logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): არაა გამორიცხული „დარიალი ჰესსაც“ იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა
«RFE//RL» (აშშ): არაა გამორიცხული „დარიალი ჰესსაც“ იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა
11:36 10.04.2017
8 აპრილს ყაზბეგის ხეობაში „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. „დარიალი ჰესის“ სიმძლავრე 108 მგვტ-ია და წლიურად 510 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. ჰესი მდინარე თერგზე აშენდა. მთავრობის წევრები პროექტს დადებით შეფასებას აძლევენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ჰესი მეწყერულ ზონაშია და, შესაძლოა, ვერც იმუშაოს.
„დარიალი ჰესი“ მთავრობის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „დარიალი ჰესი“ მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრით, რაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზეც მოქმედებს: „დარიალი ჰესი“ არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით, მართლაცდა, განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან არაერთი ჰიდროელექტროსადგური ამ მოდელით შენდება“.
პროექტი განახორციელა კომპანია „დარიალი ენერჯიმ“. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ „დაახლოებით, 123 მილიონი დოლარი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში. არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით“.
„დარიალი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ყაზბეგის ხეობაში აგებულ ჰესთან დაკავშირებით საჩივარიც აქვთ შეტანილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია. მისი თქმით, ბანკის გადაწყვეტილება დღე-დღეზე გამოქვეყნდება: „ჩვენ მიერ წამოწეული პრობლემური საკითხებიდან რამდენიმე სრულად აღიარა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა“.
დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრეტენზია, რაც, ზოგადად, ჰესების მიმართ აქვთ, არის ის, რომ მათი აშენების საჭიროება ციფრებით არ დასტურდება. კერძოდ, არ ჩანს, რომ ჰესების მიერ მოტანილი სარგებელი ღირს იმ ზიანად, რაც მათი აშენების შედეგად ბუნებას ადგება. რაც შეეხება „დარიალი ჰესს“: „მისი მდგრადი მუშაობა ძალიან, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც დაადასტურა დევდორაკის მოვლენებმა როგორც 2014 წელს, ასევე 2016 წელს. „ლარსი ჰესი“ , რომელიც „დარიალი ჰესის“ ქვედა დინებაში მდებარეობს, დღემდე დანგრეულია. დევდორაკი არ არის ისეთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც ერთხელ ჩამოვა და მერე ათასი წელი გაჩერებულია. ეს არის ღვარცოფი, რომელიც მყინვარიდან იღებს სათავეს და მუდმივად ჩამოიშლება. თვითონ პროექტი და, საერთოდ, ის ტერიტორია ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას ამ გაზაფხულსაც“.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი, დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა. ის მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის დონეს აკონტროლებს და ამით მოსალოდნელი სტიქია პროგნოზირებადი ხდება. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ამ ჰესის მეშვეობით რეგიონი ორმილიონნახევარი ლარით მეტ შემოსავალს მიიღებს. ამასთან, ამ ენერგოობიექტზე დასაქმდება 80 ადამიანიც.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ყაზბეგის მოსახლეობა ჰესის მიმართ არაერთგვაროვნადაა განწყობილი. გარდა ამისა, ის არ არის დარწმუნებული, რომ 80 დასაქმებულიდან ყველა ადგილობრივი იქნება. როგორც შოთა ბუჩუკური აღნიშნავს, „როგორ იმუშავებს და რა იქნება, ამას ვერ გეტყვით ნამდვილად წინასწარ. თუმცა ეს ჰესიც ისეთ ზონაშია აშენებული, სადაც პერიოდულად გამოდის მეწყერი და საკმაოდ დიდი ეჭვებია მასთან დაკავშირებითაც - შესაძლოა, იგივე ბედი ეწიოს, როგორიც „ლარსი ჰესს“, რომელიც უკვე სამჯერ დაანგრია მეწყერმა“.
----------
[დაბა ყაზბეგში აწ უკვე გაჩერებული (მწყობრიდან გამოსული) „ლარსი ჰესი“ 2014 წლის 24 იანვარს გაიხსნა. ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანია „ფერი“-ს წარმომადგენლები. ჰესის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო].

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა