logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): „კავკასიური ჯორჯიის“ დღეები ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში
«Radio Voice of America» (აშშ): „კავკასიური ჯორჯიის“ დღეები ამერიკის ქალაქ სან-დიეგოში
11:50 02.05.2017
19 წლის ნინო შათირიშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიო-ქიმიას სწავლობს. ამბობს, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსი დინამიური ადგილია: „აქ სწავლა უმაღლეს დონეზეა. გვაქვს იმის საშუალება, რომ უშუალოდ ვიმუშაოთ ლაბორატორიებში. ამას გარდა არის ორგანიზაციები, სადაც შეგიძლია იმუშაო ქიმიის განხრით თუ სხვა პროფესიით, რაც ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას“.
სან-დიეგოს უნივერსიტეტმა კალიფორნიის სანაპირო ქალაქში საქართველოს დღეებს უმასპინძლა. უნივერსიტეტის დეკანი სტენლი მალოი ამბობს, რომ დროა კალიფორნიელებმა საქართველო გაიცნონ: „ჩვენი გაცვლითი პროგრამებით სტუდენტებმა საქართველოს გაცნობა დაიწყეს, მაგრამ ადგილობრივებმა არ იციან საქართველოს კულტურის და მისი არაჩვეულებრივი ისტორიის შესახებ“.
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ამერიკული სასწავლებელია, რომელმაც საქართველოში ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის პროგრამების შეთავაზება დაიწყო. სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს ამერიკულ განათლებას ისეთ სფეროებში სთავაზობს, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, ქიმია და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. პროექტი 140 მილიონი დოლარით “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა” დააფინანსა.
„ეს არ არის მხოლოდ სწავლა წიგნებიდან, აქ სტუნდეტები ნასწავლს პრაქტიკაში ცდიან. სწავლის დამთავრებამდე ლოდინი არაა საჭირო იმისთვის, რომ ინჟნერიის სტუდენტებმა ააგონ თავიანთი გამოგონებები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სტუდნეტებმა კი პროგრამები შექმნან. ამ ყველაფერს სწავლის პარალელურად, ლაბორატორიებში აკეთებენ“, - ამბობს სტენლი მალოი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ამჟამად 200 სტუდენტი სწავლობს, პროგრამის იზანია 5 წლის შემდეგ განათლებას, სულ მცირე, 1000 სტუდენტი იღებდეს.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში უნივერსიტეტების პარტნიორობა დადებითად იმოქმედებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე. „გარდა სასწავლო პროგრამისა ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განვითარების კომპონენტი, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 2000 კვადრატზე მეტ ფართს. ის აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, რომლის მსგავსიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. ეს რესურსი მოხმარდება საქართველოში განათლების სისტემის განვითარებას“, - ამბობს მაგდა მაღრაძე.
საქართველოს დღეებზე ჩასული განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ამ პროგრამით ქართველი და უცხოელი სტუდენტები საქართველოში მსოფლიო კლასის განათლების მიღებას შეძლებენ. უცხოელ სტუდნეტებში, მინისტრი რუსულენოვან და არაბულენოვან სტუდენტებს გამოჰყოფს. „საქართველო საბჭოთა დროსაც იყო და ახლაც არის უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მოწინავე პროვაიდერი. უცხოელ სტუდენტებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან მაღალი ხარისხის საერთაშორისო პროგრამები, უნიკალური სტუდენტური ცხოვრება და უსაფრთხოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველ პირობაა საქართველოში უცხოელი სტუდენტების შემოსვლისთვის“, - აღნიშნავს მინისტრი.
საქართველოს მთავრობასთან ათწლიან თანამშრომლობაზე საუბრობს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონათან ნეში. მისი თქმით, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების გრძელვადიანი მიზანი სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდაა, ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში ფონდმა ბოლოს განათლების პროგრამა დააფინანსა. „ამ პროექტით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას სტუდენტები აღჭურვონ იმ ცოდნით და უნარებით, რაც მათ დასაქმების თანამედროვე ბაზარზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება“, - ამბობს ჯონათან ნეში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა