logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"mk.ru" (რუსეთი): საქართველოს ზამთარში რუსული გაზის გარეშე „გაყინვა“ ელის?!
"mk.ru" (რუსეთი): საქართველოს ზამთარში რუსული გაზის გარეშე „გაყინვა“ ელის?!
13:43 13.04.2017
საქართველომ უარი განაცხადა რუსული გაზის შესყიდვაზე, 2017 წლის ბოლომდე და ცისფერ საწვავს მხოლოდ აზერბაიჯანიდან შეიძენს. უარის თქმა ლეგიტიმურია, რადგან მისი შესაძლებლობა რუსეთ-საქართველოს ორწლიან კონტრაქტშია ჩადებული - მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე საქართველო შეძლებს თავი დააღწიოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას: ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, 2018 წელს გაზსაცავის მშენებლობაც დასრულდება, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - ინა დეგოტკოვა).
პუბლიკაციაში მოკლედაა მიმოხილული 2016 წელს გამართული საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების შედეგები გაზით უზრუნველყოფის თაობაზე (სომხეთისათვის მილსადენით მიწოდებული გაზის ტრანზიტის ჩარჩოებში), რომელმაც ქართული ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.
„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ექსპერტები თვლიან, რომ თბილისის უარი რუსული გაზის შეძენაზე „გაზპრომ“-ისთვის სასარგებლოა, თვითონ საქართველო კი წლის ბოლომდე, რუსული გაზის გარეშე, შეიძლება „გაიყინოს“:
„ამჟამად საქართველოს რუსული ბუნებრივი გაზი აღარ ჭირდება, რაც სეზონური ფაქტორით აიხსნება: ახლოვდება წლის ყველაზე თბილი დრო. მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოსთვის საკმარისი რაოდენობის სათბობის მიწოდებას ვერ შეძლებს“, - ამბობს რუსეთის ეროვნული ენერგოუსაფრთხოების ფონდის წარმომადგენელი ალესეი გრივაჩი, - „საქართველოს დამატებითი გაზი მხოლოდ პიკურ პერიოდებში ესაჭიროება და თუ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერი ცივი იქნება, თბილისს რუსული საწვავი კიდევ დაჭირდება“.
თავის მხრივ, რუსეთის ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორმა სერგეი პიკინმა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება „გაზპრომ“-ისათვის სასარგებლოა:
„გაზის ტრანზიტის კონტრაქტის თანახმად, საქართველო ნატურალური სახის გადახდიდან ფულადი გადახდის სისტემაზე გადავიდა და გაზს აზერბაიჯანიდან ყიდულობს. ეს კარგია რუსეთისათვის, რადგან „გაზპრომი“ შეძლებს უფრო სტაბილურად მოამარაგოს სომხეთი“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა