logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL » (აშშ): რა შემთხვევებში არ უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოში
«RFE//RL » (აშშ): რა შემთხვევებში არ უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოში
12:36 12.04.2017
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ჩასასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ, საგარეო უწყების ინფორმაციით, ბოლო ხანებში საზღვრიდან არაერთი ადამიანი გამოაბრუნეს უკან. ისრაელში ჩასვლის მსურველები უსიამოვნო, სტრესულ სიტუაციებზე ლაპარაკობენ. გამკაცრებული კონტროლის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ისრაელში არალეგალურად დარჩენის შემთხვევების რიცხვის ზრდა. უახლოეს მომავალში გამკაცრდება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული წესი და უარის მიმღებ პირს დაუყოვნებლივ დააბრუნებენ სამშობლოში. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელის სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღება და წინდახედულება ჰმართებთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ისრაელში გამგზავრების მსურველებს, რომ საზღვარზე მათ აუცილებლად მოსთხოვენ შესაბამის დოკუმენტებს. გარდა პასპორტისა, რომელიც საზღვრის გადაკვეთის დროისთვის, სულ მცირე, კიდევ 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს მოქმედი, საქართველოს მოქალაქეებმა მესაზღვრეებს კიდევ რამდენიმე აუცილებელი დოკუმენტი უნდა აჩვენონ:
„მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვა); მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.); სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.)“.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გამკაცრებული პროცედურები დახვდებათ და ამიტომ „გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასაზღვრო კონტროლის გავლისას საჭირო იქნება ჩვეულებრივზე მეტი დრო.
10-დან 20 აპრილამდე ისრაელის სტუმრებს და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ საგანგებოდ გამკაცრებული პროცედურების გავლის შედეგად რომ მიეცემათ, ამაზე განცხადებას აკეთებს ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცურიც. მისი თქმით, საერთო წესებს ყველა პატივისცემით უნდა მიუდგეს: „საზღვრის გადალახვისას უფრო მეტად იქნება გართულებული შემოწმების განრიგი. გამკაცრებული იქნება, რადგან ამ 10 დღის განმავლობაში საქართველოდან მინიმუმ 2 ათასი ადამიანი მაინც ჩავა ტურიზმის ფარგლებში. ყველა შევეცადოთ ერთმანეთს დავეხმაროთ, გვერდში ამოვუდგეთ და გავუადვილოთ ტურისტებს, რომ მშვიდობით წავიდნენ და მშვიდობით დაბრუნდნენ“.
თუმცა კიდევ უფრო როგორ უნდა გამკაცრდეს სასაზღვრო კონტროლის პროცედურა, ამის წარმოდგენა ბევრ იმ ადამიანს უჭირს, რომლებიც ისრაელის საზღვრიდან ან უკან გამოაბრუნეს, ანდა იდგნენ ასეთი საფრთხის წინაშე. 60 წლის ნანა საყვარელიძე გამობრუნებას გადაურჩა, თუმცა დღემდე ახსოვს უსიამოვნო შეგრძნებები ახლო წარსულისა, როდესაც მან და მისმა მეგობარმა ტურისტული საგზური შეიძინეს და ეგვიპტიდან ერთი დღით გადაწყვიტეს ისრაელში ჩასვლა: „ორივე ქალს გვქონდა ერთი საერთო ხელჩანთა, იმიტომ რომ ერთი დღით მივდიოდით და მეტი არ გვჭირდებოდა. ჩემს მეგობარს ეჭირა ის ჩანთა, რომელიც გაუჩხრიკეს აბსოლუტურად და მერე ცალ-ცალკე ოთახებში გვეკითხებოდნენ, რისთვის მივდივართ ისრაელში... მე მკითხეს, ქმარი მყავს თუ არა. გამიკვირდა ამისთანა კითხვა. ვუთხარი, რომ მყავს. სად არისო შენი ქმარი? მე ვუთხარი, სახლში... დაახლოებით ნახევარი საათი სერიოზულ სტრესში ვიმყოფებოდით და ბოლოს, როდესაც დავუმტკიცეთ, რომ ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს დავდივართ დასასვენებლად, მერე გაგვიშვეს... ეს ეხებოდა ქართველებს, რადგან მანდვე იყო ორი გოგონა, ბანკის თანამშრომლები იყვნენ, თანხა ჰქონდათ პლასტიკურ ბარათზე, მაგრამ ვერ უმტკიცებდნენ, რომ თანხა ნამდვილად ჰქონდათ... საბოლოო ჯამში, ყველა გაგვიშვეს, მაგრამ ისეთი არასასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეორედ იქ წამსვლელი აღარ ვარ“.
ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები მართლაც რომ გამკაცრდა და ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს უკან რომ აბრუნებენ, ამას საქართველოს საგარეო უწყებაც ადასტურებს. 10 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაკონკრეტებულია მიზეზიც და ნათქვამია, რომ „უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით“.
პრაქტიკაში გამოსადეგი ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში ჩასვლის, იქ ყოფნისა თუ იქიდან შესაძლო გამოძევების თაობაზე განთავსებულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებსაიტზე. იქ მითითებულია, მაგალითად, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაყონ ისრაელის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 6 თვის განმავლობაში და, შესაბამისად, ისრაელში „90-დღიანი ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია“. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში „ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას)“.
როგორც საქართველოს კონსულმა ისრაელის სახელმწიფოში ალექსანდრე ჯიშკარიანმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 27 თებერვალს საქართველო ისრაელმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა თავშესაფრის მიღების შანსი. ამავე დროს, 17 აპრილიდან კიდევ უფრო გამკაცრდება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული წესიც და უარის ადრესატებს აღარ გააჩერებენ ისრაელის ტერიტორიაზე: „როდესაც მოქალაქეებს ეუბნებოდნენ უარს თავშესაფრის მიღებაზე, მათ აძლევდნენ ერთკვირიან ვადას ისრაელის ტერიტორიის დატოვებისათვის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ამ გაფრთხილებას არ იყენებდნენ და ქვეყანაში რჩებოდნენ ერთი კვირის შემდეგაც. 17 აპრილიდან, ამ ახალი რეგულაციით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეები უარს მიიღებენ თავშესაფრის განცხადებაზე, დეპორტაციის, ანუ იძულებით გაძევების, პროცედურის განხორციელება იმ მომენტშივე დაიწყება“.
ალექსანდრე ჯიშკარიანის ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელის საზღვარი 20-მდე (როგორც ჩანს, ციფრი არასწორია. ალბათ, უნდა იყოს „20 ათასამდე“ - რედ.) საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა. აქედან, სავარაუდოდ, 5-მდე (როგორც ჩანს, უნდა იყოს „500-მდე“ - რედ.) ადამიანი არალეგალურად დარჩა ისრაელის ტერიტორიაზე. ამავე წყაროს ცნობით, შარშან ისრაელის სახელმწიფოში თავშესაფარი მოითხოვა 3 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, თუმცა აქედან არც ერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა. კონსული კატეგორიულად არ იზიარებს აზრს, თითქოსდა ისრაელის სახელმწიფო რაიმე სახის დისკრიმინაციულ მიდგომებს იყენებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. უბრალოდ, მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, ისრაელი საგანგებოდ აკონტროლებს თავის საზღვრებს და რადგანაც 2013 წელს დაწესებულმა უვიზო რეჟიმმა საქართველოდან მეტი ადამიანი მიიზიდა, შესაბამისად, გაიზარდა უკან გამობრუნებულთა რიცხვიც.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა