აშშ-ის სამთავრობო რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ («Voice of America») რუსულმა სამსახურმა («Голос Америки») გამოაქვეყნა სტატია
სოჭში რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შესახებ. მასში გადმოცემულია მოლაპარაკების თემები და ქართველი პოლიტოლოგის კომენტარი (ავტორი - ნესტან ჩარკვიანი).
როგორც ცნობილია, ანატოლი ბიბილოვი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად“ ცხრა აპრილს გამართული „არჩევნების“ შედეგად გახდა, „არჩევნები“ საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ მიიჩნია. შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს „რუსეთთან დაახლოების მხურვალე მხარდამჭერი“ უწოდა. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ არაერთხელ გამოსულა რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრედ, უფრო მეტიც - მისი სანუკვარ მიზანს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთება წარმოსადგენს.
შეხვედრის დროს მხარეებმა მოსკოვ-ცხინვალის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება, ოსმა "პრეზიდენტმა" თავისი რუსი კოლეგა ერთგულებაში და პრორუსული კურსისადმი ერთგულებაში დაარწმუნა. განიხილეს „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების საკითხი, აგრეთვე „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის კომპანია „როსნეფტ“-თან ერთობლივი საწარმოს შექმნა და ა.შ.
„გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტი ესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელს ზვიად აბაშიძეს, რომლის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ანატოლი ბიბილოვის სეხვერდა „იმ თამაშის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობებში. სოჭის რეზიდენციაში „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ მიღებით ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ მას ანატოლი ბიბილოვის ფიგურა სრულიად აწყობს. გარდა ამისა, ეს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გაგზავნილი სიგნალიცაა, რომ რუსეთი არ ცვლის თავის პოზიციას საქარტველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე.
„ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოქმედების საკუთარი პროგრამა აქვს და ყველაფრის მიუხედავად, იგი თავის პოზიციას არ ცვლის, არ უწევს ანგარიშს საერთაშორისო სამართლის ნორმებს საქართველოს რეგიონების ოკუპირების საკითხში. რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს თამაშს იმ რეგიონებისადმი, რომელსაც მთლიანად კრემლი აფინანსებს და მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს მხოლოდ რუსეთი იღებს“, - ამბობს ზვიად აბაშიძე „გოლოს ამერიკის“ ჟურნალისტთან საუბარში

















