საქართველო გეგმავს თვის განმავლობაში განახორციელოს ბუნებრივი გაზის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან,
- განაცხადა ირანის საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-სტან ინტერვიუში ირანის საგარაო საქმეთა სამინისტროს დსთ-ისა და კავკასიის სახელმწიფოების სამმართველოს ხელმძღვანელმა გოლამრეზა ბაგერი მოგადამმა.
მინისტრის აღნიშნულ განცხადებას აზერბაიჯანული გამოცემა "Новое время" ეხმაურება.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
როგორც ცნობილია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი 18 აპრილს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. მას თან ახლდა დელეგაცია, რომელშიც დაახლოებით 20 კომპანიის წარმომადგენელი შედიოდა - ბიზნესმენები როგორც ქვეყნის ეკონომიკის სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. ეს ვიზიტი განხორციელდა ქართველი დიპლომატების მიწვევით, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით.
გოლამრეზა ბაგერი მოგადამმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე შეისყიდა გაზი, მაგრამ ირანიდან მისი იმპორტი ჯერ არ მოუხდენია. „საქართველოში თქვეს, რომ ისინი გაზის იმპორტს ერთი თვის განმავლობაში განახორციელებენ“, - თქვა სამმართველოს ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ თეირანს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვევა..
გასული წლის ივლისში ირანის გაზის საექსპორტო ეროვნული კომპანიის მმართველმა დირექტორმა ალირეზა ქამელმა განაცხადა, რომ ირანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში 40 მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი გაზის გადატუმბვის თაობაზე. ალირეზა ქამელმა აღნშნა, რომ დოკუმენტი გაფორმდა კერძო ქართულ კომპანია Georgian International Energy Corporation-თან, ოთხთვიანი საგამოცდო ვადით. იმ ხანებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა თქვა, რომ მის უწყებას ირანული გაზის იმპორტის თაობაზე დადებული კონტრაქტის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გააჩნია. „ჩვენ არაფერი ვიცით არც შესყიდული გაზის მოცულობისა და არც იმ კომპანიის შესახებ, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა. ასევე არ ვიცით, თუ [ირანის] რომელი რეგიონიდან და როგორ იქნება გაზი მიღებული“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამჟამად საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანია. გაზის მცირე რაოდენობას თბილის რუსეთიდანაც იღებს.
http://novoye-vremya.com/pdf/2.pdf

















