logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ერთ-ერთი სცენარით, ევროკავშირი რუსეთის აგრესიის ასაცილებლად საქართველოსა და უკრაინას თმობს
«Radio Voice of America» (აშშ): ერთ-ერთი სცენარით, ევროკავშირი რუსეთის აგრესიის ასაცილებლად საქართველოსა და უკრაინას თმობს
13:08 01.04.2017
როდესაც შეერთებულ შტატებში ევროპის კავშირის ელჩი დევიდ ო’სალივანი რომის ხელშეკრულების 60-ე წელიწადს და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების იუბილეს აღნიშნავდა, საქართველოში კი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ზეიმობდნენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხელს აწერდა „ბრექსიტ“-ის სახელით ცნობილ ევროკავშირთან გაყრის პროცესს. „ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროპის მომავალის მიმართ“, - ამბობს ევროპის კავშირის ელჩი შეერთებულ შტატებში დევიდ ო’სალივანი და დასძენს, რომ „ბრექსიტ“-ისგან „დომინოს ეფექტს“ არ მოელის.

ევროპის ცვალებად პოლიტიკას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაშეერთებულ შტატებთან მის ურთიერთობას განიხილავს ვაშინგტონში ბაზირებული „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზი სათაურით „ევროპა 2022 წელს“.

კვლევის ავტორების შეფასებით, ევროპული პროექტი კრიზისშია. ეკონომიკური უთანასწორობა, მემარჯვენე პოლიტიკური ძალების აღზევება, მიგრანტთა კრიზისი, რუსეთის მზარდი აგრესია და შეერთებული შტატების ნაკლები ჩართულობა რეგიონში - ეს არის ხუთი ძირითადი სცენარი, რომელსაც ავტორები, როგორც თვითონ ამბობენ, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის აანალიზებენ.

ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას ეძღვნება. ავტორების მიერ შემუშავებული ამ სცენარის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება იძაბება, 2017 წლის ბოლოსკენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქალაქ მარიუპოლზე სამხედრო შეტევას იწყებენ, მარიუპოლი ეცემა. 2019 წელს რუსეთის კიბერ-შეტევის სამიზნე ბალტიისპირეთი ხდება, 2020 წელს კი, მას შემდეგ რაც ნატო ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განთავსების გადაწყვეტილებას იღებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეს არღვევს, რიგის თავზე კომერციულ რეისს ეჯახება და შედეგად 220 მგზავრი იღუპება. შედეგად კი „იწყება ახალი ცივი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“.

კვლევის ავტორი მეთიუ ბაროუსი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სცენარში ევროპის კავშირი რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად საქართველოს და უკრაინის ხარჯზე დათმობებზე მიდის.

„რუსეთის მზარდი აგრესიის პირობებში ევროპის პოზიციები სუსტდება, ასევე შესუსტებულია მისი კავშირები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია უკრაინაში, რის შემდეგაც ევროპის ზოგიერთ დიდ ქვეყანას აქვს განცდა, რომ რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს. ამ სცენარის მიხედვით, ევროპა რუსეთს ჰპირდება, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სამეზობლოს სხვა ქვეყნები არასდროს გახდებიან ევროპის კავშირის წევრები. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი იმისა თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ევროპაში, რაზეც პოლიტიკის შემქმნელები უნდა დაფიქრდნენ“, - ამბობს მეთიუ ბაროუსი.

კიდევ ერთი პესიმისტური სცენარი, რომელსაც ავტორები განიხილავენ არის შეერთებული შტატების ჩართულობის შემცირება. ამ სცენარში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2017 წლის ნატოს სამიტზე აცხადებს, რომ მომავალში მსგავს საერთაშორისო ყრილობებს არ დაესწრება. რუსეთი ევროპაზე წნეხს აგრძელებს, 2022 წელს რუსეთი თანახმაა უკრაინაში სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს და სანაცვლოდ ითხოვს პირობას, რომ უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და საქართველო ვერც ევროკავშირის და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ გახდებიან.

„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონისთვის რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა პრობლემურია არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის: „დღეს ვხედავთ რუსეთს, რომელიც, ჩემი აზრით, შიდა პრობლემების ექსპორტს ცდილობს. პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოწვევები გვაქვს,“ ამბობს უილსონი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი განსაზღვროს საქართველომ: „სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში. რაც უფრო ძლიერი იქნება ქართული საზოგადოება, უფრო ძლიერი იქნება მისი იმუნიტეტი რუსეთის წინააღმდეგ. ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია.“

ევროპის მკვლევარების მიერ მომზადებული ხუთი სავარაუდო სცენარიდან ოთხი პესიმისტურია. მხოლოდ ერთ სცენარში ახერხებენ ევროპული ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას: 2017 წლიდან ეკონომიკა ნელ ზრდას იწყებს, საფრანგეთში მემარჯვენე ნაციონალისტები მარცხდებიან, პოლონეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტები იზრდება და ნატოს ევროპელი წევრები ალიანსის ერთგულებად რჩებიან.

კვლევის პრეზენტაციაზე მოსული ევროპარლამენტარი გერმანიიდან დანიელ კასპარი ამბობს, რომ ბევრი გამოწვევის და ცვალებადი გარემოს მიუხედავად ევროპის კავშირი წარმატებული პროექტია: „ევროპამ საკუთარი თავის რეკონსტრუქცია უნდა შეძლოს. ახლა გაფართოების და ახალი წევრების მიღების დრო არ არის, უკანასკნელი გაფართოება არ ყოფილა კარგად დაგეგმილი პროცესი და მას თავისი სირთულეები ახლდა. მაგრამ მე მჯერა, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება უკეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას“, - განაცხადა დანიელ კასპარმა.

კვლევის ავტორები ერთ-ერთ რისკად მკვეთრი ლიდერობის უკმარისობას ასახელებენ. ევროპაში მემარჯვენე ნაციონალისტური ძალების მომძლავრების მიუხედავად, დანიელ კასპარს საფრანგეთის და გერმანიის მომავალი არჩევნები არ აშინებს. „ამერიკელები გვეხმარებიან თავიანთი არჩევანით, ისინი გვაძლევენ მაგალითს, თუ როგორი ლიდერები არ უნდა ავირჩიოთ ევროპაში“, - ამბობს დანიელ კასპარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა