logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): რუსული ბორდერიზაციის შედეგები ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში
«RFE//RL» (აშშ): რუსული ბორდერიზაციის შედეგები ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში
11:33 02.05.2017
ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მცხოვრები არველოდ ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ერთი კვირაა, რაც საკუთარ ყანაში ვერ შედიან. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრედ მცხოვრებთა ორ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი რუსმა სამხედროებმა მიითვისეს. მათ ნაჭყებიას და მიქაუტაძის სიმინდის ყანებს ხის ბოძები შემოავლეს და უთხრეს, რომ აქ შემოსვლა ეკრძალებათ, რადგან ტერიტორია ოკუპირებულ რეგიონს ეკუთვნის.
ომარ მიქაუტაძემ გასულ კვირაში მეზობლებისგან შეიტყო, რომ სახლიდან მოშორებით მდებარე მის კუთვნილ 1 ჰექტარ სიმინდის ყანაში რუსი სამხედროები მუშაობდნენ.
„დავუძახე და მოვიდა ერთი, მაგას გავესაუბრე. მითხრა, რომ თქვენი არ არისო ეს მიწა, აფხაზეთის არისო. მე ვუმტკიცებდი, არ არის აფხაზეთის, ეს მიწა საქართველოსია და ბოძებს რატომ აკეთებთ-მეთქი. ეს შენი საკითხავი არ გვაქვსო, მითხრა. მე როცა აქ ვთოხნიდი, ხშირად ვხვდებოდი მაგათ. აქეთ არ გადმოდიოდნენ, ისე ველაპარაკებოდი. როცა ვთოხნიდი, არაფერ სიტყვას არ მეუბნებოდნენ. იმ წელს დავამუშავე მიწა, ავიღე სიმინდი და არაფერი არ უთქვამთ, მაგრამ ამ წელს კი შემოღობეს და რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. 6-7 კაცი იყო. ურალით იყვნენ მოსული”, - ამბობს ომარ მიქაუტაძე. მას უკვე წართმეულ ყანაში 5 ტონამდე სიმინდი მოჰყავდა. მოხუცმა ვერც გასულ კვირაში თავისი ხელით გამზადებული საშეშე მასალის გადმოტანა მოასწრო.
საკუთარ სიმინდის ყანაში შესვლა აკრძალული აქვს 90 წლის არველოდ ნაჭყებიასაც. ის მიწის ნაკვეთს 25 წლის განმავლობაში ამუშავებდა, სადაც სამ ტონამდე მარცვლეული მოჰყავდა. როგორც ხუთსულიანი ოჯახის უფროსი განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი ოჯახის რჩენის ერთადერთი წყარო იყო: „ახლა სამხედროებისაა ეს, უფლება არ მაქვს მე იქ შევიდე. რა ვუყო ახლა მე საქონელს, არ ვიცი. ჩალა ხომ უნდა, სიმინდი ხომ გვინდა?! არსად ერთი მეტრო ნაკვეთი არ მაქვს მე”.
როგორც რესპონდენტები ჰყვებიან, რუსმა სამხედროებმა ბოძების განთავსებაზე სამი დღის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებთან ერთად დაათვალიერეს, არ გამოჩენილან.
სოფელ ხურჩაში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელ ბადრი ხუნჯგურუას თქმით, მომხდარის შესახებ მას თანასოფლელებმა შეატყობინეს, რაც შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას აუწყა: „ეს ტერიტორია არის მითვისებული. ჩვენ მოსახლეობამ გაგვაგებინა. საქმის კურსში იქნა ჩაყენებული სამხარეო, რაიონის ხელმძღვანელობა და ყველა სტრუქტურები, ვისაც ეხებოდა. იყო რეაგირება, დაათვალიერეს და კიდევ რა რეაგირებას გააკეთებენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე და ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება. მათივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე.
განცხადებას, რომ ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე, თავად დაზარალებულები არ ეთანხმებიან. არველოდ ნაჭყებიას თქმით, ის 25 წელია აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. ომარ მიქაუტაძემ კი აღნიშნა, რომ ერთ ჰეტარამდე მიწის ნაკვეთი ადგილობრივი მცხოვრებისგან ხუთი წლის წინ შეიძინა და ყანაში მუშაობისას ადრე ე.წ. მესაზღვრეებთან პრობლემა არ შეჰქმნია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გააკრიტიკეს ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხურჩაში. „ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურჩაში არ გადმოწეულა და რომ ამ მხრივ აქ საგანგაშო მდგომარეობა არ არის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. თავის მხრივ, სუს-ში განმარტავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, რომელთა დამკვირვებლები ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა