით ხელახლა დაპატრონების ზღვარი უკრაინაზე გადის. უკრაინა ევროპის ერთიანობის და თავისუფლებისთვის ცენტრალური [ქვეყანაა]. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციისთვის ის ქვეყნები, რომლებიც ბელორუსიიდან კავკასიამდე ექცევა“, - აცხადებს კონსტანცა სტელცენმიულერი. მისი თქმით, გერმანიის გაერთიანების მაგალითი არის ის, რაც საქართველომ და უკრაინამ უნდა გამოიყენონ, ევროპისთვის მათი წევრობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მიერ უკრაინელებთან ერთად მუშაობა უფრო შესაძლებელს გახდის ევროპის პროექტთან დაახლოებას თბილისისათვის.

„უკრაინა მთავარი ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე. უკრაინელებს ეს ესმით და ბევრს მუშაობენ, მიუხედავად ოლიგარქების და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მცდელობისა, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. მე ვფიქრობ, იმისათვის, რომ ევროპამ გააგრძელოს მისი აღმოსავლეთის სერიოზულად განხილვა, საჭიროა [საქართველოს და უკრაინის მიერ] ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ 1989 წლის საოცარი მოვლენა [გერმანიის გაერთანება], მოხდა სამოქალაქო საზოგადოების მცდელობის გამოისობით და თქვენ სწორედ ამასვე ცდილობთ. თქვენ უნდა თქვათ, რომ გჯერათ ევროპული მოდელის და პროექტის. ამის უარყოფა ევროპელებისთვის შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვმერყეობთ ჩვენივე რწმენაში [ევროპული პროექტისადმი]. მე გირჩევდით [ქართველებს] ისტორიის ეს [გერმანიის] მაგალითი აიღოთ, უკრაინელებთან ერთად იმუშაოთ და დაეხმაროთ კიდეც მათ“, - განაცხადა მან.

ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება და სჯეროდეს იმის, რომ მომავალში ევროპა და ამერიკა უფრო გახსნილები იქნებიან საკუთარ ინსტიტუტებში ახალი წევრების მიღების კუთხით.
„თავისუფლების ისტორიული ტალღა 1989 წელს დაიწყო და 20 წელი გაგრძელდა, ახლა კი შეჩერებულია და უკურეაქციას ვხედავთ. ჩვენ, მათ, ვისაც თავისუფალი სამყაროს პრინციპების გვჯერა, უნდა ვეცადოთ ვებრძოლოთ ამ უკურეაქციას, არ დავკარგოთ დრო და ვიყოთ გახსნილები მომავალისთვის, იმ დროისთვის, როდესაც ისტორია კიდევ ერთხელ მოტრიალდება და ინსტიტუტები ახალ წევრებს მიიღებენ. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა მე მჯერა, რომ მოვა... თქვენ უნდა გააგრძელოთ რეფორმები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან გავწევრიანდეთ, არამედ საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში დიპლომატმა დენ ფრიდმა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობი ეკავა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთი არ იყო მზად ახალი ქვეყნები მიეღო საკუთარ რიგებში, თუმცა მისი თქმით, საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს.
„მე ვისურვებდი საქართველოში ვარდების რევოლუცია და რეფორმები 10 წლით ადრე მომხდარიყო. თუმცა მაშინ როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთს საკუთარი თავის ნაკლებად სწამდა და რუსეთის ნაკლებად კეთილმოსურნე იყო... ყოველდღე, როდესაც თქვენი ქვეყანა სუვერენიტეტს და არჩევანის თავისუფლებას ინარჩუნებს, კიდევ ერთი დღეა იმისკენ, რომ ისტორია შეიცვლება, ამერიკა და ევროპა დაიბრუნებს თვითრწმენას. ხაზს ნუ გადაუსვამთ მომავალს“, - ამბობს დინ ფრიდი.
მიუხედავად დასავლეთში მიმდინარე მოვლენების პესიმისტურად შეფასებისა, საფრანგეთში პოპულისტების დამარცხება და პრო-ევროპული კანდიდატ ემანუელ მაკრონის გამარჯვება, დღეს მიმომხილველებს და მკვლევარებს აძლევს იმედს, რომ ევროკავშირი და ევროპა ახალი სუნთქვით გააგრძელებს არსებობას, გადალახავს არსებულ გამოწვევებს, შეინარჩუნებს ერთიანობას და ბრიტანეთის მიერ გაერთიანების დატოვების მიუხედავად, მოახერხებს თანამშრომლობის გაღრმავებას.


"ამერიკის ხმა"

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა