logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«The Huffington Post» (აშშ//გერმანია): საქართველო-ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რეგიონი
«The Huffington Post» (აშშ//გერმანია): საქართველო-ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რეგიონი
12:29 10.05.2017
პოპულარული ამერიკული გამოცემა Huffington Post-ის გერმანულენოვან ვერსიაში გამოქვყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და სხვა დადებით თვისებებზე, ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე და ა.შ. (ავტორი - კარლ-ჰაინც ჰენელი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შავი ზღვის საპაიროზე, კავკასიაში მდებარეობს საქართველო, რომელიც მოგზაურებს ყველა სურვილს და მოთხოვნას დააკმაყოფილებს: აქ არის მთებიც, ზღვაც, უამრავი ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, გრანდიოზული ლანდშაფტური ძეგლები და... ქართველი ხალხის ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა. ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლება დიდ ძალისხმევას ახმარს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მართალია, ამჟამად საქართველოში მოგზაურისთვის შეიძლება ყველაფერი იდეალურად მოწყობილი არ არის, მაგრამ თუ ტურისტი ქართული კულტურის ძეგლებს და საგანძურებს მოინახულებს, წარუშლელ შთაბეჭდილებებს მიიღებს. გულნაკლულნი არც ბუნების მოყვარულები არ დარჩებიან: საქართველოში უამრავი ხელუხლებელი ნაკრძალები და პარკები არსებობს, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი მკითხველს ერთგვარ ორიენტაციასაც აძლევს:

„ვისაც გსურთ მოგზაურობის სწორად დაგეგმვა, კარგად მომზადებული გზამკვლევი უნდა გქონდეთ. ერთ-ერთი ასეთი კარგი გზამკვლევია ახლახან, უკვე მერვედ გამოცემული წიგნი „საქართველო - კავკასიის გზებით შავი ზღვისაკენ“ (გერმანულ ენაზე), რომელიც ძალიან მდიდრულადაა ილუსტრირებული: მასში აღწერილია რეგიონები - კახეთი, ქართლი, სვანეთი, და, რა თქმა უნდა, დედაქალაქი თბილისი. ძალიან ბევრი მასლაა აჭარის შესახებაც. გადმოცემულია ქვეყნის ისტორიაც: ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ საქართველო მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ქვეყნებს მიეკუთვნება. წიგნი მდიდარია რუკებით, ქალაქების გეგმა-სქემებით, მას თან დართული აქვს გერმანულ-ქართული სასაუბროც. ასე რომ, წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს გერმანელ ტურისტებს“, - ნათქვამია სტატიაში.


http://www.huffingtonpost.de/karlheinz-haenel/ost-europa---keine-angst_b_16485058.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა