logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kp.ru"(რუსეთი): "რკინის ალიკა" ანუ ალექსანდრე ანქვაბის ნამდვილი სახე
"kp.ru"(რუსეთი): "რკინის ალიკა" ანუ ალექსანდრე ანქვაბის ნამდვილი სახე
12:22 28.04.2017
რუსული გამოვცემა «Комсомольская правда», ე.წ. აფხაზეთის ყოფილი "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მას რუსული კაპიტალის დამუხრუჭებასა და ბიზნესრეკეტში სდებს ბრალს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის პარლამენტის წევრი კი გახდა, მაგრამ მას არანაირი თანამდებობა არ დაუკავებია. ვიცე-სპიკერობას ვინ ჩივის (არადა, მას სწორედ ამის იმედი ჰქონდა!), რომელიმე კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც კი არ აურჩევიათ.
ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტად მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იყო, თუმცა ამ დროის მანძილზეც ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა მართვის მისეული სტილი, რომელსაც 2011 წლიდან 2014 წლამდე მონაკვეთში შეიძლება „ანქვაბის ეპოქა“ ეწოდოს.
თუ საგარეო პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს განსაკუთრებით აქტიური იყო კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან: მისი არჩევის დროს მხოლოდ სამი წელი იყო გასული მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარებიდან, მაგრამ პარადოქსი - სწორედ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის დროს რუსეთის მხრიდან გამოწვდილი მეგობრობის ხელი ჰაერში დარჩა, თანაც საკმაოდ ხანგრძლივად.
პრეზიდენტად არჩევამდე ალექსანდრე ანქვაბი, მართალია, ვიცე-პრეზიდენტიც იყო და პრემიერ-მინისტრიც, მაგრამ მაინც სერგეი ბაღაფშის ჩრდილში რჩებოდა. როგორც კი იგი პრეზიდენტი გახდა, მან რუსული ბიზნესის დევნა დაიწყო. რუსული კომპანიები ალექსანდრე ანქვაბის ასეთი მოქმედებით შოკში ჩავარდნენ. მისთვის დამახასიათებელი ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მანერით ალექსანდრე ანქვაბი, საკუთარი სიმპათიების საფუძველზე, კომპანიებს „ნებას რთავდა“ ან „უკრძალავდა“ ბიზნესსსაქმიანობას. მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ გახმაურებული ისტორია, დაკავშირებული სასტუმრო „ასტორია“-სთან, რუსეთის საზღვართან ახლოს, რომლის მშენებლობა პირადად ალექსანდრე ანქვაბის ბრძანებით შეჩერდა. განზრახული იყო სასტუმროს ჩამორთმევა მფლობელისათვის, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი პრეზიდენტის გადადგომამ შეუშალა.
ამბობენ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა პირადად დახია ის ფურცლები, რომლებზეც დაბეჭდილი იყო რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის ტექსტი. დოკუმენტს ხელი მოგვიანებით მოეწერა, 2014 წელს. მხედველობაში გვაქვს ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
მისი წინამორბედი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ოსტატურად იცავდა შეკავება-საპირწონის სისტემას და არავის უფლებას არ აძლევდა ვიწროკლანური და კორპორატიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა. ალექსანდრე ანქვაბის დროს კი სახელმწიფოს დაცემა დაიწყო. იგი ტიპიური ქართული სტილით ცდილობდა კლანებისა და დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა მათი ინტერესებით მანიპულირება მოეხდინა და საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა. ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩს უდიდესი გამოცდილება ჰქონდა ქართულ სამყაროში და ქართულ საზოგადოებაში მუშაობისა, იგი ხომ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობაში.
ალექსანდრე ანქვაბმა ხელი შეუწყო განხეთქილებას აფხაზეთის ეკლესიაში: პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის ავადმყოფობის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ფაქტიურად, სახელმწიფოსა პირველი პირი იყო. მან მხარი დაუჭირა საეკლესიო „რასკოლნიკებს’ - იერომონახების დოროფეისა და ანდრეის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებას, ახალი ათონის მონასტრი წინამძღვრის იღუმენ ეფრემის წინააღმდეგ. ალექსანდრე აქვაბი ასეთი მოქმედებით იმედოვნებდა, რომ ორივე დაჯგუფების მანიპულირებას მოახდენდა, მოსკოვთან ივაჭრებდა... სამწუხარო რეალობაა: ასეთი პოლიტიკის ნეგატიური შედეგებს აფხაზური საზოგადოება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში „მოიმკის“.
ალექსანდრე ანქვაბი ხელისუფლებაში მოსვლისას მოსახლეობას რეფორმების გატარებას დაპირდა, ბევრი კარგი რეფორმის განხორციელებას, მაგრამ არცერთის რეალიზება არ მომხდარა. მან, უბრალოდ, თავისი წინამორბედების ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადო. ერთ-ერთი ასეთი გადადებული საქმე იყო უძრავი ქონების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ერთი მხრივ, შვებისმომგვრელი იქნებოდა რუსული ბიზნესისათვის, მეორე მხრივ კი შეწყვეტდა დანაშაულებრივ, თაღლითურ გარიგებებს. მაგრამ კრიმინალების წინააღმდეგ დაპირებული დარტყმა არ განხორციელდა, პირიქით - ალექსანდრე ანქვაბმა არსებული დანაშაულებრივი სქემები საკუთარი პოილიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა. მისი როგორც პრეზიდენტის ერთადერთ და მთავარ მიზანს ხელისუფლებაში ყოფნა წარმოადგენდა, საკუთარი თავის შესანარჩუნებლად. თუმცა ალექსანდრე ანქვაბს საბოლოოდ მაინც არ გაუმართლა: იგი სამარცხვინოდ გაექცა საკუთარ ხალხს და რუსეთის სამხედრო ბაზაში დაიმალა... აბა, რა - ანტირუსული პოლიტიკოსი ხომ აფხაზეთიდან სხვაგან ვერსად გაიქცეოდა, მხოლოდ რუსეთში, რომელიც დედასავით ყველა ღებულობს და ჩადენილ შეცდომებს პატიობს. იმათაც კი, ვინც სულში აფურთხებს...

http://www.kp.ru/daily/26672.4/3694184/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა