logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე vs პრეზიდენტი-ექსპერტთა კომენტარები
«RFE//RL» (აშშ): საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე vs პრეზიდენტი-ექსპერტთა კომენტარები
11:57 29.04.2017
როგორი იქნება კონსტიტუციის პროექტის ის რედაქცია, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს? ამ კითხვაზე პასუხი დიდწილად დამოკიდებულია დავაზე, რომელმაც თავი იჩინა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს არა 2023 წელს, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, არამედ 2018 წლიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ატარებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც, იმავდროულად, სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეცაა, იმედოვნებს, რომ კომპრომისი, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით იქნა მიღწეული, აზრს არ დაკარგავს პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანიის გამო, თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მიმდინარე პროცესები საპირისპიროზე მიუთითებს:
„არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, ამ სისტემაში თანხმდება პარტიებთან, თანაც თავისი აპარატის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავის ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“.
პასუხად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ არანაირი შეტევა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაზე არ ხორციელდება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია” ღიად და საჯაროდ მართავს: „სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას არასწორი აქცენტებით. საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ისე საპარლამენტო უმრავლესობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“.
ბევრად რადიკალურია საქართველოს პრეზიდენტი, რომლის თქმითაც, პრობლემა ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას ცვლის ყოველნაირი კომპრომისისა და შეთანხმების გარეშე, ერთპიროვნულად: „სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. ამიტომაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ ძირითადი კანონის გამოტანა და ჩვენი დახმარებით გაწონასწორება, დაბალანსება ამ ძირითადი დოკუმენტის. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები. არასოდეს არ მივაჭრია ამ თემით და არც არავინ არ იფიქროს, რომ ამ საკითხზე შეიძლება მევაჭროს“.
პრეზიდენტის ამ ნათქვამის კომენტირებისას პოლიტიკის ექსპერტები შენიშნავენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვერ იქცა ყველა გავლენიანი ინსტიტუციის თანაბარ ასპარეზად. ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ამბობს, რომ პროცესები თავიდანვე არაჯანსაღად წარიმართა.
„პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდა თუ არა კონსტიტუციის შეცვლის მოტივაციას, შესთავაზა მმართველ უმრავლესობას თანათავმჯდომარეობა. თანხმობის შემთხვევაში პროცესი დამატებით ლეგიტიმაციას შეიძენდა, თუმცა მმართველმა ძალამ, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და შესწევს უნარი შეცვალოს კონსტიტუცია, პრეზიდენტს უარი უთხრა თანათავმჯდომარეობაზე. ამით უმრავლესობამ უპატივცემულობა გამოხატა პრეზიდენტისადმი. იგივე გააკეთა შემდეგაც, როცა პრეზიდენტს კომისიაში კვოტა განუსაზღვრა. ზოგადად, სახელმწიფოს მეთაური ძნელია წარმოვიდგინოთ საკონსტიტუციო კომისიაში რიგით წევრად“, - უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ალიკა კუპრავამ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ მოცემულ დავაში პრობლემას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის უკომპრომისო პოზიცია.
„როდესაც გამოდის ხელისუფლება და ამბობს, ჩავატარებთ პრეზიდენტის არჩევნებს 2018 წელს პირდაპირი წესით, მაგრამ მერე ამბობ, თუ ჭკუით არ იქნებით, მაშინ 2018 წელს არჩევნებს სხვაგვარად ჩავატარებ, ეს არის აშკარა მუქარა, მაგრამ მუქარა არა პრეზიდენტისადმი, არამედ საზოგადოებისადმი. ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლა თვლის, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს, და როცა ასეთ განწყობას უპირისპირდები, თუ ჭკუით არ იქნებით, მე ამას ვიზამ, საქართველოში ამას მოაქვს ყოველთვის საწინააღმდეგო შედეგი“, - უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო „თავისუფლებას“.
პოლიტიკის ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს განაპირობებს ბიძინა ივანიშვილის ნეგატიური დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მუქარასა და ულტიმატუმს, ამასთან დაკავშირებით ალიკა კუპრავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, ამბობს:
„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჩვენ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ გამოდის იმ ხიბლიდან და ცდუნებიდან, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქვია და, ჩემი აზრით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის მოცემულობა, რომელიც პარლამენტში გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით, გადატანილი იქნას კონსტიტუციის ტექსტში“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა