logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): პუტინ-ტრამპის საიდუმლო შეხვედრა; ორი კორეის გაერთიანება აშშ-ს მიერ აფხაზეთის, ცხინვალისა და ყარაბაღის აღიარების სანაცვლოდ
«RFE//RL» (აშშ): პუტინ-ტრამპის საიდუმლო შეხვედრა; ორი კორეის გაერთიანება აშშ-ს მიერ აფხაზეთის, ცხინვალისა და ყარაბაღის აღიარების სანაცვლოდ
13:33 01.04.2017
რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“ მიერ ეთერში გადაიცა „ეხო კავკაზას“ მიერ მომზადებული მასალა, რომელიც სენსაციურია და აფხაზეთის პერსპექტივისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სოხუმის გაზეთმა „ეხო აბხაზიიმ“ დღეს, პირველ აპრილს, გამოქვეყნა სასწრაფო საინფორმაციო ცნობა პირენეის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში, ბრიტანულ გიბრალტარში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაუგეგმავი შეხვედრის თაობაზე.

პუბლიკაციის ავტორია ანდრეას ლორენცი, რომელიც წერს:

„გიბრალტარში შეხვედრამ სამ საათს გასტანა. მოლაპარაკებას ჯერ პრეზიდენტები აწარმოებდნენ, მოგვიანებით მათ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეუერთდნენ. პრესკონფერენციაზე გაკვირვებული ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ აღიარებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, არცახის (მთიანი ყარაბაღის), დნესტრისპირეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. იმავდროულად რუსეთი თანახმაა მხარი დაუჭიროს რეფერენდუმს ორი კორეის გაერთიანებისა და ერთიანი სახელმწიფოს პრეზიდენტის არჩევის თაობაზე. ერთმანეთს დაუახლოვდა აგრეთვე მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები სირიის საკითხშიც: მხარეები შეთანხმდენენ, რომ სირიაში პრეზიდენტის არჩევნები გაეროს ეგიდითა და კონტროლით ჩატარდეს. „ჩვენ ძალზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით, - ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე, - წინ მხოლოდ ასე წავალთ, ერთმანეთის ნაბიჯების კოორდინირებით. ასე გადავწყვეტს მომავალში ყველა საერტაშორისო პრობლემას“.

გაზეთში გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი გაერის ახალ წევრებად ექვსი სახელმწიფოს მიღების შესახებ. „ეხო აბხაზიი“ ბეჭდავს რეზოლუციის სრულ ტექსტს, რომელიც რუსულ ენაზეა თარგმნილი. იქვეა გამოქვეყნებული ბლიც-ინტერვიუ სერგეი ლავროვთანაც: „ჩვენ შევძელით და გორდიას კვანძი გავხსენით“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გეოპოლიტიკური გარღვევას, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა იქვე უწოდა „გაცვლა გიბრალტარულად“, ანალიზს უკეთებს რუსი პოლიტოლოგი ოლეგ ფეოკლისტოვი და მექსიკელი მწერალი კარლოს ფუენტოსი.

რაც შეეხება საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მან ერთ-ერთი დასავლური საინფორმაციო სააგენტოსადმი მიცემულ ინტერვიუში მომხდარ ფაქტს „გიბრალტარის შეთქმულება“ უწოდა. იმავდროულად მან „სირცხვილად“ და „საქვეყნოდ თავისმოჭრად“ შეაფასა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეაქცია, რომელიც „მზადაა დაიჩოქოს და ძირ-ძველი მიწები სამუდამოდ დაკარგოს“. ქართველმა პოლიტიკოსმა პაატა დავითაიამ გიბრალტარის სამიტის შედეგებს (ანუ რუსეთ-აშშ-ის შეთანხმებას გავლენის სფეროების გადანაწილების თაობაზე) „ლავროვ-ტილერსონის პაქტი“ უწოდა, „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ ანალოგიურად. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ბაქო ძალიან არის განაწყენებული ანკარაზე, რომელიც „გიბრალტარის გარიგებას“ დაეთანხმა: „არსებითად, რეჯეფ ერდოღანმა მოძმე აზერბაიჯანს ზურგში დანა ჩასცა. აზერბაიჯანი არასოდეს არ დაეთანხმება თავისი განუყოფელი ნაწილის - მთიანი ყარაბაღის დაკარგვას“.
----------
„ვიმედოვნებ, მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობაა“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამგვარ ხუმრობებს გაზეთი „ეხო აბხაზიი“ 1995 წლიდან აქვეყნებს.

http://www.ekhokavkaza.com/a/28403749.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა