logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
Global Risk Insights: ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატია თავისი პლატფორმის ქვაკუთხედად აქცია
Global Risk Insights: ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატია თავისი პლატფორმის ქვაკუთხედად აქცია
17:46 14.05.2017
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე: დიპლომატი, რომელსაც ხედვა გააჩნია“ - ამ სათაურით აქვეყნებს მსოფლიოს გავლენიანი ინტერნეტ გამოცემა Global Risk Insights ვრცელ სტატიას, რომელიც მთლიანად საგარეო უწყების ხელმძღვანელის განათლებას, კარიერულ განვითარებას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებსა და მომავლის პერსპექტივებს ეთმობა. „მინისტრ ჯანელიძეს გააჩნია ის აუცილებელი დიპლომატიური ხედვა, რომელმაც ქვეყანა დასავლეთის მეგობრულ კავშირებსა და რუსეთის მიერ თავსმოხვეულ ურთიერთობებს შორის არსებულ ბეწვის ხიდზე უნდა ატაროს“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ჯონათან ჰუგენდორნი განსაკუთრებულ ყურადღებას მიხეილ ჯანელიძის საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკისა და ურთიერთობების ცოდნაზე ამახვილებს და წერს, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე მთავარი მომლაპარაკებელი, ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისთვის საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა. „ჯანელიძემ ეკონომიკური დიპლომატია თავისი პლატფორმის ქვაკუთხედად აქცია, ეს არის ლიდერი, რომელსაც როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური განათლება გააჩნია. სავაჭრო ურთიერთობების კვალიფიციური ცოდნა ჯანელიძეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტიმულირებას შეუწყოს ხელი და საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა მთავარ რესურსად აქციოს“ - ნათქვამია სტატიაში. ამ თვალსაზრისით, სტატიის ავტორი მიხეილ ჯანელიძის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მიხეილ ჯანელიძეს კარგად ესმის სამხრეთ დერეფნის პროექტისა და თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა პროექტების მნიშვნელობა და ის, რომ საქართველო და თურქეთი მომავალში ენერგო-ინფრასტრუქტურის მთავრი მოთამაშეები იქნებიან.

ჯონათან ჰუგენდორნი სიღრმისეულად აანალიზებს საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას, რომელიც, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბევრად უფრო რთული სფეროა, ვიდრე ევროპასა და ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე სავაჭრო ლიბერალიზაციის პროცესი. ავტორი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აქტიურად ახორციელებს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკას, მაგრამ ამავდროულად კარგად აცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსაც, ამასთან, ის ცდილობს რუსეთთან ურთიერობა სავაჭრო სიბრტყეზე გადაიყვანოს. ჯონათან ჰუგენდორნის აზრით, ამან, დროთა განმავლობაში, შესაძლოა პოლიტიკური ურთიერთობების გამოსწორებასაც შეუწყოს ხელი, როგორც ეს ჩინეთისა და ამერიკის შემთხვევაში მოხდა.

„ახლო მეგობარი კავკასიაში, რომელიც ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ორგანიზებული უსაფრთხოების იდეების ერთგულია - ეს სწორედ ის ლიდერია, რომელიც ევროპას ამ არეულ დროში სჭირდება“ - ასკვნის სტატიის ავტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა