logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ng.ru» (რუსეთი): თბილისი სერგეი ლავროვს აკრიტიკებს
«ng.ru» (რუსეთი): თბილისი სერგეი ლავროვს აკრიტიკებს
09:00 20.04.2017
რუსულ გამოცემა "Независимая газета"-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს. (ავტორი - იური როქსი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური პოზიცია (ავტორი იმოწმებს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას: „სერგეი ლავროვის ჩასვლას სოხუმში თბილისისადმი მეგობრულ ნაბიჯს ვერ ვუწოდებთ“), აგრეთვე ქართველი ექსპერტების პოლიტოლოგების ნიკა ჩიტაძისა და ნოდარ ხარშილაძის თვალსაზრისები.
„თბილისში მიაჩნიათ, რომ სერგეი ლავროვში აფხაზეთში მხოლოდ რუსეთის საელჩოს ახალი კომპლექსის გასახსნელად არ ჩადის. ამგვარ ღონისძიებაში მინისტრის მონაწილეობა ძალიან გადაჭარბებულია. მისი რელაური მისია უფრო სერიოზული ხასიათისაა: როგორც ჩანს, აფხაზეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს სერგეი ლავროვი რკინიგზის ამუშავების საკითხზეც იმსჯელებს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს რუსეთის მოკავშირე სომხეთი... ალბათ, სერგეი ლავროვი ილაპარაკებს აგრეთვე თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებზეც, რადგან იქ სულ უფრო მეტად აქტიურდება აფხაზური დიასპორა.
აფხაზი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი ამგვარ ვერსიებს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, „თურქეთის პრობლემატიკა, თუ ის მართლაც იქნება განხილული მოლაპარაკების დროს, რეფერენდუმთან კავშირში არ იქნება. რასაკვირველია, თურქეთში აფხაზური დიასპორის გავლენა შესამჩნევია, იქაურმა აფხაზებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ანკარა-მოსკოვის დაახლოებისათვის“. ინალ ხაშიგი არ ეთანხმება აგრეთვე იმ მოსაზრებას, რომ სერგეი ლავროვი რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის საკითხს განიხილავს: მისი თქმით, რუსული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის სოხუმურ ვოიაჟს უფრო პროზაული მიზეზები აქვს. მაგალითად, დიდი ხანია, რაც აფხაზეთში ასეთი მაღალი რანგის მოსკოველი წარმომადგენლები არ ყოფილან, ახლა კი, როგორც ჩანს, დადგა მომენტი, რომ საჭიროა მხარეებმა [ზოგიერთების შესახსენებლად] ურთიერთობის მნიშვნელობა კვლავ დააფიქსირონ, საელჩოს შენობის გახსნა კი ამის გაჟღერების საბაბს წარმოადგენს. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიზიტის ორგანიზებაში დიდი როლი მიუღძვის აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს დაურ კოვეს, რომელიც ენერგეიული და საქმიანი კაცია. ზოგადად კი ვიზიტი უფრო პოზიციების შეჯერებას ემსახურება, ე.წ. „წყალქვეშა დინებების“ გარეშე, რკინიგზის საკითხი კი უფრო მეორეხარისხოვანია“, - ხაზს უსვამს ინალ ხაშიგი „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში.
აფხაზი პოლიტოლოგის თვალსაზრისს ირიბად ადასტურებს ზურაბ აბაშიძის ნათქვამიც: „ვაცხადებ, რომ აფხაზეთში რკინგზაზე მოძრაობის აღდგენაზე მე და გრიგორი კარასინს არ გვიმსჯელია“.

http://www.ng.ru/cis/2017-04-18/2_6976_lavrov.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა