logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«New Eastern Europe» (პოლონეთი): ნაციონალების რეჟიმი პირადი თავისუფლების შეზღუდვით ხასიათდებოდა, იმავდროულად ადგილი ჰქონდა ოფიციოზის არარეალურ რიტორიკას და პოპულისტურ განცხადებებს
«New Eastern Europe» (პოლონეთი): ნაციონალების რეჟიმი პირადი თავისუფლების შეზღუდვით ხასიათდებოდა, იმავდროულად ადგილი ჰქონდა ოფიციოზის არარეალურ რიტორიკას და პოპულისტურ განცხადებებს
12:49 03.05.2017
პოლონურ ჟურნალ «New Eastern Europe»-ში დაბეჭდილ სტატიაში გადმოცემულია პოსტსაბჭოთა საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების ისტორია: როგორ ხდებოდა სოციალისტური ეკონომიკის „გარდაქმნა“ კაპიტალისტურად და მისი განვითარება 1990-იანი წლებიდან დღემდე.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ქართველი მემარცხენე პოლიტიკოსების მტკიცებით, ქვეყნის დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ლიბერალური სახელმწიფო პოლიტიკისა და გლობალური ეკონომიკური ძალების გავლენის შედეგს წარმოადგენს, თუმცა ასე არ არის ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი - საქართველოში არასოდეს ყოფილა სრულფასოვანი საბაზრო ეკონომიკა, რასაც კერძო მფლობელთა უფლებების ხშირი დარღვევა მოწმობს და ის, რომ ადგილი აქვს მონოპოლიზმს; მეორე - არცერთი სფერო არ დაზარალებულა გლობალური კაპიტალის „ველური“ შეღწევით. პირიქით, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ფაქტიურად არ გამოიყენებოდა.
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის პარტნიორებმა - გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა და პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა სწრაფად დაიწყეს სახელმწიფო ქონების მიტაცება, ანუ ე.წ. „პრიხვატიზაცია“ (რუსული მანერით). მათ მოახერხეს მიტაცებული ობიექტების უკანონოდ დაკანონება, მათ ხელში მოხვდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკის დიდი ნაწილი. ისინი წარმატებით იყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ სახელმწიფოს სუსტ მდგომარეობას.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებამ ეკონომიკურ პოლიტიკაში სამოქმედო მოდელად ე.წ. „სინგაპურიზაცია“ აიღო. ამ მოდელმა გარკვეული შედეგები მოიტანა - 2008 წლის გლობალურ კრიზისამდე [და რუსეთთან „ხუთდღიან ომამდე“] ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპები მატულობდა, მცირდებოდა უკიდურესი სიღარიბეც, თუმცა უმნიშვნელოდ. აქვე უნდა ითქვას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილ ლიბერტარიანულ პარტიად არასოდეს გამხდარა. ნაციონალების მიერ დამყარებული რეჟიმი ხასიათდებოდა სახელმწიფოს მართვის სისტემისა და ეკონომიკის ძლიერი კონტროლით, პირადი თავისუფლების შეზღუდვით. იმავდროულად ადგილი ჰქონდა ოფიციოზის არარეალურ რიტორიკას, პოპულისტურ განცხადებებს. გაჩნდა დუალური (გაორებული) სიტუაცია: პარტიის ფორმალური განცხადებები არ ემთხვეოდა ეკონომიკაში გატარებულ რეალურ პრაქტიკას (ამის გამო პარტიაში უთანხმოებაც მოხდა). ეკონომიკური თავისუფლების აქტმაც კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მას მოსახლეობის კეთილდღეობის დონის შესამჩნევი მატება არ გამოუწვევია.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობა შორს იდგა ლიბერალური იდეალებისაგან. ნაციონალები ითმენდნენ ძველ კორუმპირებულ ელიტას, რომელმაც ქონება 1990-იანებში დააგროვა. გაჩნდა ახალი მილიონერების ფენაც, რომელიც რეჟიმთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. სახელმწიფო ორგანოები დევნიდნენ და აშინებდნენ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მათ კარნახს არ ემორჩილებოდნენ და არ იხდიდნენ არაოფიციალურ გადასახადებს, - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი წერს: გლობალური ეკონომიკური ძალები არასოდეს არ იყო ქვეყნის რეალური საფრთხე და არ ახდენენ გავლენას ეკონომიკური სისტემის მდგომარეობაზე, საშუალო და მცირე ბიზნესის მოქმედებაზე. პირიქით, საქართველოსთვის დღეს სწორედ საერთაშორისო-სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროს აქვს დიდი მნიშვნელობა, რითაც უცხოური კაპიტალის მიზიდვა შეიძლება. ამავე დროს, ქვეყნის ხელისუფლებას დიდი შრომა მოუწევს სტაბილურობის განსამტკიცებლად, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების (კაპიტალის) დაბანდებას.

http://www.neweasterneurope.eu/articles-and-commentary/2344-mistreated-georgian-capitalism

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა