logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ქართველი ინოვატორები კალიფორნიაში, სილიკონის დაბლობზე, პალო-ალტოში დაფინანსების საძიებლად
«Radio Voice of America» (აშშ): ქართველი ინოვატორები კალიფორნიაში, სილიკონის დაბლობზე, პალო-ალტოში დაფინანსების საძიებლად
13:04 04.04.2017
ბორის კიკნაძე pawwwn-ის აღმასრულებელი ოფიცერია. იგი კალიფორნიაში, პალო-ალტოში, ინვესტორთა დასაინტერესებლად ჩავიდა. მისი პრეზენტაცია ათწუთიანი უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა ბიზნესმენმა სხარტად ჩამოაყალიბა ბიზნეს-იდეა ონლაინ-გადახდების მენეჯმენტის შესახებ, რომელმაც ლომბარდის მფლობელებსა და მათ კლიენტებს ტრანზაქციები უნდა გაუადვილოს. ბორისის თქმით, ამ სფეროს მთავარი თავსატეხი გადახდების მენეჯმენტის სისტემაა, მისი ფირმა კი ამ პრობლემას მოხსნის.

სან-ფრანცისკოში ჩასვლამდე, თვეების განმავლობაში, ბორისი და მისი თანადამფუძნებელი ამ იდეას საქართველოში ავითარებდნენ. გასული წლის მარტში კომპანიის დაარსების შემდეგ, მას ოცამდე კლიენტი გამოუჩნდა. ამ სფეროში საქართველოში ათას ორასამდე, ამერიკაში კი თოთხმეტი ათასი კომპანია მუშაობს. რა გასაკვირია, რომ ბორისი ბიზნესის გავითარების რეალურ შესაძლებლობას ხედავს. მას მილიონი დოლარი სჭირდება, რისი მოძიების შემდეგ ის აშშ-შიც შეუდგება საქმიანობას.

ბორის კიკნაძე „სტარტაპ-საქართველოს“ წევრია. [სტარტაპი - ადამიანების დროებითი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია განმეორებადი, მასშტაბირებადი და ინოვაციური (ახალი) ბიზნეს მოდელის მოსაძიებლად (შესაქმნელად) და მისი სწრაფი განვითარებისთვის, ექსტრემალური მოულოდნელობების პირობებში]. პროექტ „სტარტაპ-საქართველოს“ აფინანსებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ამერიკელ ექსპერტებსა და ინვესტორებს საქართველოს სტარტაპებთან აკავშირებს. აღნიშნულმა უწყებამ საქართველოს ორასორმოცდაათზე მეტ მეწარმეს კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. ორმოცდაათმა მეწარმემ ტრეინინგი თბილისში გაიარა. ოცმა მეწარმემ სახელმწიფოს დაფინანსებით ამერიკელ ექსპერტებთან სამთვიან ვიდეო-ტრეინინგებში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს, აშშ-ში გამოსამგზავრებლად და ინვესტორებთან შესახვედრად რვა ქართველი ინოვატორი შეირჩა.

საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, რვა ქართული სტარტაპი პალო- ალტოს პირველად ეწვია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი პროექტები ფინანსურ ორგანიზაციებსა და ფონდებს გააცნონ. თავის მხრივ, საელჩომ სილიკონის დაბლობზე მოქმედ კომპანიებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.

საქართველო, ესტონეთისა და ისრაელის მსგავსად, მზარდ ტექნოლოგიურ ჰაბებზე აკეთებს გათვლას, ამბობს Global Vision-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მარკ ივანოვსკი. მისი თქმით, ამერიკელი ინვესტორები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენენ აშშ-ის გარეთ არსებული ჰაბების მიმართ. ეს ღონისძიება კი მათთვის შესაძლებლობაა, უფრო მეტი შეიტყონ უცხო ქვეყნების შესახებ, სადაც შრომის ანაზღაურება ნაკლებია. მარკ ივანოვსკი უცხოურ კომპანიებს ურჩევს, ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად აშშ-ში დარეგისტრირდნენ და ოფისი გახსნან.

გასული კვირის განმავლობაში, ქართველი ინოვატორები სილიკონის დაბლობზე იმყოფებოდნენ. მათ მოისმინეს იურისტთა ლექციები, თუ როგორაა დაცული ინტელექტუალური საკუთრება, შეხვდნენ ინვესტორებს, რომლებიც მათი კომპანიების მსგავს სტარტაპებს აფინანსებენ. „თუ ინვესტორი ამბობს, რომ იდეა მოსწონს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს“, - ამბობს კომპანია Venrock-ის მმართველი პარტნიორი სტივ გოლდბერგი. იგი ისეთ რისკიან ბიზნესებში დებს ფულს, რომელთაც ჩვეულებრივი ბანკი არ დააფინანსებდა: „გაიგეთ, რა უნდა ინვესტორს“, - გვირჩევს სილიკონის დაბლობის ბინადარი კიდევ ერთი კომპანია Band of Angels წარმომადგენელი რონ უეისმანი. იგი ინვესტიციების სანაცვლოდ კომპანიების წილებს ითხოვს.

პრეზენტაციების შემდეგ, ქართველი მეწარმეები ინვესტორებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. ადგილზე დაფინანსება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო, მაგრამ სტუმრები იმედიანად განეწყვნენ და გადაწყვიტეს, იდეების განხილვა მომავალ კვირას გააგრძელონ.
----------

სიუჟეტი მოამზადა „ამერიკის ხმის“ ბიურომ ლოს-ანჯელესში, პალო-ალტოსა და ვაშინგტონში. ამ თემაზე პალო-ალტოში მიშელ ქუინმა, ვაშინგტონში კი ანა კალანდაძემ იმუშავეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა