logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 «The Washington Post» (აშშ): საქართველოში ვნახეთ გათხოვილი ბავშვი, რომელსაც სანამ გაათხოვებდნენ საქმრო ერთხელ თუ ჰყავდა ნანახი
«The Washington Post» (აშშ): საქართველოში ვნახეთ გათხოვილი ბავშვი, რომელსაც სანამ გაათხოვებდნენ საქმრო ერთხელ თუ ჰყავდა ნანახი
13:14 04.04.2017
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში (კავკასია) ქორწინების ასაკი 18 წლიდან იწყება, აქ გოგონების ნაადრევად გათხოვების საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, გოგონების 17% 18 წლის ასაკის მიღწევამდე თხოვდება. არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომაა შემორჩენილი ასეთი გადმონაშთები - გოგონების მშობლების ნება, საპატარძლოს მოტაცება სასიძოს მიერ და ა.შ.“-ამის შესახებ გავლენიან ამერიკულ გამოცემა «The Washington Post»-ის მიერ, ჟურნალისტ კენეტ დიკერმანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

იტალიელი ფოტოგრაფი მირიამ მელონი, ჟურნალისტ ელენა ლედასთან ერთად, საქართველოში ჩავიდა იმ მიზნით, რომ ზოგიერთ ასეთ ბავშვ-პატარძლებს შეხვედროდა. მათ იქ გაიცნეს გოგონა, სახელად სამაია, რომელიც 16 წლის ასაკში გაათხოვეს, თან იმ მამაკაცზე, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თუ ჰყავდა ნანახი.

„გათხოვების შემდეგ ბევრი ამ გოგონებიდან სკოლაში სწავლას წყვეტს, რადგან ითვლება, რომ გათხოვების შემდეგ მათი მთავარი მოვალეობა სახლის მოვლა, ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდაა.

საქართველო ცდილობს შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე, მათ შორის ბავშვთა ქორწინების აკრძალვის საკითხში. ბოლო დრომდე ნებადართული იყო ნაადრევი ქორწინება მხოლოდ „განსაკუთრებული გარემოებების“ დროს, სასამართლოს ნებართვით. მართალია, ეს გამონაკლისი მიმდინარე წლის იანვარში გაუქმდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ მძლავრობს ტრადიციები, რომელთა მიხედვით, ქორწინებამდე [სექსუალური] ურთიერთობა ტაბუდადებულია და გენდერული თანასწორობა დარღვეულია. ასე რომ, ნაადრევი ქორწინებები გრძელდება“-ნათქვამია სტატიაში.
---------
სტატიას თან ახლავს იმ გოგონების მრავალრიცხოვანი ფოტოსურათები, რომლებიც ნაადრევად, 15-16 წლის ასაკში გათხოვდნენ. ფოტოგრაფმა მირიამ მელონიმ ისინი ფირზე აღბეჭდა საქართველოს აჭარის რეგიონში, ქვემო ქართლში, კახეთში, პანკისის ხეობაში...

https://www.washingtonpost.com/news/in-sight/wp/2017/04/03/these-photos-show-what-its-like-being-a-child-bride-in-the-country-of-georgia/?utm_term=.f62052285dc3

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა