logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«echo.az » (აზერბაიჯანი): „ფეიკური ახალი ამბები“ და ერევნის იმედები; როგორ იტყუება სომხური მასმედია საქართველოში ირანელი მინისტრის ვიზიტის შედეგების შესახებ
«echo.az » (აზერბაიჯანი): „ფეიკური ახალი ამბები“ და ერევნის იმედები; როგორ იტყუება სომხური მასმედია საქართველოში ირანელი მინისტრის ვიზიტის შედეგების შესახებ
12:12 23.04.2017
ირანელები ახალ-ახალი „ინფრასტრუქტურული“ იდეებით გამოსვლას აგრძელებენ. ამჯერად ხმამაღალი ინიციატივა გააჟღერა თბილისში ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამაფ ჯავად ზარიფმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. მოლაპარაკების დროს ირანელმა მინისტრმა სპარსეთის ყურესა და შავი ზღვას შორის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის იდეა წამოაყენა, - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა "Эхо"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ნურანი კასიმოვა).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული შეხვედრებისა და მოლაპარაკების თემატიკა და ქართველ ექსპერტთა შეფასებები.
„თავის დროზე ირანს ჰქონდა კავკასიაზე ტრანზიტის შესაძლებლობა, მაგრამ თეირანს ტრანზიტის განხორციელებაში ხელი შეუშალა არა იმდენად დასავლეთისაგან გამოცხადებულმა სანქციებმა, არამედ სომხეთის პოზიციამ, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში დაბლოკა აზერბაიჯანის რკინიგზის მეგრის მონაკვეთი, შეწყვიტა ნახჭევნის ასსრ-სთან სარკინიგზო მიმოსვლა. სწორედ ნახჭევნის ავტონომიაში არსებობდა ირანის საზღვარზე სარკინიგზო გადასასვლელი - სადგური ჯულფა. ახლა კი, როცა გამალებული ტემპით მიმდინარეობს კასპიისპირა რკინიგზის - ასტარა-რეშტის მშენებლობა, როცა სატესტო მატარებელი მზადდება, უკვე გასაგებია, საით განხორციელდება ირანული პროდუქციის ექსპორტი... მაგრამ ზოგიერთები რატომღაც ახალ „სატრანზიტო“ მიმართულებაზე ოცნებობენ, რაღაც გეგმებს აწყობენ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი და სომხურ წყაროებს იმოწმებს: სომხური მასმედია თურმე მომხდარ ფაქტებს თავდაყირა აყენებს და სულ სხვაგვარად წარმოუდგენს საზოგადოებას, „ფეიკურ“ (ცრუ) ინფორმაციებს ავრცელებს. აი, მაგალითად, გამოცემა „პანორამა“ და „არანნიუსი“ აღნიშნავენ, რომ სპარსეთის ყურედან შავზღვამდე სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფანი აზერბაიჯანზე კი არა, არამედ სომხეთზე გაივლისო, ანუ, მათი მტკიცებით, სანქციებმოხსნილმა ირანმა თავისი საქონლის მთავარ სატრანზიტო ქვეყნად სომხეთი აირჩია. მარშრუტიც კი არის ნაჩვენები: მეგრი-ვაიოც-ძორ-ერასხი, შემდეგ რკინიგზით საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურ ფოთამდე და იქიდან ბულგარეთში და რუსეთში. ისე, საკითხავია, სომხურ გამოცემებს რატომ არ უჩნდებათ სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორი გზით უნდა განახორციელოს ირანმა ტვირთების ტრანზიტი სომხეთის გავლით? ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზა ხომ არ არსებობს...
სხვათა შორის, ამ რკინიგზის მშენებლობის იდეა წინა წლებში არსებობდა, მაგრამ სიძვირის გამო მიყუჩდა. საერთოდ კი, ეს რკინიგზა თუნდაც რომ აშენებულიყო, მისი მეშვეობით ირანი საქართველოზე გავლით რუსეთს პირდაპირ ვერ დაუკავშირდება, ასტარა-რეშტის რკინიგზით კი თეირანს სეუძლია პირდაპირ გავიდეს რუსეთზეც, საქართველოზეც და ევროპის ქვეყნებზეც... რასაკვირველია, სომხებს საავტომობილო ტრანზიტის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათი გეგმები უკვე აორთქლდა: აზერბაიჯანის გავლით საავტომობილო ტრანზიტიც მომგებიანი და საიმედოა.


http://ru.echo.az/?p=58792

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა