logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუსული ენერგოჰოლდინგი საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოთი ემუქრება
რუსული ენერგოჰოლდინგი საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოთი ემუქრება
12:02 25.04.2017
„რუსული ენერგოჰოლდინგები, რომლებიც ამიერკავკასიაში აქტიურ ინვესტირებას ეწეოდნენ 2000-იან წლებში, ბოლო დროს ადგილობრივი აქტივების მიმართ ინტერესს კარგავენ. მიზეზი ისაა, რომ ეროვნული რეგულატორები მზად არ არიან ელექტროენერგიის ტარიფების მომატებისათვის, რაც ადგილობრივი ვალუტის დევალვაციითაა გამოწვეული. ასე, მაგალითად, „რუსჰიდრომ“ გასაყიდად გამოიტანა თავისი კუთვნილი ჰესი სომხეთში, ხოლო „ინტერრაოს“ განზრახული აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან დაწყებული დავა ტარიფების თაობაზე მოსაგვარებლად საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცეს“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა "КоммерсантЪ"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ვლადიმირ ძაგუტო).
პუბლიკაციაში მეტი ყურადღება აქვს დათმობილი სომხეთში „რუსჰიდროს“ კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტების მდგომარეობას, თუმცა ავტორი მკითხველს საქართველოში არსებულ სიტუაციასაც აცნობს „ინტერრაოს“ კუთვნილი ობიექტების საკითხში:
„2015 წელს „ინტერრაომ“ იმის გამო, რომ სომხეთის ელექტროქსელები, [ტარიფების გაყინვის გამო], წამგებიანი გახდა, აღნიშნული ობიექტი გაყიდა. იგივე სიტუაციაა ამჟამად საქართველოშიც. მთავრობამ უარი განაცხადა რუსული ჰოლდინგის „თელასისათვის“ ტარიფების ინდექსირებაზე. „ინტერრაო“ საქართველოში, „თელასის“ გარდა, კიდევ ორ ჰესს ფლობს („ხრამი-1“ და „ხრამი-2“). 2011-2013 წლებში რუსულმა კომპანიამ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს მთავრობასთან ინვესტირების პირობების შესახებ, რომლის თანახმად, ეროვნული ლარის დევალვაციის შემთხვევაში მოხდებოდა ელექტრონერგიის ტარიფების ინდექსირებაც, მაგრამ 2016 წელს, როცა „ინტერრაომ“ მოითხოვა ტარიფები მომატებულიყო ლარის კურსის დაცემის გათვალისწინებით, თბილისმა უარი განუცხადა. საბოლოო ჯამში, აპრილში „ინტერრაომ“ ქართულ მხარეს შეატყობინა, რომ სატარიფო დავას არბიტრაჟს გადასცემდა. „კომერსანტს“ ხელში ჩაუვარდა „ინტერრაოს“ წერილი, რომელშიც რუსული კომპანია აპელირებს საქართველოს და ნიდერლანდებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე ინვესტიციების დაცვის შესახებ. საქმე იმაშია, რომ საქართველოში არსებული ენერგოობიექტები ეკუთვნის „ინტერრაოს“ ნიდერლანდურ შვილობილ კომპანიებს Silk Road- ს და Gardaban-ს», - ნათქვამია სტატიაში.

https://www.kommersant.ru/doc/3280628

----------
ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე კიდევ ერთ რუსულ გაზეთში - „ვედომოსტში“ სათაურით „ინტერრაო“ საქართველოს მთავრობას სასამართლოთი ემუქრება“. მასში საუბარი წერილზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულმა ნიდერლანდულმა კომპანიებმა გაგზავნეს როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე, სატარიფო დავის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაცემის თაობაზე. მასში აღნიშნულია, რომ როგორ არღვევს საქართველო თავის ვალდებულებას ნიდერლანდებთან ხელმოწერილ შეთანხმებაში ინვესტიციების ურთიერთდაცვის თაობაზე (წყარო: https://www. vedomosti.ru/business/ articles/2017/04/24/687011-inter-rao-gruzii).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა