logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America»(აშშ): კოკოითი ცხინვალში ძალაუფლებას იბრუნებს? მოსკოვი ცდილობს ახსნას „ფენომენი“, რასაც რუსეთისგან მხარდაჭერილი მარიონეტების დამარცხება ჰქვია
«Radio Voice of America»(აშშ): კოკოითი ცხინვალში ძალაუფლებას იბრუნებს? მოსკოვი ცდილობს ახსნას „ფენომენი“, რასაც რუსეთისგან მხარდაჭერილი მარიონეტების დამარცხება ჰქვია
12:44 12.04.2017
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელსაც ცივილიზირებული სამყარო არ ცნობს, ანატოლი ბიბილოვმა „მოიგო“. მას უკვე მიულოცა „გამარჯვება“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იმის მიუხედავად, რომ კრემლი მხარს სეპარატისტების მოქმედ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს უჭერდა.
მოსკოვში ცდილობენ ახსნა მოუძებნონ იმ „ფენომენს“, რასაც ოკუპირებულ ანკლავებში, რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი მარიონეტების დამარცხება ჰქვია. ასე მოხდა 2004 წელს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას ერთობლივი პლაკატები გამოჩნდა, „არჩევნებში“ კი სერგეი ბაღაფშმა "გაიმარჯვა". იგივე განმეორდა 2011 წელს, მაშინ მოსკოვმა აქცენტი სერგეი შამბაზე გააკეთა, „პრეზიდენტად“ კი ალექსანდრე ანქვაბი „აირჩიეს“. იმავე 2011 წელს, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ფოტო ანატოლი ბიბილოვმაც გადაიღო, თუმცა „არჩევნები“, რომელიც მოსკოვმა შემდეგ საერთოდ გააუქმა, ალა ჯიოევამ „მოიგო“.
ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის იზოლაციამ (ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვის მიერ), კრემლში აუდიენციამ და პრეზიდენტთან გადაღებულმა ფოტომ, 2017 წლის 9 აპრილს, ვერც ლეონიდ თიბილოვს უშველა.
რუსეთის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და ანკლავის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც ცხინვალში სპეციალურად ლეონიდ თიბილოვის მხარდასაჭერად მიავლინეს, ამბობს, რომ ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებით, ცხინვალში ძალაუფლება ისევ ედუარდ კოკოითის კლანმა დაიბრუნა: „მიმაჩნია რომ ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოქმედება არის უკანონო და მან ისევ მოატყუა ხალხი. როგორც კი მიხვდა რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ვეღარ გახდებოდა, ედურად კოკოითმა მიმართა თავის მომხრეებს და ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ანუ განმეორდა იგივე სურათი, რაც 2011 წელს ვნახეთ, ედუარდ კოკოითის მემკვიდრე ანატოლი ბიბილოვი გახდა“.
ოკუპირებულ ანკლავში სულ 32 736 „ამომრჩეველი“ იყო „რეგისტრირებული.“ დამატებით 7464 „ბიულეტენი“ კი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილი „საარჩევნო უბნებისთვის“ იყო განკუთვნილი.
წინასწარი ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა „ხმების“ 57% „მიიღო“ (დაახლოებით 18234 ხმა), ლეონიდდ თიბილოვმა - 30% (9769 ხმა) და ალან გაგლოევმა - 11% (3581 ხმა), მოსახლეობის „აქტივობამ“ - 81% შეადგინა. საოკუპაციო რეჟიმი „ოფიციალურ შედეგებს“ მხოლოდ 14 აპრილს გამოაცხადებს.
„საპრეზიდენტო არჩევნების“ პარალელურად, ანკლავში მორიგი „რეფერენდუმიც“ „გაიმართა“, "ამომრჩეველთა" 78%-ზე მეტმა მხარი „დაუჭირა“, რომ „სამხრეთ ოსეთს“ დასახელებაში „ალანიის სახელმწიფო“ დაემატოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ რუსეთი ამ სამარცხვინო, ანტიქართული ფსევდო აქტით, ისტორიის ტოტალურ გაყალბებას და ძირძველი ქართული მიწების მიტაცებას აგრძელებს: „ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მიწა-წყალზე არავითარი სამხრეთ ოსეთი და არავითარი ალანია არ არსებობდა. არსებობს ევროპელი კარტოგრაფების რუქები 17-18 საუკუნეების, სადაც ეს ნათლად ჩანს. რუსეთი და სეპარატისტები აგრძელებენ იმ ხაზს, რაც არის საშინელი უკანონობა და ისტორიული უსამართლობა“.
ოკუპირებული ანკლავის ახალი „ლიდერი“, ოთხი შვილის მამა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვი ცხინვალელია. რვა კლასი მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, სამი წელი კი თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სკოლა-ინტერნატში ისწავლა. იგი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა ქართული ენა.
სამხედრო კარიერა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელში დაიწყო. სხვადასხვა წლებში მსახურობდა, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის „სამშვიდობო ძალებში“, ჯერ ფსკოვის დივიზიის, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის შემადგენლობაში.
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, ედუარდ კოკოითმა ანკლავის „საგანგებო სიტუაციების მინიტრად“ ანატოლი ბიბილოვი დანიშნა. 2011 წელს მან კენჭი „საპრეზიდენტო არჩევნებში“ იყარა, თუმცა, მოსკოვისა და ედუარდ კოკოითის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, დამარცხდა. 2014 წელს „ერთიანი ოსეთისა“ და რუსეთთან შეერთების ლოზუნგით, „საპარლამენტო არჩევნებში“ იმარჯვა და „ნიხასის“ სპიკერი გახდა. ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოში, აქტიურად მონაწილეობდა „ცხინვალის დაცვაში“.
ანკლავის მაშინდელი „თავდაცვის მინისტრი“ ანატოლი ბარანკევიჩი ამტკიცებს რომ ეს სიცრუეა. „საარჩევნო კამპანიის“ დროს ცხინვალელი ოპონენტები ასევე მიუთითებდნენ, რომ ანატოლი ბიბილოვს უმაღლესი განათლების დიპლომი გაყალბებული აქვს. იგი დაჯილდოვებულია რუსეთის „მეგობრობის ორდენით“. ამავე დროს 2015 წელს, ოფიციალურმა კიევმა ანატოლი ბიბილოვი იმ პირთა „შავ სიაში“ შეიყვანა, რომლებიც „უკრაინის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა