logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აზერბაიჯანელი ექსპერტი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მსჯელობა მხოლოდ სოციოლოგიური (IRI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით არ უნდა მოხდეს
აზერბაიჯანელი ექსპერტი: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მსჯელობა მხოლოდ სოციოლოგიური (IRI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით არ უნდა მოხდეს
12:09 25.04.2017
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული და სტაბილური იყო, მაგრამ, როგორც საქართველოს მოსახლეობის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, აზერბაიჯანს მნიშვნელოვან პარტნიორად ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის მესამედიც კი არ მიიჩნევს. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებად ითვლებიან ევროკავშირი (42%), აშშ (33%) და აზერბაიჯანი (29%).
როგორც პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე ამბობს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე მსჯელობა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით არ უნდა მოხდეს.
„მე საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ. იქაური მოსახლეობა ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანს და ჩვენ მეგობრულ ქვეყნად გვთვლიან. თუმცა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური წრეები აზერბაიჯანის მიერ გაწეულ დახმარებას შესაბამის დონეზე არ აფასებენ. ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის ინტერესი მათ მიმართ მხოლოდ აზერბაიჯანთან ერთად არსებობს. ეს იმიტომ, რომ ევროპისათვის მნიშვნელოვანი რიგი პროექტების ინიციატორად სწორედ აზერბაიჯანი გამოდის“, - უთხრა ილგარ ველიზადემ „ეხო“-ს კორესპონდენტს.
მისი თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს კარგი და პარტნიორული თანამშრომლობა ყოველთვის არსებობდა - „ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ჩვენთან მეგობრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში შედიოდა. თუმცა დღეს ეს პოზიცია, ცოტა არ იყოს, შესუსტდა და გამოიფიტა. მე არ მინდა ვთქვა, რომ ამას საქართველო მიზანმიმართულად აკეთებს, მაგრამ [თბილისის პოზიცია] არაშორსმჭვრეტელური მიდგომაა“, - განმარტა პოლიტოლოგმა.
ამავე დროს, როგორც ილგარ ველიზადემ აღნიშნა, საქართველოში ჩასულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანელებს მოწინავე პოზიციები უკავიათ; „საქართველოს მოსახლეობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტისადმი. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში მშვიდად შეიძლება მანათის ლარზე გადაცვლა, ხოლო ქართული ტურისტული მარკეტინგი ითვალისწინებს აზერბაიჯანელი ტურისტების მოთხოვნებს - ისინი ხომ ფულს საქართველოში ხარჯავენ. ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონემ მილიარდ დოლარს მიაღწია“.

http://ru.echo.az/?p=58391




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა