logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«The National Interest» (აშშ): საქართველოც და უკრაინაც ნატოსთვის „შავი ხვრელია“ და მათი მიღება ალიანსისთვის უარესი იქნება
«The National Interest» (აშშ): საქართველოც და უკრაინაც ნატოსთვის „შავი ხვრელია“ და მათი მიღება ალიანსისთვის უარესი იქნება
12:55 04.04.2017
ამერიკული პოლიტიკური გამოცემის «The National Interest»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რუბრიკით „სკეპტიკოსები“, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის ბოლო გაფართოების კვალობაზე, განხილულია ნატოში ბალკანეთში მდებარე პატარა სახელმწიფოს - ჩერნოგორიის მიწვევა-მიღების პროცესი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილი იყო. „რისთვის იღებს ნატო თავის რიგებში იმ ქვეყანას, რომელიც მისთვის არანაირ სამხედრო ფასეულობას არ წარმოადგენს?“, - წერს აშშ-ის კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლეი დაგ ბენდოუ, რომელიც ადრე პრეზიდენტ რონალდ რეიგანის თანაშეწედ მუშაობდა.

„ჩერნოგორიამ 2016 წელს სამხედრო საჭიროებისათვის 69 მილიონი დოლარი დახარჯა. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ პენტაგონისთვის სტატისტიკური ცდომილობის ფარგლებში შედის. გარდა ამისა, ჩერნოგორიის მოსახლეობა უფრო მცირეა, ვიდრე ერთ ამერიკულ საარჩევნო ოლქში. უფრო მეტიც - ჩერნოგორიის არმია მხოლოდ... 1900 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ჩერნოგორიას არცერთი ქვეყნის არმია არ ემუქრება... მოკლედ, ამ ქვეყნის ნატოში მიწვევა ალიანსისათვის სამხედრო წარმატებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოების სიუჟეტს უფრო ჰგავს“, - აღნიშნავს ავტორი.

დაგ ბენდოუს აზრით, ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ეს ნამცეცა სამხრეთსლავური რესპუბლიკა ნატოში შედის, ისაა, რომ პოდგორიცას დასავლეთის ფული უნდა. თანხების მიღების გარანტიას კი ნატოს წევრის სტატუსი უზრუნველყოფს. „საეჭვოა, რომ ვლადიმირ პუტინს ჩერნოგორიელი ლეგიონების შეეშინდეს. ჩერნოგორია ნატოს არაფერს მისცემს, მოსკოვს კი საბაბი ეძლევა დასავლეთი ანტირუსული პოლიტიკაში დაადანაშაულოს.

უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ნატოსათვის ასევე უსარგებლო იქნება ისეთი ქვეყნების წევრად მიღება, როგორებიცაა ბოსნია, კოსოვო, მაკედონია და სერბეთი. მათ ალიანსისათვის პრობლემების მოტანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სარგებლობა.

კიდევ უფრო უარესი იქნება ნატოს წევრებისათვის, თუ ისინი თავიანთ რიგებში საქართველოს და უკრაინას მიიღებს. ორივე ნამდვილი „შავი ხვრელია“ და ალიანსისათვის ძალზე პრობლემურ, სარისკო და უსარგებლო ქვეყნებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ჩერნოგორიაზე შედარებით უფრო დიდი სუბიექტები არიან, საქართველოს არმია მაინც მცირერიცხოვანია და მისი მონაწილეობა ავღანეთისა და ერაყის დაუფიქრებელ ომებში არ იქნება იმის გარანტია, რომ ნატოში მიღება თბილისს რუსეთისაგან უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. რაც შეეხება უკრაინას, მისი არმია უფრო დიდია, მაგრამ მას პრობლემებიც მეტი აქვს. მოკლედ, ეს ქვეყნები აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში არანაირ როლს არ ასრულებენ, მაგრამ რადგანაც ორივე ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მათი ალიანსში მიღება რუსეთის საზღვრებისათვის დარტყმის მიყენების ტოლფასი იქნებოდა“, - წერს დაგ ბენდოუ.

http://nationalinterest.org/blog/the-skeptics/does-nato-really-need-montenegro-19919?page=3

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა