logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რატომ აფრიალებენ „დამოუკიდებელ“ ცხინვალში პუტინის პორტრეტებს და რა ეწყინათ ოსებს რუსებისგან-რეპორტაჟი სეპარატისტული რეგიონიდან
რატომ აფრიალებენ „დამოუკიდებელ“ ცხინვალში პუტინის პორტრეტებს და რა ეწყინათ ოსებს რუსებისგან-რეპორტაჟი სეპარატისტული რეგიონიდან
12:32 07.04.2017
რუსული გამოცემა «novayagazeta» ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან „წინასაარჩევნო“ რეპორტაჟს აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

„სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციიდან ტრანკავკასიური ავტომაგისტრალით შევდივარ. როკის გვირაბი ისეთი განიერია, რომ მასში გვერდს ტანკებსაც კი აუქცევთ. ტრასა იდეალურია. გვირაბის იქით ბრწყინვალე კაშკაშა მზიანი ამინდია, ხეობაში ერთმანეთს ცვლის თოვლი და ამწვანებული ველ-მინდვრები. გზა ახლადგარემონტებულია. ცხინვალთან სარეკლამო პლაკატი დგას: „ლეონიდ თიბილოვი. სტაბილურობიდან განვითარებისაკენ“. ამ კვირას სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს“, - წერს რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი ელენა რაჩევა.

სტატია ერთობ ვრცელია: რუსული ოპოზიციური გამოცემა ცდილობს მკითხველს სრული ინფორმაცია მიაწოდოს სამხრეთ ოსეთში არსებულ წინასაარჩევნო სიტუაციაზე და საერთოდ, ცხინვალში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ეკონომიური ვითარების ჩათვლით, საქართველოსთან დამოკიდებულებაზე და ა.შ. კორესპონდენტი, ბუნებრივია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ საარჩევნო შანსებს. რუს ჟურნალისტი სარგებლობს „სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომლიც ორი დღის წინ, სამ აპრილს გამოქვეყნდა: ლეონიდ თიბილოვს მხარს უჭერს ელექტორატის 40,7%, ანატოლი ბიბილოვს - 23,6%, ალან გაგლოევს - 19,9%, თუმცა, რადგანაც ამომრჩევლის განწყობა ხშირად იცვლება, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ამის ინტრიგა მაინც რჩება.

„ლეონიდ თიბილოვის მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტი „სტაბილურობა და განვითარებაა“. ისინი ამბობენ, რომ ბოლო წლებში რუსეთის დახმარება ძველებურად აღარ იფლანგებოდა. რესპუბლიკაში მშვიდობა დამყარდა, დაიწყო აღმშენებლობა“. ანატოლი ბიბილოვს ხმას აძლევენ რუსეთთან გაერთიანების მომხრეები. მის კაბინეტში სამი პორტრეტია: ნახევარი კედელი სერგეი შოიგუს უკავია, იქვეა იოსებ სტალინის შედარებით პატარა სურათი და სულ პატარა - ვლადიმირ პუტინის პორტრეტი. როგორც ჩანს, ანატოლი ბიბილოვი „დიდი ბელადის“ ფაქტორს თავის სასარგებლოდ იყენებს - სამხრეთ ოსეთში იოსებ სტალინს პატივს სცემენ. ალან გაგლოევს კი რაც შეეხება, მას ლეონიდ თიბილოვის „ტექნიკურ კლონს“ უწოდებენ: ბოლო-ბოლო, ორივე ერთი სტრუქტურიდან - „კაგებე“-დან არიან გამოსულნი, თუმცა შეიძლება სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც ჰგონიათ“, - წერს კორესპონდენტი და საკმაოდ ფართოდ აცნობს მკითხველს კიდევ ერთი პიროვნების - ექს-კანდიდატ ედუარდ ჯაბეევიჩ კოკოითთან დაკავშირებულ პერიპეტიებს - მას ცხინვალში „ჯაბელიჩს“ ეძახიან (რეპორტაჟში მიმოხილულია ე.კოკოითის პრეზიდენტობის პერიოდი მისი მოქმედება ოთხდღიანი ომის დღეებში და რუსული დახმარების განიავება, რის შედეგადაც „ჯაბელიჩი“ პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვა. ამჟამინდელ არჩევნებში მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ ადგილობრივმა ცესკომ დარღვევები აღმოუჩინა: „ჯაბელიჩს“ ბინადრობის ცენზი არ იყო, რადგან 2011 წლიდან თურმე სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა, მოსკოვში იმყოფებოდა). ედუარდ კოკოითი შეეცადა ცესკოსა და შემდეგ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას, მიტინგზე განაცხადა, რომ პოზიციებს არ დათმობდა, მაგრამ 30 მარტს „ჯაბელიჩმა“ მოულოდნელად გადაწყვიტა ბრძოლაზე უარი ეთქვა და მომხრეებს მოუწოდა, ჩემთვის განკუთვნილი ხმები ანატოლი ბიბილოვს მიეცითო. ამბობენ, რომ „ჯაბელიჩის“ დაბრუნება მოსკოველი პოლიტიკოსების თამაშების შედეგია, რომელებსაც სამხრეთ ოსეთზე გავლენები აქვთ. ეს ვერსია ადასტურებს, თუ რატომ გააკრიტიკა მწვავედ ედუარდ კოკოითმა ვლადისლავ სურკოვი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პუბლიკაციაში დიდი ადგილი ეთმობა სამხრეთ ოსეთში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას: საუბარია წინა წლებში რუსული ფინანსური დახმარების ყბადაღებულ განიავებაზე, კორუფციის ზღვარგადასულ დონეზე, თუმცა შედარებით ლოიალურად არის გადმოცემული ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობის პერიოდი: მშენებლობები, ცხინვალის კეთილმოწყობა და ა.შ. „ამასთან, მოსკოვისაგან მიღებულმა კოლოსალურმა დახმარებამ ადგილობრივი ინიციატივა თითქმის სრულიად ჩაკლა“, - ხაზს უსვამს ავტორი.

„ცხინვალელებთან საუბრისას სიტყვა „რუსეთს“ ხშირად გაიგონებთ. ეს არც არის გასაკვირი. როგორც აქ ამბობენ, „ჩვენ უფრო მეტად ვართ რუსები, ვიდრე თვითონ რუსებიო“. აქ ყველაფერი რუსულია - ვალუტა, პასპორტები, სოციალური უზრუნველყოფა, სამხედრო ფაქტორი. აქაური ახალგაზრდები განათლებას რუსეთში ეუფლებიან, მათთვის ქვოტებია გამოყოფილი. სამხრეთ ოსეთს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კურირებს. მასთან შეხვედრისას ლეონიდ თიბილოვმა ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ჩაატარებდა რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. კრემლის კურატორი ამ ინიციატივას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. თანდათანობით ამ საკითხზე საუბრები მიჩუმათდა. ლეონიდ თიბილოვმა ასე ახსნა სიტუაცია: „საერთაშორისო მდგომარეობა ისეთია, რომ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, ამიტომ ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს პრობლემები შევუქმნათო“. ახლა კი სახელწოდების გადარქმევა ამოტივტივდა, თითქოსდა წინაპრების ხსოვნის ლოზუნგით: ლეონიდ თიბილოვი აცხადებს - „ოსეთს ალანეთი ერქვა და სამშობლოს ისტორიული სახელწოდება უნდა დავუბრუნოთო“.

„2014 წლის მარტში, ყირიმის რუსეთთან მიერთების დღეს ცხინვალში ზეიმი გაიმართა. ყველა რუსეთის დროშებს აფრიალებდა, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყირიმის კვლდაკვალ სამხრეთ ოსეთიც რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდა. როცა ეს არ მოხდა, ოსებს ეწყინათ. შესაბამისად, ამ წლის მარტში, ყირიმის რუსეთისადმი მიერთების მორიგ წლისთავზე, ცხინვალში არანაირი მიტინგი არ გამართულა. „რასაკვირველია, გვესმის, რომ ვლადიმირ პუტინს პრობლემები აქვს, სანქციებია დაწესებული... ჩვენ არ გვსურს პრობლემა ვიყოთ. მოვიცდით“, - ასეთი სიტყვებით მიხსნიდნენ სიტუაციას ცხინვალელები“, - წერს ავტორი.

https://www.novayagazeta.ru/articles/2017/04/07/72060


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა