logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 «ng.ru » (რუსეთი): ირანელების აზრით, საქართველოს საზღვარზე კონტროლი ძალიან მკაცრია, თბილისს კი ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია როგორ მოექცეს ჩადრიან და ჰიჯაბიან ქალებს
«ng.ru » (რუსეთი): ირანელების აზრით, საქართველოს საზღვარზე კონტროლი ძალიან მკაცრია, თბილისს კი ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია როგორ მოექცეს ჩადრიან და ჰიჯაბიან ქალებს
11:51 25.04.2017
კონსულტაციები, რომლებიც ინტენსიურად მიმდინარეობდა, თეირანში რიგ დოკუმენტებზე ხელმოწერით დაგვირგვინდა. მათგან ზოგი მინისტრების დონეზე გაფორმდა , ზოგი კი ორი ქვეყნის კერძო წარმომადგენლების მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი - ესაა სატრანსპორტო დერეფნის განვითარება სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე და ენერგეტიკული თანამშრომლობა. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა“, - აღნიშნულია რუსულ გამოცემა "Независимая газета"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თეირანულ ვიოიაჟს წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტი თბილისში, სადაც მხარეებმა განიხილეს ირანული პროდუქციის ევროპაში ექსპორტის მარშრუტი, საქართველოს ტერიტორიის გავლით. გადაწყდა, რომ თბილისში მიღწეული შედეგები თეირანში უკვე კონკრეტულ დოკუმენტზე ხელმოწერით გაფორმდებოდა, მაგრამ, როგორც მწირი ინფორმაციიდან ირკვევა, მიღწევები მაინცდამაინც ისეთი არაა, როგორიც მოსალოდნელი იყო: ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ-ჯერობით ისევ განხილვის სტადიასა და წინასწარი მოლაპარაკების დონეზე დარჩა.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირიმ დიდი ყურადღება დაუთმო ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას. შესაძლოა, იგი ერთგვარად ნაწყენიც კი იყო, როცა განაცხადა, რომ კონკრეტული შეთანხმებები მხოლოდ სოფლის მეურნეობის, ავტოგადაზიდვებისა და სპორტის სფეროში გაფორმდა. ირანულ მხარეს უფრო მეტად სატრანზიტო დერეფნის - „სპარსეთის ყურე - შავი ზღვის“ პერსპექტივა აინტერესებდა.
„წინა შეხვედრებზე გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ, ახლა კი ინფორმაციებს ვისმენთ, თუ როგორ რეალიზდებიან ისინი. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ეკონომიკური დერეფნის „სპარსეთის ყურე - შავი ზღვის“ პერსპექტივა. ამ დერეფნის დასაწყისად შეიძლება იყოს როგორც ირან-აზერბაიჯან-საქართველოს, ასევე ირან-სომხეთ-საქართველოს მიმართულებაც“, - განაცხადა ესჰაყ ჯაჰანგირიმ. ქართველი პრემიერ-მინისტრი მას დაეთანხმა.
მაგრამ მოვუსმინოთ ქართველ ექსპერტებსაც:
„რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, როცა პოლიტიკური მოტივები გვერდზეა გადადებული. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია სწორედ სატრანზიტო ფუნქციები ითვლება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. ამ მხრივ ირანთან ურთიერთობის გააქტიურება შესაძლოა პერსპექტიული იყოს. სხვა საქმეა, როცა მოლაპარაკება პოლიტიკური კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ირანთან კავშირების გააქტიურება ემთხვევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ურთიერთობის გამწვავებას ირანთან“, - განაცხადა „ნეზავისიმაია გაზეტა“-სთან საუბარში ცნობილმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, საკმაოდ გაუგებარია, როგორ შეძლებს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან პარტნიორობას და ირანთან მეგობრობის ერთმანეთთან შეთავსებას. ამგვარი ნაბიჯი აბსოლუტურადაა ამოვარდნილი იმ სტრატეგიული ვექტორებიდან, რომელიც ხელისუფლების მიერაა გაცხადებული. ალბათ, ამ კონტექსტში არ უნდა დავივიწყოთ ვაშინგტონის მიერ ორი წლის წინ თბილისისადმი გამოთქმული შენიშვნები, რომელთა თანახმად, საქართველო-ირანის სრულფორმატიანი ურთიერთობა აშშ-სთვის არასასურველია. ვაშინგტონის ასეთი პოზიცია ახლახან გახდა ცნობილი „ვიკილქსის“ მეშვეობით.
გია ხუხაშვილის აზრით, ასევე გაუგებარია, თუ როგორ მოახერხებს ირანი ბუნებრივი გაზის საქართველოში ექსპორტის გეგმის რეალიზებას: „ამ საკითხს სამი ასპექტი აქვს. წმინდა ეკონომიკური ასპექტი იმაში გამოიხატება, რომ ირანული გაზი საკმაოდ ძვირია აზერბაიჯანულ გაზთან შედარებით, რომლითაც დღეს საქართველო უზრუნველყოფილია. ტექნიკური ასპექტი - ამჟამად არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობით ირანული გაზი საქართველოში შემოვა, ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა კი სერიოზულ ინვესტიციებთან და ვადებთანაა დაკავშირებული. მესამე ასპექტი - ისევ პოლიტიკა: უნდა ავირჩიოთ, თუ რა გვინდა და საით მივდივართ. თუ ირანი ისევ სანქციების ქვეშ აღმოჩნდება, მაშინ რას გავაკეთებთ? პრინციპში, ირანს სანქციები დღესაც ბოლომდე არ აქვს მოხსნილი. ისინი შეიძლება გამკაცრდნენ, თუ აშშ-ის ბოლო განცხადებებს მივაქცევთ ყურადღებას... ჰოდა, აი, ასეთ ფონზე ჩვენი ხელისუფლების გააქტიურება ირანის მიმართულებით საკმაოდ გაუგებარია“, - ეუბნება „ნეზავისიმაია გაზეტას“ გია ხუხაშვილი.
ამგვარი სიტუაციის პირობებში გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს უფრო მეტად შეგნებული თამაშის ხასიათი აქვს [ირანის გლობალური გეგმების მნიშვნელობის „დაქვეითება“]. სწორედ ამიტომ მან მოლაპარაკების დროს ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის უფრო პროზაულ მიმართულებაზე: იგი ირანულ მხარეს ესაუბრა საქართველოს მიმზიდველ ბიზნეს-კლიმატზე, მოუწოდა თეირანს ინვესტიციები ჩადოს ქართულ ეკონომიკაში და ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოს მეშვეობით განახორციელოს. „ჩვენ მზად ვართ ქართველ და ირანელ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ურთიერთობისათვის მაქსიმალური კომფორტული პირობების შევუქმნათ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ირან-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი კონკრეტული მიმართულება - ტურიზმი. ეს დარგი ისედაც განვითარებულია, თუმცა მხარეები უფრო მეტს ელოდებიან. ამასთან, ირანული მხარის აზრით, საქართველოს საზღვარზე კონტროლის ნორმები ძალიან მკაცრია და აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ ამ ფაქტორმა ირანელი ტურისტების ნაკადის ინტენსივობაზე უარყოფითად იმოქმედოს. თბილისში ყოფნის დროს ირანის საგარეო სქაქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა მასპინძლებს შენიშვნა მისცა - სასაზღვრო შემოწმების დროს ირანელ ტურისტ-ქალებს პატივისცემით უნდა მოეპყროთ, დაუშვებელია სახის გამოჩენა მოსთხოვოთ ტრადიციულად ჩაცმულ ირანელ ქალბატონებსო. თეირანი თვლის, რომ სახის გამოჩენის მოთხოვნა ირანელი ქალების ღირსებას და პატივს ლახავს და ამგვარი წესების გავრცელება მათზე ტურისტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ საკითხს მოაგვარებს.
თბილისს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოექცეს ჩადრიან და ჰიჯაბიან ქალებს, როგორც შეცვალოს კონტროლის სისტემა, მაგრამ აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ველოსიპედის გამოგონებას აზრი არ აქვს: ალბათ, საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნების გამოცდილებით ისარგებლებს, სადაც ირანელი სუსტი სქესის წარმომადგენლები სახის ჩვენების „დამამცირებელი პროცედურების“ გარეშე დადიან.

http://www.ng.ru/cis/2017-04-24/6_6981_georgia.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა