logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«ng.ru» (რუსეთი): კრემლისთვის თიბილოვიც და ბიბილოვიც მისაღებია
«ng.ru» (რუსეთი): კრემლისთვის თიბილოვიც და ბიბილოვიც მისაღებია
12:22 07.04.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთში“ არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია. როგორც ცნობილია, ცხრა აპრილს აქაურმა მოსახლეობამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს: „რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე სამი კანდიდატია წარდგენილი: ლეონიდ თიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი), ანატოლი ბიბილოვი (პარლამენტის სპიკერი) და ადგილობრივი „კაგებეშნიკი“ ალან გაგლოევი. არჩევნების დროს რეფერენდუმიც ჩატარდება „რესპუბლიკის“ სახელწოდების გადარქმევის თაობაზე“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო დღეების მომხდარი მოვლენები, მათ შორის „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ მიერ საქართველოსთან „საზღვრის“ ჩაკეტვის ფაქტი, რომ „არჩევნების დროს რაიმე პროვოკაცია არ მოხდესო“. ეს ის საზღვარია, რომელსაც ცხინვალი „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებს, თბილისი კი „ადმინისტრაციულს“. რა პროვოკაცია უნდა მოახდინოს საქართველომ მაინცდამაინც არჩევნების დროს, გაუგებარია. თბილისს ადრეც არაერთგზის განუცხადებია, რომ მას არანაირი აგრესიული ზრახვები არ აქვს და თუ რაიმე მსგავსი არსებობდა, ის უფრო მეტად ძველი ხელისუფლების დროს იყო. და მაინც, რადგან „სამხრეთ ოსეთს“ ყოფილი მეტროპოლიისადმი ნდობა არ აქვს, შესაბამისად, როგორც სურს, ისე მოიქცევა. მართალია, საქართველომ „საზღვრის“ ჩაკეტვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გააპროტესტა, მაგრამ არაფერი.

თვით სამხრეთ ოსეთშიც სიტუაცია უკვე შედარებით სტაბილური გახდა: ყოფილი „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის მომხრეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. კოკოითი მიხვდა, რომ აქციები ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა და ამიტომ მხარდამჭერებს მიმართა, რომ ხმები ანატოლი ბიბილოვს მისცენ. ზოგადად კი, არავინ იცის, თუ როგორ დასრულდება არჩევნები: ბოლო გამოკითხვის თანახმად, ლეონიდ თიბილოვი პოპულარობით 20%-ით უსწრებს ანატოლი ბიბილოვს, რომლის რეიტინგი 18%-ია. რაც შეეხება ალან გაგლოევს, ყველამ და თვითონაც კარგად იცის, რომ იგი ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს წინა ორ კანდიდატს.

„სამხრეთ ოსეთში“ ტრადიციულად მოსკოვისაკენ იყურებიან. ამ თვალსაზრისით მოქმედმა „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა კოზირი მიიღო: იგი ამას წინათ კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ესაუბრა. თუმცა არც ანატოლი ბიბილოვია „ცუდი ბიჭი“: მას კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან... ორივე კანდიდატს მსგავსი საარჩევნო პროგრამა აქვს, რომელიც მძიმე ეკონომიკური სიტუაციითაა განპირობებული. ორივე კანდიდატი ამომრჩევლებს სიტუაციის გაუმჯობესებას პირდება, მაგრამ სინამდვილეში რა იქნება, ეს... არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. ლეონიდ თიბილოვიც და ანატოლი ბიბილოვიც რუსეთთან მტკიცე კავშირებისათვის იღწვიან, თუმცა „მწვავე საკითხებს“ გვერდს უვლიან, მაგალითად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

„ერთი შეხედვით, მოსკოვს ამ არჩევნებში რომელიმე მკაფიო ფავორიტი არ ჰყავს, ანუ მისთვის მიუღებელი კანდიდატი არცერთი არ არის. იგივე ალან გაგლოევს თუ ავიღებთ, თუ იგი მოსკოვისათვის მიუღებელია, ხმების მოგროვებას მაინც ვერ შეძლებს (როგორც ამბობენ, მან თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებაზე უფროსობას არ შეუთანხმა, რისთვისაც დაუსჯიათ). მოკლედ, ყველაფერი 9 აპრილს გაირკვევა“, - ნათქვამია სტატიაში.

http://www.ng.ru/cis/2017-04-07/7_6969_osetia.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა