logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რუსული „ღამის მგლები“ და ყოველდღიური ოკუპაცია
«Radio Voice of America» (აშშ): რუსული „ღამის მგლები“ და ყოველდღიური ოკუპაცია
12:46 06.05.2017
„ღამის მგლები“ საქართველოში აღარ შემოვლენ, რითაც განაწყენდნენ ადამიანები, ვინც მათ მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში აპირებდა. „ღამის მგლები“ რუსი ბაიკერების ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობითა და სიმპათიით სარგებლობს. მათი საქმიანობა მოტოციკლეტების სიყვარულს სცდება და პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. საქართველოში ისინი 9 მაისისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის ჯგუფურ სტუმრობას გეგმავდნენ.

„ამერიკის ხმა“ მათ მასპინძელს, რუსულ-ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ირაკლი ყიფიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ „ღამის მგლები“ ვიზიტს კონფლიქტის ზონის სოფლებშიც გეგმავდნენ, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იბომბებოდა:

„ადამიანები დევნილებად რუსეთის არანაირი ძალისმიერი ქმედებების შედეგად არ ქცეულან. ისინი დევნილებად იქცნენ შიზოფრენიკი (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) მიშა სააკაშვილის მიერ მიღებული შიზოფრენიკული გადაწყვეტილებების შემდგომ, რომელსაც ძალიან დიდ სტიმულირებას უკეთებდა ასევე შიზოფრენიკი ჯონ მაკკეინი, რომელიც მფარველობდა მიშა სააკაშვილს. არანაირი რუსული აგრესიის გამო არ არიან ისინი დევნილები. თქვენ ჰკითხეთ თვითონ ამ ადამიანებს, რუსეთის აგრესიის გამო არიან დევნილები? ჩვენ რომ ჩავდივართ კონფლიქტის ზონაში, ბერშუეთის სკოლაში მოსახლეობას რომ შევხვდით და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობდით და დევს ეს ჩანაწერები, ამ ხალხს ძალით ვალაპარაკებდით? ომის დროს ეს ხალხი ხომ იქ ცხოვრობდა? ჩაბრძანდით თქვენ თვითონ და დაელაპარაკეთ, გამოჰკითხეთ ობიექტურად. ეს ხალხი თვითონ ჰყვებოდა ამ ომის ამბებს“.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ამ რეგიონში პრორუსული განწყობა დომინანტურ პოზიციებს იკავებს და ამ განცხადებას ამყარებს იმ ფაქტების ჩამოთვლით, რასაც მისი ორგანიზაციის თაოსნობით კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი: „ნატო-ნატოს ძახილი საქართველოს ღუპავს და მას საქართველოსთვის არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს: ნატოც არ გვიღებს, რუსეთიც ღიზიანდება. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა არის ნატო. ბაიკერები უნდა შეგვეხვედრებინა ვეტერანებისთვის. კონფლიქტის ზონის სოფლებიდან -დირბიდან, ავლევიდან, კნოლევიდან, ბერშუეთიდან სკოლის მოსწავლეები ჩამოგვყავდა, ვეტერანებთანაც, ბაიკერებთან ერთად უნდა წაგვეყვანა ჩვენს მიერ შერემონტებულ მემორიალურ დაფასთან, უნდა დაგვესუფთავებინა იქ ტერიტორია. არავინ აპირებდა პუტინის პლაკატით სიარულს. ჩვენ საერთოდ არანაირი დროშით სიარულს არ ვაპირებდით, ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ უნდა აღდგეს მეგობრული ურთიერთობები ჩვენსა და რუსეთს შორის“.

სოციალურ ქსელებში „ღამის მგლების“ ვიზიტის წინააღმდეგ მასობრივი კამპანია დაფიქსირდა. ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ელჩის დირექტივებს ემორჩილება, რის საილუსტრაციოდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყავს. გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე მხოლოდ ერთ წინადადებიანი კომენტარი გააკეთა: „არ მოდიან, დამშვიდდით“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი აცხადებს, „საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას არეგულირებს კანონი, რომლის საფუძველზეც მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიღებულ იქნა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია გამოკითხოს ქვეყანაში შემომსვლელს მგზავნობის მიზანი, სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ერთ–ერთი საფუძველი ეს იყო და ამ ნორმაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული“.

ნინო ნიპარიშვილი კასპში მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. მისი და მისი მეგობრების ინიციატივით სკოლაში ოკუპაციის მუზეუმი განთავსდა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ კასპთან ოკუპაციის ხაზი 15 კილომეტრში გადის, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ რეალური ისტორია. თავად სკოლა საბჭოთა მილიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული, რომლის სატუსაღო და საწამებელი ოთახები ახლა სკოლის სარდაფს წარმოადგენს. მასში ოკუპაციის მუზეუმის შოურუმია განთავსებული.

„ამ რამდენიმე წლის წინ სასწავლო ვიზიტით მომიწია წასვლა პოლონეთში. იქ გავეცანი ადგილობრივ გამოცდილებას, თუ როგორ ასწავლიან ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, საზოგადოებრვივ მეცნიერებებს. ისტორიის გაკვეთილებს ხშირად საკონცენტრაციო ბანაკებში უტარებენ მოსწავლეებს, რაც შემეცნების პროცესს გაცილებით ინტერქტუალურსა და საინტერესოს ხდის. ამის შემდგომ უფრო გამიმძაფრდა სურვილი იმისა, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში მსგავსი პრაქტიკა დამემკვიდრებინა. საჯარო სკოლებს თუ არა, კერძო სკოლებს მაინც გვაქვს გარკვეული ლავირების შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით. დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. თავიდან მცირე გრანტი მოვიპოვეთ, ახლა უკვე მუზეუმი ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში.“

ნინო ნიპარიშვილი პრორუსული პოლიტიკის გამტართა მიმართ გულგრილი არაა და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაც შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში: „რატომ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ის ადამიანები, ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს? როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ყოველდღიურად გადმოიწევა საზღვარი, ვართ დაუცველები, როდესაც ერთ დღეს ჩემი ეზო შეიძლება იყოს ჩემი, მეორე დღეს კი ის შეიძლება უკვე საზღვარს მიღმა მოჰყვეს, რატომ უნდა მივცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის უფლება სხვებს? ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა გამოიყენოს და მსგავსი ვიზიტები აღკვეთოს“.

„ღამის მგლები“ საქართველოში ამჯერად არ შემოვლენ და არც საბჭოთა სიმბოლიკისა და გეორგიევსკის ლენტების წარმოდგენას არ ექნება ადგილი. სამაგიეროდ ისინი ღონისძიებას სევასტოპოლში გეგმავენ, სადაც ქართული პრორუსული ორგანიზაციებიდან 40 წარმომადგენელიც შეუერთდებათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა