logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): რუსეთის მოქმედებას კონფლიქტის ზონაში „ველურობას“ უწოდებენ
«Radio Voice of America» (აშშ): რუსეთის მოქმედებას კონფლიქტის ზონაში „ველურობას“ უწოდებენ
12:04 21.04.2017
კონფლიქტის ზონაში რელიგიურ დღესასწაულებს სხვა ტკივილი ახლავს. ჩვეულებრივობა აქ ფუფუნებაა. ყოველი მორწმუნესთვის, რაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია, კონფლიქტის ზონაში აკრძალული და შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს და საქართველოს მსგავსად ქრისტიანული ქვეყანაა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის სრულფასოვნად აღნიშვნის უფლებას ერთმორწმუნე, მშვიდობიან ადამიანებს მაინც არ აძლევს.
აღდგომის მეორე დღეს, ტრადიციულად, გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ და საფლავებზე გადიან. ამ ტრადიციას საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონფლიქტის ზონაში კი ახლობლების, მეგობრებისა თუ წინაპრების საფლავების მონახულება დიდი ფუფუნებაა. რუსეთი ამ უფლებას არ გასცემს. ეგრეთ წოდებული, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ საფლავებზე ნათესავები გასვლას ვერ ახერხებენ. ეს საკითხი მუდმივად წამოიჭრება ხოლმე საერთო შეხვედრებზე, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ტარდება, ასევე ჟენევაში, მაგრამ რუსეთი შეუვალია.
კონფლიქტის ზონაში ეს ტკივილი უჩინრად არსებობს. ის საერთოა თითქმის ყველა ოჯახისთვის, რომელიც იქ ცხოვრობს და რომელიც დევნილად იქცა. ეს ხმავერმიწვდენილი საფლავების გამო არსებული სევდაა. მაგრამ კიდევ უფრო ღრმა და უფრო მწვავე, ვიდრე უბრალოდ სევდა.
ადამიანები, ვინც "ამერიკის ხმამ" ჩაწერა, სწორედ ამ ტკივილს ატარებენ. ლია ჩლაჩიძე ერგნეთში ცხოვრობს. აღდგომა მისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. მის ოჯახში კვერცხები წითლად იღბება და სააღდგომო პასკა ცხვება, მაგრამ მისი რელიგიური რიტუალი მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე ტარდება. „შარშან ვიყავი აქ, ერგნეთში, მამისაანთუბანში, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, როდესაც მიცვალებულების დღე აღინიშნება. ყვავილები, კვერცხები და სანთლები წავიღე, ხელი ღობის ქვეშ შევყავი და ისე დავანთე ეს სანთლი. გამიმართლა ამინდმაც, რომ არ ჩაქრა სანთელი და ბოლომდე ჩაიწვა. მართალია, ცრემლების ყლაპვით, მაგრამ ისეთი კმაყოფილი ვიყავი და ისეთი კმაყოფილი წამოვედი იქიდან, მეგონა, მთელ იქით დარჩენილ მიცვალებულებს მივაგე პატივი, ყველას მაგივრად“.
ჩვენთან საუბრისას ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა შეამცირონ ძალისხმევა, რომელიც საფლევების მონახულების უფლების მოპოვებისკენაა მიმართული. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების წინ საუბრობენ ამ საჭიროებაზე მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივ მყოფი ადამიანები. „ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს ერგნეთის შეხვედრებს, სადაც მუდმივად აყენებენ საკითხს იმის შესახებ, რომ ადამიანებს მისცენ უფლება მივიდნენ ახლოს მდებარე სასაფლაოებზე. მაგრამ არასოდეს ეს საკითხი არ წყდება. მახსენდება, შარშან, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დათო სანაკოევმა განაცხადა, „მაინცდამაინც აღდგომის წინა დღეს რატომ აყენებთ ამ საკითხს, მთელი წლის განმავლობაში რატომ არ მუშაობთ ამის შესახებო“ და ძალიან მენიშნა ეს ამბავი. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ გაძლევენ აქეთ ნიშნანს, რომ შენ ეს საკითხი ერთჯერადად კი არაღნიშნო, მუდმივად იმუშაო მასზე. მუდმივად არ უნდა მოასვენო, არ უნდა დაასვენო და უთხრა, რომ არაა ნორმალური ადამიანს ახლობლის საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცე. რაღაც ველურობასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკაში გადააქვთ ეს ჩვენი ყოველდღიური, ყოფითი საკითხი. ასეთი დღე ხომ წელიწადში ერთხელაა. ნუთუ არ შეიძლება, ამაზე მუდმივად იყოს ლაპარაკი, რომ იქნებ ერთხელ მაინც გამოგვივიდეს, ძალიან მწყდება გული.“
მანანა ჭამპურიძე ცხინვალიდან დევნილია. მისი ახლობლების საფლავებიც გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ მას არ ტოვებს ადამიანური თანადომისა და მეგობრობის იმედი იმ ხალხის მხრიდან, ვინც ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობს და სჯერა, რომ მისი ახლობლების საფლავები წითელი კვერცხისა და დანთბული სანთლის გარეშე არ დარჩება: „საკუთარი სახლები ხომ გვადარდებს, მაგრამ საფლავების საკითხი უფრო მეტად მტკივნეულია ჩვენთვის, რადგან საფლავი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი მამა–პაპის ძვლები განისვენებენ. აღდგომის დღეებში ტკივილიც, სევდაც, მონატრებაც უფრო მწვავდება. 2004 წლამდე ჩვენ კიდევ ვახერხებდით შესვლას და მამაჩემის საფლავის მონახულებას ცხინვალში, აღდგომის დღესასწაულზე. მინდა გითხრათ, რომ რამდენჯერაც ჩვენ მივდიოდით იქ, საფლავი გაწმენდილი, დასუფთავებული გვხვდებოდა. ახლაც ამიტომ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, ეს ისევ ასე გრძელდება. ჩვენ არავის ვთხოვდით ამის გაკეთებას, ამას უთქმელად აკეთებდნენ მამას მეგობრები. ყოველთვის მაქვს იმედი, რომ იქითა მხარეს ისევ არიან ის მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მამას საფლავზე აუცილებლად მივლენ, კვერცხებს გააგორებენ და სანთლებსაც დაანთებენ.“
სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლება განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ მათი რესპუბლიკა რუსეთთან გაერთიანებდება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების რუსულთან გაერთიანების პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, რუსეთისთვის საფლავები ადამიანურ, ჰუმანიტარულ, ან თუნდაც რელიგიურ საკითხს კი არა, პოლიტიკური ვაჭრობის საგანს წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა