logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ოსური „არჩევნები“-ხაბიზგინი რუსული ცომით
«Radio Voice of America» (აშშ): ოსური „არჩევნები“-ხაბიზგინი რუსული ცომით
10:18 06.04.2017
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი 9 აპრილს მორიგი „ლიდერის“ “ასარჩევად” ემზადება. ანკლავში, სადაც ლანჩხუთის რაიონზე ოდნავ მეტი ამომრჩეველია (32 736), „პრეზიდენტობისთვის“ მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, „ნიხასის" ყოფილი "სპიკერი“ ანატოლი ბიბილოვი და ოსური КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იბრძვიან.

მოსკოვის ფავორიტი ცნობილია. იგი 65 წლის ლეონიდ თიბილოვია, რომელიც სეპარატისტულ ანკლავს 2012 წლიდან „მართავს“. რუსეთის ღია მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ, მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლეონიდ თიბილოვს კრემლში „უმაღლესს დონეზე“ უმასპინძლა და წარმატება უსურვა.

ლეონიდ თიბილოვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია КГБ-ს თანამშრომელ 36 წლის ალან გაგლოევს აკისრია. მისი ერთადერთი ამოცანა ანატოლი ბიბილოვისთვის ხმების წართმევაა, ლეონიდ თიბილოვის სასარგებლოდ, რომელიც ასევე საბჭოთა КГБ-ს წიაღიდან არის გამოსული.

ღია დებატების დროს, რომელიც ცხინვალის ტელევიზიამ გუშინ გადასცა, ლეონიდ თიბილოვმა ბუნებრივია, ყურადღება დედა რუსეთის უზარმაზარ ღვაწლზე გაამახვილა: „ყოველთვის გვემახსოვრება, თუ რა დახმარება გაგვიწია რუსეთმა ოსი ხალხის უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს იყო 1989, 1992 წლები და 2008 წლის აგვისტო. ეს დახმარება, რა თქმა უნდა, დღემდე იგრძნობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება არის და ყოველთვის იქნება პრორუსული“.

ლეონიდ თიბილოვი „საპრეზიდენტო რბოლაში“ სტარტზევე მოპოვებულ უპირატესობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს უნდა უმადლოდეს. მისი უშუალო მითითებით, მარტის დასაწყისში, „არჩევნებში’ მონაწილეობის უფლება არ მისცეს ედუარდ კოკოითს, რომელიც ანკლავს 2001-2011 წლებში მართავდა.

ედუარდ კოკოითმა ვლადისლავ სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, ცხინვალში საპროტესტო ტალღის აგორება სცადა, თუმცა, მოსკოვიდან ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, აქციები შეწყვიტა და საკუთარ მომხრეებს 9 აპრილს, ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 47 წლის ანატოლი ბიბილოვზე, რომელსაც თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი აქვს დამთავრებული, მოსკოვმა ერთხელ უკვე გააკეთა ფსონი და შეცდა. 2011 წელს ანატოლი ბიბილოვს რუსეთში ედუარდ კოკოითის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა მან „საპრეზიდენტო არჩევნები“ „განათლების“ ყოფილ „მინისტრ“ ალა ჯიოევასთან წააგო, რასაც ოსურ კლანებს შორის კინაღამ სამხედრო შეტაკება მოჰყვა. საბოლოოდ, მოსკოვის მოთხოვნით, 2011 წლის „პრეზიდენტის არჩევნების“ შედეგები „არალეგიტიმურად“ გამოცხადდა, ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი „რბოლას“ საერთოდ ჩამოაშორეს. ანკლავი ჯერ ჩელიაბინსკელ ემისარ ვადიმ ბრონცევს ჩააბარეს, 2012 წელს კი ლეონიდ თიბილოვს გადაულოცეს.

ანატოლი ბიბილოვი მიმდინარე კამპანიის დროს მთავარ აქცენტს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე აკეთებს და ამ საკითხზე „რეფერენდუმის“ დანიშვნას ითხოვს: „ჩვენ უნდა გადავწყიტოთ - სამხრეთელ ოსებს გვინდა თუ არა რუსეთის შემადგენლოაბში შესვლა? ეს შეიძლება გავიგოთ, მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რაც შეეხება პოლემიკას, მიგვიღებს რუსეთი თუ არა? ჩვენ ველოდებით 1992 წლიდან და კიდე მოვიცდით, მაგრამ მთავარია ახლა თავად საბოლოოდ გავერკვეთ რა გვინდა“.

ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დანიშნული „არჩევნების“ ბედი, სავსებით, შესაძლებელია, მის ფარგლებს გარეთ გადაწყდეს. 9 აპრილის „არჩევნებისთვის“ ჯამში - 40 200 ბიულეტენია დაბეჭდილი, მაშინ, როცა ოკუპირებულ ანკლავში სულ 32 736 ამომრჩეველია „რეგისტრირებული“. ზედმეტი 7464 ბიულეტენი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში (ერთი), ვლადიკავკაზში (სამი) და ოკუპირებულ სოხუმში (ერთი) გახსნილი 5 „საარჩევო უბნისთვის“ არის განკუთვნილი, სადაც ხმის მიცემა „სამხრეთ ოსეთის პასპორტის“ მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. 9 აპრილს, „საპრეზიდენტო არჩევნების“ პარალელურად, ანკლავში „რეფერენდუმიც“ ტარდება, რომლის მიზანია „სამხრეთ ოსეთს“ დასახელებაში „სახელმწიფო ალანია“ დაემატოს.

ცივილიზირებული სამყარო 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და რუსული ოკუპაციის გამო, „არჩევნებსა“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალში, უკანონოდ და არალეგიტიკურად მიიჩნევს.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „ლიდერები“ (1990-2017 წლებში)

ტორეზ კულუმბეკოვი - 1990-1991;

ლუდვიგ ჩიბიროვი - 1993-2001;

ედუარდ კოკოითი - 2001-2011;

ვადიმ ბრონცევი - 2011-2012;

ლეონიდ თიბილოვი - 2012-2017.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა