logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): აქა ამბავი თბილისის და სან-დიეგოს დამეგობრებისა
«Radio Voice of America» (აშშ): აქა ამბავი თბილისის და სან-დიეგოს დამეგობრებისა
12:59 27.04.2017
კალიფორნიის შტატის ქალაქი სან-დიეგო დღეიდან თბილისის მეგობარი ქალაქია. 38-ე მერის, რესპუბლიკელი კევინ ფოლკნერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილს კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში თბილისის დღე აღინიშნება.

მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში 1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში ყველაზე დატვირთული სახმელეთო საზღვრით, სამხედრო ბაზებით, კილომეტრობით გადაჭიმული თეთრი სანაპიროებით და ზოოპარკით ცნობილი ქალაქი 1957 წლიდან 16 ქალაქთანაა დაძმობილებული, მათ შორისაა პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, მექსიკის სასაზღვრო ქალაქი ტიჰუანა და რუსეთის ქალაქი ვლადივოსტოკი.

„მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადმოგცეთ საგანგებო სიგელი, რომელშიც საუბარია ჩვენს ძლიერ კავშირებზე, განათლების, დიპლომატიურ, პოლიტიკურ ურთიერთობაზე, ჩვენს გაცვლით პრგრამებზე“, - ამ სიტყვებით მიმართა მერმა კევინ ფოლკნერმა ქართველ კოლეგას, თბილისის მერს დავით ნარმანიას და მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი გადასცა.

დავით ნარმანია სან-დიეგოსთან გაფორმებულ თანამშრომლობის ამ ფორმას „ძალიან მნიშვნელოვანს” უწოდებს: „თბილისი 20-მდე სხვადასხვა ქალაქთანაა დამეგობრებული, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტასთან. მეგობარ ქალაქებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე კულტურის სფეროში, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით, რათა მეტი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთება შევძლოთ“, - ამბობს დავით ნარმანია „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

რატომ სან-დიეგო?

2013 წელს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში მცხოვრები სტუდენტებისთვის ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება დაიწყო.

პროექტი მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდის მიერ. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გვიყვება, რომ პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

„ეს პროგრამები არის ინჟინერიაში, ტექნოლოგიებში, ქიმიაში და ისეთ დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. შრომის ბაზარზე ამ სპეციალობებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და გვჭირდება მაღალი ხარისხის სპეციალისტები“, - ამბობს მაგდა მაღრაძე. მისი თქმით, პროექტი, რომელსაც ათასწლეულის კორპორაცია 140 მილიონი ამერიკული დოლარით აფინანსებს, მომავალში გაგრძელდება, როგორც პარტნიორობა ამერიკულ და სამ ქართულ უნივერსიტეტს შორის: „ხუთი წლის შემდეგ ამ პროექტში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი, ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანნი საერთაშორისო ბაზარზე.”

დავით ნარმანია კი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ორი პროგრამის გამოა: „ეს არის სამოქალაქო ინჟინერია და მშენებლობის სექტორი, რაც ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, ამ პროგრამების მიერ გადამზადებული კადრები მომავალში იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წყარო იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვე კადრების მეშვეობით დაგეგმარდეს და განვითარდეს“.

კითხვაზე, თუ რა საერთო აქვს თბილისს სან-დიეგოსთან, დავით ნარმანია გვპასუხობს, რომ ერთ-ერთი ასეთი საერთო მახასიათებელი ისტორიული შენობა-ნაგებობებია: “ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ვნახეთ ქალაქში ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც აღდგა და არის შენარჩუნებული. მეორე - მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი არის ძალიან მწვანე და ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.”

თბილისის მერის თქმით, მის ქალაქს სან-დიეგოსგან „ბევრი საინტერესო რამის“ აღება და დანერგვა შეუძლია, დამეგობრებულ კალიფორნიელებს კი შეუძლიათ „ჩვენი სტუმარ-მასპინძლობის გადმოღება“.
------------

რა უნდა ნახოთ სან-დიეგოში?
„ბალბოა პარკი“ - 15 მუზეუმს, ბაღებს და ურბანულ არქიტექტურას აერთიანებს. აქვეა 1935 წელს გახსნილი 60 მეტრის სიმაღლის “კალიფორნიის კოშკი.”
„გასლამპის უბანი“ - 1800-იან წლებში აშენებული უბანი დღეს სან-დიეგოში ყველაზე მეტ კაფეს და რესტორანს უყრის თავს.
„ლა ჰოია“ – „სან-დიეგოს სამკაულად“ წოდებული სელაპებით, ულამაზესი სასტუმროებით და აკვარიუმით განთქმული სანაპირო.
„პატარა იტალია“ - ეს ჰიპური უბანი ხმელთაშუაზღვის სანაპიროებიდან ჩამოსული მიგრანტების თავშეყრის ადგილია. აქვეა სან-დიეგოს უძველესი, 1888 წელს გახსნილი ტავერნა Waterfront Bar.
„ლუდის ბულვარი“ - სან-დიეგოში 30-ე ქუჩა ლუდის მოყვარულების სამოთხეა, აქ მისულებს 115 სახეობის ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა