logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აზერბაიჯანული პრესა: ირანი ფრთხილად ეძებს გზებს ძველი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად
აზერბაიჯანული პრესა: ირანი ფრთხილად ეძებს გზებს ძველი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად
11:20 21.04.2017
აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй», საქართველოში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს ჟურნალისტ სალეჰ ბაიათის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
ამ დღეებში ირანის საგარეო საქმეტა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც იგი შეხვდა არამარტო თავის კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს, არამედ საქართველოს ორ სხვადასხვა ვექტორის მქონე ნომინალურ ხელმძღვანელს: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს (პოლიტიკის პროდასავლური განშტოება) და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს (პირობითად პრორუსული განშტოება). სწორედ ბოლო ფაქტორი იძლევა ორმხრივი კავშირების აღდგენის საფუძველს, რომლებიც მას შემდეგ შესუსტდა და თითქმის გაწყდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა, აშშ-ის პრინციპული პოზიციის გამო, ირანელი მრეწველების ანგარიშებზე ერთი მილარდი დოლარი გაყინა. მხარეებმა ბოლო წლებში ერთმანეთისადმი ეჭვიანი დამოკიდებულება შედარებით განმუხტეს, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოს პროდასავლური კურსით იყო გამოწვეული. თუმცა ყველაზე მეტად ირანს საქართველო-ისრაელის მტკიცე კავშირები აწუხებდა.
მაგრამ, ბოდიში და ვისი ბრალია ეს ყველაფერი? აზერბაიჯანიც ხომ იგივე სქემით მოქმედებს, თანაც მხოლოდ ირანის თეოკრატიული რეჟიმის გამო, რომელიც ქვეყანას მართავს პრინციპით „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“. ეს რეჟიმი ისლამური ტროცკიზმის განსახიერებაა და ცდილობს აგრესიული შიიზმი მეზობელ ქვეყნებზეც გაავრცელოს. რადგანაც რეგიონში საკმაოდ ბევრი ადამიანია ამ რელიგიური დინების მიმდევარი, ჩვენს ნერვიულ მეზობელთან ყურადღებით უნდა ვიყოთ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი: საქართველოს მჭიდრო კავშირები აშშ-სთან, რომელთანაც 2009 წლის იანვარში გაფორმდა ქარტია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და რომელიც ირანისათვის გადაულახავ გამღიზიანებელ ფაქტორად არ გამხდარა. პირიქით, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკა ირანის მულოკრატიის მიერ პრაგმატულად განიხილებოდა - შავიზღვისპირა სახელმწიფო შეიძლებოდა თეირანისთვის შუამავლად ქცეულიყო, უპირველესად ეკონომიკის სფეროში. გარდა ამისა, საქართველოს კურსს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით (პირველი მერცხალი - ვიზალიბერალიზება!) შეიძლებოდა მეზობლებისთვისაც სარგებლობა მოეტანა. ამასთან, საქართველოს პოლიტიკა კლერიკალური რეჟიმისთვის ერთგვარ საფრთხესაც შეიცავს: იბერიელები აქტიურად ცდილობენ ნატოში ინტეგრირებას, ასეთი პერსპექტივა კი სამხრეთელისათვის (ირანისათვის) სასიამოვნო არაა, მით უმეტეს, რომ მას უკვე ჰყავს ნატოელი მეზობელი - თურქეთი.
ასეთი გეოპოლიტიკური შეუთავსებლობის გამო შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ, რომლის თანახმად, ირანის დელეგაციის ქართული ვოიაჟის ძირითად მიზანს, უპირველესად, ირანული ექსპორტის გაფართოებისათვის წინაპირობების შექმნას ითვალისწინებდა - ცენტრალური აზიასა და კავკასიაში, ხოლო გარემოებათა დამთხვევის გათვალისწინებით კი უფრო შორს, ევროპის ბაზრისაკენ.
ირანის დელეგაციის ვიზიტის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია საკმაოდ მწირია, მაგრამ იმის საფუძველზე, რაც გამოქვეყნდა (თანამშრომლობა საბანკო სფეროში, სატრანზირო გადაზიდვებში, სამრეწველო წარმოებაში...), შეიძლება რეზიუმე გაკეთდეს: ყოფილი იმპერია ფრთხილად ეძებს გზებს ძველი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად. რაღაც პუნქტებში გეგმის რეალიზება ძნელი იქნება (სოფლის მეურნება, ენერგეტიკა, ტურიზმი), რაღაცეებში კი საერთოდ შეუძლებელი (მეცნიერება, ჰუმანიტარული სფერო, ერთიანი პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგიონული საკითხების გადაჭრის დროს). თეირანში სცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ მხოლოდ ტერიტრიული მთლიანობის შესახებ განცხადებებით შეიძლება ყოველი ქვეყანა მოხიბლონ და თავის მიმართ მეგობრულად განაწყონ. უფრო მეტიც - საქართველო და ირანი მჭიდრო პარტნიორებად არ ითვლებიან: ვაჭრობის არც მოცულობას და არც დინამიკას ორმხრივ ურთიერთობებში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თბილის-თეირანის დაინტერესება ნამდვილად არსებობს (საქართველოში მოქმედებს ქართველი და ირანელი ბიზნესმენების ასოციაცია). მთავარი მიზანი მაინც სატრანზიტო შესაძლებლობებით სარგებლობაა - მოჰამედ ზარიფი ტყუილად კი არ იყო საქართველოში ჩასვლამდე თურქმენეთსა და ყირგიზეთში. ანუ საკითხი ეხება სატრასპორტო დერეფნის შექმნას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის ექსპორტის გასაფართოებლად. თანაც ირანს სურს ერთგვარ „ეკონომიკურ მშვიდობისმყოფელად“ იქცეს - დერეფანში აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ჩართვით. მაგრამ როგორ გააკეთებს ამას თეირანი, როცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირანელ მინისტრს თავიდანვე აცნობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და აღშფოთება გამოხატა აფხაზეთში სერგეი ლავროვის ვიზიტის გამო?
კავკასიური მიმართულებით ირანის გააქტიურებას უბრალო ახსნაც შეიძლება ჰქონდეს - ჯერ კიდევ შენარჩუნებული დასავლური სანქციების ფონზე თეირანი ახალი ბაზრების ძიებაშია, საქართველო კი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე მდებარეობს. განა არ შეიძლება საქართველოს გამოყენება ენერგეტიკის სფეროში, რუსეთთან ერთად? გამალებული ტემპით მიმდინარეობს რუსეთიდან საქართველოსკენ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რასაც სამომავლოდ, სომხეთის მეშვეობით, ენერგოხიდის როლის შესრულება შეუძლია. გარდა ამისა, პერსპექტივაში ევროტრანზიტიც შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით, მით უმეტეს, რომ ირანს აქვს ევროპისათვის შესათავაზებელი საქონელი.
ირანი და საქართველო, თავიანთი რეგიონული სიახლოვისა და მრავალსაუკუნოვანი თანაარსებობის ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით, შეიძლება ბუნებრივ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებად ჩაითვალონ, რომლებსაც ნამდვილად აქვთ რეალური რესურსები პირდაპირი პოლიტიკური დიალოგის დაწყებისათვის. მაგრამ... პირველი მხარს უჭერს იმ პრინციპს, რომლის მიხედვით სახელმწიფოთაშორისო უთახმოება მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ძალებით უნდა მოგვარდეს, შორეული „პატრონების“ ჩარევის გარეშეო, მეორესთვის კი ამგვარი მიდგომა მიუღებელია, რადგან თბილისი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ისრაელთან მჭიდრო კავშირები აქვს. საქართველო კარგ და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ავითარებს ბაქოსთან და ანკარასთან, ერევანთან, მაგრამ მოსკოვთან და თეირანთან საქმე ცოტა რთულადაა. მართალია, „სინათლე გვირაბის ბოლოს“ აშკარად ჩანს, თუმცა ყველაფერი მაინც სამხრეთის ქვეყნის ცვლილებებზეა დამოკიდებული, როცა სახელმწიფო უარს იტყვის კლერიკალობაზე და ცივილური განვითარების გზას დაადგება.


http://www.kaspiy.az/pages/q.pdf


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა