logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"echo.az"(აზერბაიჯანი): ერევანი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ეთამაშება
"echo.az"(აზერბაიჯანი): ერევანი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ეთამაშება
12:49 08.04.2017
სომხეთში კვლავ „სარკინიგზო იმედების“ მორიგი „ჩქაფანი“ ისმის: თურმე აფხაზეთის პარლამენტის სომეხ დეპუტატ ლევონ გალუსტიანს უთქვამს - „რაზეა ლაპარაკი, ჩვენ, ანუ აფხაზეთის ხელისუფლება, რკინიგზის გახსნისათვის მზად ვართო. თანაც ეს განუცხადებია ტელეხიდის დროს, ხმამაღალი თემით და სახელწოდებით „სომხურ-აფხაზური ურთიერთობის პერსპექტივები“. ლევონ აკოფოვიჩს იქვე დაუზუსტებია: „აფხაზეთი მოლაპარაკების დროს სრულუფლებიანი სუბიექტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი და არა „რკინიგზის აფხაზური უბნით თუ მონაკვეთით“- ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა "ეხო"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლიც შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
ეს ისეთი შემთხვევაა, რომ კომენტარი აუცილებელია. გავიხსენოთ, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“, რომლის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს ლევონ გალუსტიანი, მარიონეტული რეჟიმია და სხვა არაფერი, რუსეთის მიერ შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე. სომეხი დეპუტატის განცხადება კი, თუ მას გასაგებ ენაზე გადავთარგმნით, იმას ნიშნავს, რომ მოსკოვის სოხუმელი მარიონეტები ცდილობენ „ერევნის ტრანზიტი“ გამოიყენონ თავიანთი ე.წ. „დამოუკიდებლობის“ ხაზგასასმელად.
მოახერხებენ თუ არა ისინი ასეთ შემთხვევაში თბილისთან მოლაპარაკებას? კითხვა საკმაოდ რიტორიკულია. პრინციპში, ეს თემა უფრო სომხეთისათვის არის საინტერესო, ვიდრე საქართველოსთვის. აფხაზი სეპარატისტების გამო (რომლებსაც, სხვათა შორის, სომხეთის მოკავშირე რუსეთი მფარველობს!) ერევნისთვის რუსეთისაკენ მიმავალი რკინიგზა ჩაკეტილია, თბილისისთვის კი ღია, ბაქოს გავლით. ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზა, რომლითაც რუსეთი და სომხეთი ერთმანეთს უკავშირდებიან, საქართველოს ტერიტორიაზე, ზემო ლარსზე გადის. მკითხველმა კარგად იცის, რომ ეს გზა, კლიმატის გამო, ხშირად არ მოქმედებს.
სომხეთი, შესაბამისად, ალტერნატივას ეძებს, ეს საკითხი ამასწინანდელი ვიზიტის დროს თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან ჯერ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის შეხვედრებზე განიხილეს. მოკლედ, სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული რკინიგზის გახსნით, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. რეალურად კი რჩება შავი ზღვის პორტები, რომელთა მეშვეობითაც სომხეთი ევროპაში მადანს და სხვა კონცენტრატებს აგზავნის. ერევნის ადგილზე სხვა სახელმწიფო, ლოგიკის მიხედვით, ამ საზღვაო ტრანზიტს და თბილისის მიერ მიცემულ პოლიტიკურ გარანტიებს თვალისჩინივით გაუფრთხილდებოდა, სომხეთი კი რას აკეთებს? რას ნიშნავს ზემოთ აღნიშნული ტელეხიდის გამართვა ასეთი პროვოკაციული სახელწოდებით და მასში ლევონ გალუსტიანის მიწვევა?
მოკლედ, ერევანი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ეთამაშება, თანაც ეს პირველი არ არის ბოლო ხანებში. გავიხსენოთ, რომ ამას წინათ იქ ე.წ. „პარლამენტის არჩევნები“ ჩატარდა, რომლის სემდეგ ერევნის მასმედიამ საზოგადოებას დიდი სიხარულით ამცნო: „აფხაზეთის პარლამენტის არცევნებში სომხური თემის სამი წარმომადგენელმა - ლევონ გალუსტიანმა, აშოტ მინოსიანმა და ლევონ დაშიანმა გაიმარჯვაო. აი, იმ დროს ლევონ აკოფოვიჩმა განაცხადა, რომ არჩევნებში დამკვირვებლად მთიანი ყარაბაღის დელეგაციაც მონაწილეობდა და საერთოდ, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მტკიცე კავშირებია დამყარებულიო“. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ აფხაზეთის პარლამენტის სომეხი დეპუტატები გაააღრმავებენ კავშირებს ისტორიულ სამშობლოსთან და აქტიურად ითანამშრომლებენ სომხეთის დიასპორის სამინისტროსთან.
სომხეთში, რა თქმა უნდა, აგდებულად ექცევიან საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღიარებულ საზღვრებს და პატივს არ სცემენ, მაგრამ ვთქვათ და აზერბაიჯანთან და თურქეთან დახურულ საზღვრებს საქართველოსთან საზღვარიც რომ დაემატოს, რა მოხდება? მოხდება ის, რომ სომხეთისთვის ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. განა ერევანში ვერ ხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. ალბათ, ხვდებიან. სხვა საქმეა, რომ სომხებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ერევნის მოლაპარაკება თბილისთან ზემო ლარსის „აფხაზურ ალტერნატივაზე“, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაიშალა, მაგრამ ამის აღიარება სომხეთის ხელისუფლებას ძალიანაც არ სურს, განსაკუთრებით ორიოდე დღის წინ გამართული არჩევნების შემდეგ, როცა დაპირებებს გამოფხიზლება კი არა, ნამდვილი უიმედობა მოჰყვება. (...)
სომხეთმა დროულად უნდა დაამუხრუჭოს თავისი თამაშები სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მათთან დაახლოების საკითხი ერევანში წყდება და არა მოსკოვში“.
--------
სტატიის ავტორია ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ტოფიგა კასიმოვა, რომელიც „ნურანის“ ფსევდონიმით იბეჭდება.
http://ru.echo.az/?p=58320


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა