logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«echo» (აზერბაიჯანი): მაშინ, როცა მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბადიანს ხვდებოდა, ე.წ. „არცახის პრეზიდენტმა“ ბაკო სააკიანმა ბიბილოვს მილოცვა გაუგზავნა
«echo» (აზერბაიჯანი): მაშინ, როცა მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბადიანს ხვდებოდა, ე.წ. „არცახის პრეზიდენტმა“ ბაკო სააკიანმა ბიბილოვს მილოცვა გაუგზავნა
10:35 22.04.2017
„ამ დღეებში სომხური მასობრივი მედიის ყურადღების ცენტრში დიპლომატიური ქრონიკა მოექცა. ერევანს ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც სომხეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მთელი სერია გამართა. ჰოდა, სომხური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ბეჯითად და დეტალურად ავრცელებენ ინფორმაციას მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური უწყების მეთაურის ვიზიტის შედეგების შესახებ. გარეგნულად, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი კარგად და მშვენივრად გამოიყურება“, - ასე იწყება აზერბაიჯანულ გაზეთ "Эхо"- ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ ჯანელიძის ერევანში ყოფნის მთავავრი მომენტები (ავტორი - ნურანი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„ტელეკამერების წინ ბევრი რამ ითქვა საქართველოსა და სომხეთის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე”, - აღნიშნავს ავტორი და იმ განცხადებების ციტირებას ახდენს, რომლებიც ქართველმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მისმა სომეხმა კოლეგამ ედვარდ ნალბანდიანმა გააჟღერეს ერთობლივ ბრიფინგზე.
პუბლიკაციაში, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მიხეილ ჯანელიძის განცხადებებს. ეს არც არის გასაკვირი: გასაგები მიზეზების გამო, აზერბაიჯანი დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს დამოკიდებულებას სომხეთის მიმართ. ამ თვალსაზრისით სტატიაში გაშუქებულია თბილისის პოზიციები და შეთავაზებები ერევანს - ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში. ყველაზე მეტი მნიშვნელობა კი, ცხადია, სომხეთისათვის ესოდენ საჭირო საკითხს - საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს ენიჭება, კერძოდ, შავი ზღვის ნავსადგურების შესაძლებლობებს, რომლებიც სომხეთს შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სტატიის ავტორიც სწორედ ამ საკითხზე აკეთებს აქცენტს:
„ზედმეტია იმის შეხსენება ჩვენი მკითხველისათვის, რომ საქართველო და სომხეთი ერთმანეთის მეზობელი ქვეყნებია, მეზობლებისთვის კი უმჯობესია მშვიდობიანად და თანხმობით იცხოვრონ და თუ მოხერხდება, ეკონომიკური თანამშრომლობაც განავითარონ. ერევანს თავისი განსაკუთრებული ინტერესი აქვს ჩრდილოელი მეზობლისადმი: სომხეთისთვის, რომელიც აზერბაიჯან-თურქეთის მხრიდან ჩაკეტილია, საქართველო ნამდვილ „სიცოცხლის გზას“ წარმოადგენს - რუსეთში და ევროპის ქვეყნებში გასასვლელად. რასაკვირველია, არსებობს აგრეთვე „ირანული მიმართულება“, მაგრამ სამხრეთულ მეზობელთან პრაქტიკულად არანაირი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამავე დროს სომხეთს ქართულ „სიცოცხლის გზაზე“ საკმაო პრობლემები აქვს, განსაკუთრებით ზემო ლარსის მიმართულებით, რომელიც, კლიმატური თუ რელიეფური მიზეზების გამო, მნიშვნელოვანი შეფერხებებით მუშაობს. ბუნებრივია, ერევანი ალტერნატივას ეძებს. საქართველო მას თავის შავი ზღვის ნავსადგურებს სთავაზობს, მაგრამ სომხები ჩივიან, საზღვაო ბორნები ძვირი გვიჯდებაო და ქართველებისაგან ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალით სარგებლობის უფლებას ითხოვენ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალზე და როკის გვირაბზე გადის. ან მეორე ვარიანტს - საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედებას. თუმცა ორივე ვარიანტი უპერსპექტივოა, რადგან თბილისი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში არანაირ კომპრომისზე არ თანხმდება.
და რადგანაც მიხეილ ჯანელიძესთან მოლაპარაკებებში, როგორც ჩანს, ეს თემები საერთოდ არ განხილულა, აშკარაა, რომ ერევნისთვის სიტუაცია კარგად არ ვითარდება. ცხადია, სომხეთის ხელმძღვანელობა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს. მართალია, ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ შედეგად სომხურმა ცესკომ მმართველ პარტიას სასიამოვნო ციფრები დაუდო, მაგრამ ერევნელი მაღალჩინოსნების კაბინეტებში კარგად ხვდებიან იმას, რომ ხელისუფლებას ბევრი ოპოზიციონერი ჰყავს, რომლებიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ მთავრობას სომხეთის მოსკოვის „ფორპოსტად“ გადაქცევის გამო. დღეს, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, ერევნელ ანალიტიკოსებს ეს ფაქტორი ძალიან აშინებთ“, - წერს ბაქოს გაზეთის ჟურნალისტი და ამის დასადასტურებლად იგი ერევნის ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელის არა პაპიანის ნათქვამს იმოწმებს: „ჩვენ გვეგონა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებით თავის დაპირებებს შეასრულებდა, მაგრამ ახლა ნათელი ხდება, რომ მოსკოვ-ვაშინგტონის დაახლოება ფიასკოს განიცდის. ჩვენ ორ ბანაკს შორის აღმოვჩნდით, რაც ძალიან მავნე მოვლენაა. რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა კი სომხეთს „ფრონტულ მდგომარეობაში“ აყენებს“.
„აი, ასეთ ფონზე, - წერს ნურანი, - სომხეთის ურთიერთობა საქართველოსთან, ანუ იმ მეზობელთან, რომელმაც უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დასავლეთთან - თბილისმა უკვე მიიღო ვიზალიბერალიზება ევროკავშირისგან და წარმატებით თანამშრომლობს ნატოსთან, ერევნის ხელისუფლებისთვის ერთგვარი თვალსაჩინოებაა იმისა, რომ თითქოსდა სომხეთს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი საგარეოპოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა. თუმცა რეალურად ხომ ასე არ არის: სომხეთი ტოტალურადაა დამოკიდებული რუსეთზე და ეს ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს ერევან-თბილისის ურთიერთობაზე; იმ დღეებში, როცა მიხეილ ჯანელიძე თავის კოლეგა ედვარდ ნალბადიანს ხვდებოდა, ე.წ. „არცახის პრეზიდენტმა“ ბაკო სააკიანმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთ - ალანეთის სახელმწიფოს“ არჩეულ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მილოცვა გაუგზავნა. ვინმემ თუ დაივიწყა, გავახსენებთ: „სამხრეთ ოსეთი“ თუ „ალანეთის სახელმწიფო“ იგივე მარიონეტული ოკუპაციური რეჟიმია, როგორსაც თვითონ ბაკო სააკიანი წარმოადგენს, იმ განსხვავებით, რომ ოსების „დამოუკიდებლობა“ რუსეთს და კიდევ ორიოდე სახელმწიფოს აქვს აღიარებული.
ასეთი „არჩევნებ-რეფერენდუმების“ მიმართ სომხეთი აშკარა მხარდაჭერას გამოხატავს: მართალია, ამას თვითონ ერევანი არ აკეთებს, მაგრამ აცხადებს იგივე დამოუკიდებელი „არცახის პრეზიდენტის“ პირით. მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: ვინმეს სჯერა ხანკენდელ სეპარატისტტთ ლიდერის ბაკო სააკიანის დამოუკიდებლობა სერჟ სარგსიანისაგან და სერჟ სარგსიანის დამოუკიდებლობა ვლადიმირ პუტინისგან? ასეთ მანევრს ერევანი პირველად არ მიმართავს. როგორც თავის დროზე „საქმის მცოდნე წყაროები“ ამტკიცებდნენ, რუსეთმა 2008 წელს სომხეთსაც მოსთხოვა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება, მაგრამ „ფორპოსტმა“ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა: მას საზღვარს საქართველოც დაუხურავდა, ერევანი კი ამგვარ ლოჯისტიკურ შოკს ვერ გადაიტანდა. სამაგიეროდ, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების „სუვერენიტეტი“ ხანკენდმა ხმამაღლა აღიარა. სომხები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დამაბალანსებელი დიპლომატია განახორციელეს: რუსეთსაც აჩვენეს, რომ მხარს გიჭერთო და იმავდროულად თავიდან აიცილეს დიპლომატიური კონფლიქტი საქართველოსთან, თუმცა ასეთ „ყურების პარტყუნს“ მხოლოდ გამოქლიავებული დილეტანტი თუ დაიჯერებს...
სომხეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია პროვოკაციული აქტიურობის შემცირება და რისკების მინიმიზირება. მათ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ქართული „ფანჯარა მსოფლიოში“ დაიხუროს, მაგრამ... ერევანი საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ბედავს, ყველაფერი მოსკოვში წყდება“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

http://ru.echo.az/?p=58520


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა