logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): შავი ზღვა, თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
«Radio Voice of America» (აშშ): შავი ზღვა, თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
10:44 05.04.2017
38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა ჩართულია შავ ზღვაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში, რომელსაც Deniz Yıldızı ანუ „ზღვის ვარსკვლავი-2017“ ეწოდება. მასშტაბურმა სამხედრო საზღვაო წვრთნებმა, რომელსაც თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ვეისელ კოსელე ხელმძღვანელობს, 27 მარტს აიღო სტარტი და 7 აპრილამდე გასტანს. „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების ოფიციალური მიზანი სამხედრო-საზღვაო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

თურქული წყაროების ცნობით, საზღვაო მანევრების დროს, თურქმა სამხედროებმა პირველად განახორციელეს ამერიკული Harpoon Block-2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების განასადგურებლად.

თურქეთის სამხედრო-საზღაო ფლოტის გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის ნაწილებიც. წვრთნის გეგმის მიხედვით, ორი სარაკეტო კატარღა Kalkan და Yildirim-ი მეგობრული ვიზიტით ბათუმის პორტში შემოვიდა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების სტუმრობა ქართულ პორტებში საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია: „ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ ნატო გიახლოვდება იმდენად, რომ უკვე შენს პორტებში აჩერებს თავის გემებს. იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვაც არ გაგვაჩნია იმ ხარისხის რომ შევძლოთ აგრესორის შეჩერება, დესანტირებას აღკვეთა იქნება ეს თუ ჩვენს ქალაქებზე შეტევა, რაც 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა, ნატოს ქვეყნების აქტიურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია“.

ბათუმის ნავსადგურის გარდა, თურქეთის სამხედრო გემები ასევე შევიდნენ პოტენციური მოწინააღმდეგის რუსეთის პორტშიც - ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და NATO-ს დროშით მცურავი ფრეგატი Barbaros და კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში გამოჩდნენ. და რაც მთავარია, რუსები მათ არა საპროტესტო ტრანსპარანტებით, არამედ სამხედრო ორკესტრის მარშითა და პურ-მარილით დახვდნენ. ნოვოროსიისკში შესულ Barbaros-ზე იმყოფება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ვეისელ კოსელე, რომელიც უკვე შეხვდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურს, ადმირალ ალექსანდრ ვიტკოს.

ექსპერტების აზრით, 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ნატოს წევრი თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავის ახალ ადგილს ეძებს. ანკარა ერთის მხრივ, მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გააძლიეროს პოზიციები შავ ზღვაზე, რომ „შავი ზღვა რუსულ ზღვად“ არ გადაიქცეს და მეორეს მხრივ, ანგარიშს უწევს აკვატორიაში არსებულ დისბალანსს, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა.


A2AD-ის ანუ მოწინააღმდგების შეკავების კონცეფციის (Anti-Access and Area Denial) მიხედვით, რუსეთმა უკვე მოასწრო თურქეთის გარშემო რამდენიმე მილიტარიზირებული ზონის შექმნა, მათ შორის ყირიმში, სირიაში, სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც სერიოზული გამოწვევაა როგორც ანკარისთვის, ისე ნატოს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგისა და ალიანსის მოკავშირეებისთვის.

კახა გოგოლაშვილის თქმით, „დისბალანსი, რომელიც შავ ზღვაზე დღეს არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით, ყოველთვის აწუხებდა თურქეთს, ეს აწუხებს არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ აკვატორიის მიმდებარე NATO-ს წევრ ქვეყნებსაც. სწორედ ამ წუხილის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ NATO-ს აშკარა გააქტიურებას, რათა მოხდეს შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსის აღდგენა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაირღვა, ყირიმის ანექსიის შემდგომ“.

თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნის „ზღვის ვარსკვლავი-2017“-ის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ნავსადგურების გარდა, თურქული სამხდრო გემები ასევე შევიდნენ რუმინული კონსტანცას, ბულგარული ვარნას და უკრაინული ოდესის პორტებშიც.

ოდესის ნავსადგურში თურქულ ფრეგატ Gaziantep-ს და კორვერტ Heybeliada-ს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი La Fayette დახვდათ.

La Fayette შავ ზღვაში 17 მარტიდან იმყოფებოდა და მონტრეს 1936 წლის კონვენციის (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) ძალით 21-დღიანი შეზღუდვის თანახმად, შავი ზღვის აკვატორია ოთხ აპრილს დატოვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა