logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«The Wall Street Journal» (აშშ): "7 წლის შემდეგ სულ სხვა თბილისი ვიხილე"-ამერიკელი ტურისტის შთაბეჭდილებები
«The Wall Street Journal» (აშშ): "7 წლის შემდეგ სულ სხვა თბილისი ვიხილე"-ამერიკელი ტურისტის შთაბეჭდილებები
11:27 22.04.2017
"თბილისი, საქართველო: ევროპის იდუმალი ადგილი დღეს უკვე ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო; არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ევროპელი ტურისტები და მოგზაურები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჩამოსვლას ვერ ბედავდნენ, ახლა კი თბილისი განახლებულია და ვითარდება".
გავლენიან ამერიკულ გამოცემა «The Wall Street Journal»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია თანამედროვე თბილისის ღირსშესანიშნაობები, ძველი ქუჩები, ღამის კლუბები, კაფე-რესტორნები, დასასვენებელი და გასართობი ადგილები (ავტორი - ტარა იზაბელ ბარტონი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ავტორი ერთმანეთს ადარებს შვიდი წლის წინანდელ და თანამედროვე თბილისს: „2010 წელს, როცა მე თბილისში ჩამოვედი, აქ მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობდა. თანამედროვე რესტორნები ბევრი არ იყო, ირგვლივ მხოლოდ იაფფასიანი ლუდხანები და კაფეები არსებობდა, სადაც ტურისტები დადიოდნენ. ამ პერიოდში ქალაქი მეტად ქაოსური იყო, დღეს კი საქართველოს დედაქალაქი აბსოლუტურად სხვა ქალაქია. საქართველოს დედაქალაქი აღარ არის ევროპის იდუმალი მიმართულება, რომელიც დასავლელმა მოგზაურებმა არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. ოროთახიანი ბინა, ნარიყალას ხედით, თვეში 400 დოლარად ვიქირავე. ქალაქის ცენტრში რომ გავსულიყავი, ძველი რიყისქვიანი ქუჩების გავლა მიხდებოდა, სადაც გაველურებული კატები დანავარდობდნენ... პურს ქვისგან აშენებულ პატარა უსახელო საცხობში ვყიდულობდი, ბროწეულს და ლეღვს კი მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ტანსაცმელებითაც ვაჭრობდნენ. მიუხედავად უცნაურობისა და ქაოსისა, ქალაქი მაინც ძალიან შემიყვარდა. უცნაურობა იყო, როცა იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მრავალსართულიანი ცათამბჯენი შეიძლებოდა ერთ ღამეში აშენებულიყო, ხოლო რუსთაველის გამზირზე მდებარე მავრიტანული სტილით აშენებული ოპერის თეატრის შენობის რეკონსტრუქცია წლობით ჭიანურდებოდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, ოქსფორდის უმაღლესი სკოლის დამთავრებისას, ისევ თბილისში დავბრუნდი და აბსოლუტურად სხვა ქალაქი აღმოვაჩინე. ჩემს ძველ ნაცნობ საჩაიეს ადგილზე ახლა ღვინის თანამედროვე მაღაზია დამხვდა, იქვეა ალიევის პარკი, განახლებული მეიდანი... დღეს თბილისი ნაკლებად ანარქიულია ვიდრე პირველად მომეჩვენა, თუმცა, აქ ნამდვილად იგრძნობა ახალგაზრდული ენერგია",- წერს ავტორი.
პუბლიკაციაში ავტორი საუკეთესო კაფეებს შორის „ეზოს“ და Le Toit-ს ასახელებს და ამბობს, რომ ასეთი კაფეები ვინტაჟურ სტილში, განსაკუთრებული გაფორმებების გარეშეა მოწყობილი. „ეს ადგილები არ არის ისეთი პომპეზური, როგორებიცაა vip ბარები შარდენის ქუჩაზე",- ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში მოხსენიებულია ღამის კლუბი „ბასიანი“, სასტუმრო „ფაბრიკა“ და მთაწმინდის პარკი, რომლებიც პოპულარულ გასართობი და დასასვენებელი ადგილებია დღევანდელ თბილისში. „ფაბრიკა“ ყოფილი საბჭოთა ქარხნის შენობა გახლავთ, რომელიც ჰიპსტერულ სასტუმრო-გალერეად გადაიქცა და სადაც კედლები გრაფიტით არის მოხატული. აქვე ახლოს არის რესტორანი „ბარბარესთან", სადაც ადგილები დღის ოთხ საათზეც კი დაჯავშნულია. აქ მოგართმევენ ქართული კლასიკური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც მე-19 საუკუნის თავადი ქალბატონის ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტითაა მომზადებული“, - წერს ავტორი.
სტატიაში აღწერილია აგრეთვე მშრალი ხიდი და განახლებული დავით აღმაშენებლის გამზირიც: „ბოლოს, როდესაც აქ ვიყავი, აღმაშენებელზე არეულობა სუფევდა, აქ იყო ბევრი განსხვავებული შენობა და საქორწილო კაბების მაღაზია. ახლა ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულებისთვისაა განკუთვნილი, ახლადშეკეთებული ქვაფენილი კი ყვითელყვავილებიანი კალათებითა და ისტორიული ფოტოებითაა შემოსაზღვრული. ქუჩა სავსეა ქართული ბრენდისა და ღვინის სარეკლამო ბანერებით",- წერს ავტორი.

https://www.wsj.com/articles/tbilisi-georgia-no-longer-europes-best-kept-secret-destination-1492703315?mod=e2fb

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა