logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America»(აშშ): „გაზელ ფაინანსი“ საქართველოში $25 მილიონს ჩადებს; კომერციულ ბანკებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
«Radio Voice of America»(აშშ): „გაზელ ფაინანსი“ საქართველოში $25 მილიონს ჩადებს; კომერციულ ბანკებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
12:14 28.04.2017
იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც გაზრდის პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭირო ინვესტიციების მოძიებას ვერ ახერხებს, ახლად შექმნილი ამერიკული საინვესტიციო ფონდი “გაზელ ფაინანსი” დაეხმარება.
ფონდის საწყისი კაპიტალი 28 მილიონი დოლარია, საიდანაც 25 მილიონი საქართველოში, დანარჩენი კი სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესებში ჩაიდება.
„გაზელი“ ეკონომიკური ტერმინია და ისეთ კომპანიას ნიშნავს, რომელიც წელიწადში 20 პროცენტით იზრდება, კარგი ტრაექტორია აქვს და ახალი შექმნილია“, - განაცხადა ჯერფ ლიბერტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, „განვითარებად და ასევე განვითარებულ ბაზრებში, ასეთ ბიზნესებს საინვესტიციო კაპიტალზე ხელი ადვილად არ მიუწვდება“.
„გაზელ ფაინანსი“ ბიზნესებს კაპიტალზე წვდომას გაუადვილებს. ფონდი საშუალოდ 5 წლიან სესხებს გასცემს და მისი ფინანსური ინსტრუმენტები და სესხის პირობები კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო შეღავათიანი იქნება. ბიზნესებში ინვესტიციების ოდენობა კი 100 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე იმერყევებს.
საინვესტიციო ფონდის ოპერაციების მმართველი ოფიცერი სტეფანი კომსას თქმით, საშუალო და მცირე ბიზნესს ბანკის სესხებზე წვდომა აქვს, „მაგრამ როცა კომპანიას გაზრდა უნდა, სად უნდა წავიდეს? ვინ ჩადებს მათში სარისკო კაპიტალს? ჩვენ ვნახეთ, რომ რეგიონში ეს ნიშა ასათვისებელია. ბანკები სესხის უზრუნველყოფის მიზნით ხშირად ითხოვენ საკმაოდ მაღალ გარანტიებს, ბიზნესის ღირებულების 100, ზოგჯერ 200 პროცენტს. ჩვენ მათგან განსხვავებით უფრო მეტ რისკზე შეგვიძლია წასვლა და ბიზნესთან რისკის გაზიარების მექანიზმი გვაქვს“.
ფონდის საწყისი კაპიტალის მოზიდვაში საქართველოც მონაწილეობდა. ამერიკაში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლიას თქმით, „ამ ფონდის დაარსებაში და საქართველოში შემოსვლაში ძალიან დიდი როლი ეკუთვნის საპარტნიორო ფონდს და ზოგადად საქართველოს მთავრობას. ჩვენ პირველივე დღიდან მხარს ვუჭერდით ამ ინიციატივას. საერთო ჯამში საპარტნიორო ფონდი ამ საინვესტიციო ფონდის აქციონერი გახდა“.
„გაზელ ფაინანსმა“ საქართველო რეგიონულ ცენტრად შეარჩია. ფონდის აზრით, ეს საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყნის სანდოობასაც გაზრდის: „ვფიქრობ ეს ნაბიჯი სხვა ინვესტორებს დაანახებს, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო ფონია, რომ ქვეყნაში კარგი მარეგულირებელი გარემოა და ბიზნესის კეთება ადვილია“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ ჯერფ ლიბერტმა.
ფონდს საქართველოში რეგიონულ ცენტრად შერჩევაში ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო დაეხმარა: „საქართველო რეგიონის ალმასია“, - თქვა სტეფანი კომსამ, - „ქვეყანამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო დაეხვეწა. მე საქართველოში წარსულშიც მიმუშავია და ვიცი, რომ იქ კომპანიის შექმნა და ბიზნესის კეთება ნამდვილად ადვილია. არ არის რთული ბიუროკრატიული და საგადასახადო შეზღუდვები. ეს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საქართველოში საშუალებას მოგვცემს კონცენტრაცია ბიზნესის გაზრდაზე გავაკეთოთ“.
„გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ფონდმა“ დიდი როლი ითამაშა საწყის ეტაპზე ბიზნეს ინკუბატორის ფუნქციის შესრულებით.
ევრაზიის ფონდის პრეზიდენტი ჰორტონ ბიბი სენტერი ამბობს, რომ პროექტში „ევრაზიის ფონდმა“ საკუთარი ინვესტიცია ჩადო იმისთვის, რომ შეექმნა ფონდის მმართველი ორგანიზაცია, რომელიც საინვესტიციო კაპიტალს მოიპოვებდა. „მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოსა და სომხეთის მიმართ ევრაზიის ფონდის გრძელვადიანი თანადგომის დასტურია, რადგან „გაზელ ფაინანსი“ წლების მანძილზე გააგრძელებს საქმიანობას“. ამჟამად „გაზელ ფაინანსის“ პარტნიორები არიან აშშ-ის მთავრობის საზღვარგარეთ ინვესტიციების კორპორაცია (ოპიკი), საქართველოს საპარტნიორო ფონდი და ორი ჰოლანდიური ფინანსური ინსტიტუტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა