logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ტერიტორიის შემდეგ ტროტუარის ოკუპაცია-სერგეი ლავროვი აფხაზეთში
«Radio Voice of America» (აშშ): ტერიტორიის შემდეგ ტროტუარის ოკუპაცია-სერგეი ლავროვი აფხაზეთში
11:10 19.04.2017
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში რუსეთის ახალი „საელჩოს“ კომპლექსი, რომელიც 18 აპრილის საღამოს სერგეი ლავროვმა ოფიციალურად გახსნა, საერთო ჯამში - 14 ათასს კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. რუსების „საელჩომ“ სოხუმის გულში, ზღვასთან ახლოს, ფრუნზესა და ლაკობას ქუჩების კუთხეში, ზედ 1985 წელს დამწვარი სასტუმრო „აფხაზეთის“ გვერდით დაიდო ბინა. რთულ არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის კუჩერენკოს სახელობის სამშენებლო კონსტრუქციების ინსტიტუტმა დააპროექტა, 11 ათასი კვადრატული მეტრი უკავია და სხვადასხვა დანიშნულების შვიდ ნაგებობასთან ერთად, დიდი საცურაო აუზიც აქვს. ოკუპირებულ სოხუმში, დამატებით 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რუსეთის „ელჩის“ „რეზიდენციისთვის“ აფხაზებმა სინოპში, თბილისის გზატკეცილზე გამოყვეს, რომელსაც ახლა კოდორის „შოსეს“ ეძახიან. აქ რუსებმა სამსართულიანი კლასიკური სასახლე წამოჭიმეს.
რუსეთმა 2,5 ჰექტარი მიწა სოხუმში, 2010 წელს - 99 წლიანი „იჯარით“ „აიღო“. „იჯარის“ ფასი წელიწადში, სიმბოლურად 1 რუსული რუბლია. ანუ, 99 წლის მანძილზე, სოხუმის ბიუჯეტში დაახლოებით - 4 ლარი შევა. გამოყოფილი მიწის გეოლოგიური შესწავლა რუსმა მშენებლებმა 2010 წელს, ხოლო მშენებლობა 2013 წელს დაიწყეს. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია.
ექსპერტების აზრით, ასეთი კომპლექსის ფასი 5 მილიარდ რუსულ რუბლს (90 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება. შეთანხმების მიხედვით, სოხუმში, რუსეთის სახსრებით აშენებული ყველა უძრავი ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მხრიდან „ცინიკური პოლიტიკის“ გაგრძელებად შეაფასა: „ისტორიულად რუსული ცინიკური პოლიტიკა კავკასიაში ზუსტად ასეთია. დღეს ლავროვი და კარასინი იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობენ, საიდანაც ასობით და ათასობით ჩვენი თანამემულეა გამოყრილი. ამ ცინიზმთან შეგუება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მისი უგულველყოფა დანამდვილებით ყველას მარცხი იქნება“.
რუსეთის „საელჩოს“ ახალი, გრანდიოზული შენობის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც. სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ რუსული „დიპლომატიური კომპლექსის“ მასშტაბებმა სოხუმის არქიტექტურა სერიოზულად დააზარალა.
აფხაზების განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, იმ ფაქტმა, რომ როგორც „საელჩოს“, ისე „რეზიდენციის“ მშენებლობის დროს, რუსებმა, მომიჯნავე ლაკობა-ფრუნზეს ქუჩისა და თბილისის გზატკეცილზე, სრულად მიითვისეს სოხუმელთა კუთვნილი ტროტუარი, სადაც დღემდე 1933 წელს გაშენებული ვაშინგტონიას ცნობილი პალმები ხარობს. რუსებმა იქ ჯერ ბეტონის ტუმბები ჩადგეს, შემდეგ დაცვის ჯიხური, ბოლოს კი ტროტუარი საერთოდ გადახნეს და ზედ ბალახი დათესეს. მწვავე პუბლიკაცია ამ თემაზე პირველმა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა, რომელსაც ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ხელმძღვანელობს.
აფხაზური მედიის ცნობით, რუსები „საელჩოს“ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებენ მთლიანად ჩაკეტონ ფრუნზეს ქუჩის დასაწყისი, რომელიც სოხუმის ცნობილ სანაპიროზე გადის. გააუქმონ ავტობუსის გაჩერება და მოსახლეობას აუკრძალონ ფრუნზედან, სანაპიროზე მდებარე რესტორან „ნართაში“ შესვლა და იქ ავტომანქანის პარკირება. ეს რესტორანი სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე 1968 წლიდან მუშაობს.
რუსეთის უკანონო „საელჩო“ სოხუმში, აქამდე სანატორიუმ „სოხუმსა“ და სასტუმრო „იასიმინში“ იყო განთავსებული. ოკუპირებული სოხუმის „მთავარი არქიტექტორის“ მოადგილე თემურ ზანთარია ამბობს: „ჩვენ დავწერეთ წერილი რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის სახელზე რომ უნდა აიღონ დაცვის ჯიხური. უნდა აიღონ გაზონი და გაზონის ნაცვლად ტროტუარი აღადგინონ. ფაქტიურად გამოდის, რომ ზღვის სანაპიროზე ამ ქუჩიდან გასასვლელი აღარ იქნება. სანაპიროზე რომ გახვიდე, პირდაპირ საავტომობილო გზაზე უნდა გაიარო. მაგრამ, მათ თქვეს, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკეთებულია და პროექტის შეცვლა აღარ მოხერხდება“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში და იქ „საელჩოს“ გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა მკაცრად დაგმეს (...).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა